"გოლდენ სტეიტი" ვაშინგტონში "უიზარდსთან" ანგარიშით 108:112 დამარცხდა
"გოლდენ სტეიტი" ვაშინგტონში "უიზარდსთან" ანგარიშით 108:112 დამარცხდა. ეს გახლდათ ოკლენდელთა მე-10 წაგება მიმდინარე სეზონში, თუმცა ზაზა ფაჩულიას გუნდს 50 მოგება გააჩნია და NBA-ს დამაჯერებლად ლიდერობს.

"გოლდენ სტეიტში" პირადსარეკორდო 16 ქულის მოგროვებიდან მეორე დღეს ფაჩულიამ კვლავ შედეგიანად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ზაზა ორმაგ დუბლს, დიდი ალბათობით, მოაგროვებდა, მისთვის მწვრთნელს 18 წუთზე მეტი რომ დაეთმო.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 12 ქულა ვაშინგტონთან

ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველსავე წუთზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა მარცინ გორტატმა, რომელიც ზაზას არაერთხელ ჰყავს დაჩაგრული, ქართველ ცენტრს ჭიდაობის ილეთი ჩაუტარა.

გორტატის უხეშობის შემდეგ ფაჩულია წაიქცა და თანაგუნდელ კევინ დურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა.

იხილეთ ვიდეო: კევინ დურანტის ტრავმის მომენტი

2014 წლის NBA-ს MVP დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამით დასრულდა დურანტის 562-მატჩიანი სერია, რომლის განმავლობაშიც თითოეულში მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული.

დურანტმა გამოკვლევა უკვე ჩაიტარა და მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილი, სავარაუდოდ, დღეს გახდება.

ფაჩულიას და გორტატის დუელი კი გაგრძელდა. პოლონელმა ცენტრმა 12 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მან ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი 18 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

სტუმრებიდან საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა ოკლენდურ გუნდს 16 ქულა შესძინა. გამარჯვებულებს ბრედლი ბილმა ულიდერა 25 ქულით, ხოლო ჯონ უოლმა 12 ქულასთან ერთად 19 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იხილეთ ვიდეო: ვაშინგტონი-გოლდენ სტეიტი 112:108

აღმოსავლური ტურის ფარგლებში, "გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს ჩიკაგოში, 3 მარტს, "ბულსთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

tanto
მთლ გოლდენს დაგინებული ქონდა ამ დილით, უდურანტოთ ვინც ყოველი მეორე სროლა არ ააცილოსო, კერიმ კი ყველა სამქულიანს ავაცილებო. ერთად ერთი ტომპსონი იყო მეტ ნაკლებად ნორმალური.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს