თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქული შეკრება დაასრულა, სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული ლიგისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე აგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და სიდეში ჩატარებული ამხანაგური მატჩებისა და ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ეს გუნდთან ერთად ჩემი პირველი მოსამზადებელი შეკრება იყო. მე ნაკლებად მომეცა საშუალება, რომ გუნდში ის ფეხბურთელები მომეყვანა, ვისაც წლებია, ვიცნობ და ვისი ნდობაც მაქვს. ასევე, ის ახალგაზრდები მოვიწვიე, ვისთან ერთადაც წელიწადნახევარი 19-წლამდელთა გუნდში ვიმუშავე. კარგია, რომ მოგვეცა შეკრების და საკუთარი თამაშის დამუშავების საშუალება", - ამბობს გიორგი დევდარიანი.

"ლოკომოტივმა" შეკრებაზე ჩატარებული 5 მატჩიდან 4 მოიგო, მათ შორის, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და მინსკის "დინამოსთან". თბილისელთა დამრიგებელმა ამაზეც ილაპარაკა:

"რა თქმა უნდა, შეკრებაზე მოგება გადამწყვეტი არ არის. თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდში თავდაჯერებას და ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან ამაღლებს. ჩვენ კი, მიმაჩნია, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ძალიან ამაღლებული განწყობით და არცთუ ისე ცუდად დაყენებული თამაშით შევხვდებით".

დევდარიანი გახარებულია, რომ გუნდში ტრავმირებულები არ ჰყავს:

"ხუთი ძალიან დაძაბული თამაშის შემდეგ ჩვენ თბილისში ვბრუნდებით ისე, რომ არც ერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა. მიმაჩნია, რომ თურქეთში გატარებული 16 დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო".

მან გუნდის მიზნებიც გაამხილა:

"ვფიქრობ, "ლოკომოტივს შესწევს ძალა, რომ ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე იყოს ნებისმიერი ქართული გუნდისთვის და არა მარტო მათთვის.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს და თქვას, რომ რომელიმე გუნდმა ჩვენთან სპარინგში მეორე შემადგენლობა დააყენა ან სათანადოდ არ მოინდომა, მაგრამ ვინც თამაშებს უყურა, ნახავდა, რომ აბსოლუტურად ყველა გუნდი, რომელსაც ჩვენ ვეთამაშეთ, იყო ძირითადი შემადგენლობით და ჩვენთან წაგება ადვილად გადასატანი არავისთვის იყო, რაზეც იმ მატჩებში ნაჩვენები ორთაბრძოლების რაოდენობაც მეტყველებს".

დევდარიანმა გარიგებული თამაშების კლების ტენდენცია ახსენა:

"იმედი მაქვს, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი რამე შეიცვალა და გარიგებული თამაშები ნაკლებად იქნება.

ამ კუთხით უკეთესობა შარშანდელ ჩემპიონატშიც იყო. თუ იგივე ტენდენცია შენარჩუნდება - და მე იმედი მაქვს, რომ საქმე უკეთესობისკენ წავა, მაშინ "ლოკომოტივი" ნებისმიერი ქართული და, იმედი მაქვს, უცხოური გუნდებისთვის ღირსეული მოწინააღმდეგე იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mayvala
რუსტავი ცრუს ეძახი თავისუფალ მედიას?
tato
ზვიად მე არვიცი ეგ ნაცია თუ ქოცი მაგრამ ერთი ვიცი სადაც არიკო არსად გუნდი არგაუკეთებია და რაუნდა ლოკომოტივის მთავარ მცვრთნელად და საერთოდ რაუნდა მაგას ფეხბურთში
zviadi
დევდარიანსი რატომ არარი უზენეეს სასამართლოსთან და არიცავს თავისუფალ მედიას რუსთავი2 ს))))))))))))))))))))))))))))))
sandro
ზვიად ...... რაც გინდათ დაწერეთ, ოღონდ იყავით კორექტულები, და მეორე, გიორგი დევდარიანის პოლიტიკა არ გაუგია არავის, ასე რომ თავი შეიკავეთ უშნო კომენტარების წერისაგან....
data
გული გაგისკდება ამხელა შეთქმულების თეორიების შეთხზვაში :)))
tornike
რაუნდა დევდარიანს ფეხბურთში ცავიდეს ნაც მოძრაობაში
zviadi
მაისურაძე დანიშნე თოფურია ეს დევდარიანი არარი ნცვრთნელი ის სავსეა ინტრიგნობით
gela
არველაზეებს აგარ მიკავხარ
dato
ნაკლები ილაპარაკე და თუ შეგიძლია საქმე აკეთე რაშიც ეჩვი მეპარება
data
federazia imitom azlevs gundebs fuls, rom tinastar izodnen angarishebi, sakartvelos chempionati xo evropis totalizatorebshia ukve, magas xo kontroli unda. aba ra goniat federazia vinmes tkvila fuls miszems??? dges msoflios fexburti mafiozebis xelshia...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა