26 და 29 მარტს გასამართი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ ათ დღეში დაზუსტდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 მარტს ხორვატიას თბილისში, 29 მარტს კი გასვლაზე ისრაელს ეთამაშება. ეს ორი შეხვედრა ლაკმუსის ქაღალდივით იქნება და გამოჩნდება, რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლა და რა სტადიაშია გუნდის შენება.

ცხადია, საინტერესოა, დაგეგმილი მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვის გამოიძახებს. ფედერაციაში ლაკონურად გვიპასუხეს, სია დაახლოებით ათ დღეში გამოქვეყნდება და მოითმინეთო.

სხვა გზა არ იყო, სიის კულუარული გზით მოპოვება გადავწყვიტეთ. ცხადია, უპირველესად გვაინტერესებდა, სომხეთთან გამოძახებული შემადგენლობიდან გუნდს ვინ გამოაკლდებოდა და ვინ დაემატებოდა. გვითხრეს, რომ ხორვატია-ისრაელთან შეკრებაზე გამოძახებულია აბსოლუტურად იგივე შემადგენლობა, რაც სომხეთთან. ისევე როგორც მაშინ, ქეცბაიას ამჯერადაც არ გამოუძახებია მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ დარჩენილი მალხაზ ასათიანი. "ასკა" ახლა ინდივიდუალურად ემზადება და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასეთ მდგომარეობაში საპასუხისმგებლო მატჩებს ვერ ანდობს.

ნაკრებში გამოძახებულები არიან სომხეთთან ტრავმის გამო გამოკლებული უჩა ლობჟანიძე, ლადო დვალიშვილი და სანდრო გურული. სამივე მომჯობინდა და უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ უცნობია, ლობჟანიძე მარტის ბოლოსთვის მზად იქნება თუ არა.

რაც შეეხებათ ახლებს, ცვლილება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ გამოძახებულთაგან რომელიმე დაშავდება. ყველა დანარჩენს კი კლუბში მიწვევას მალე გაუგზავნიან.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო"), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი);

მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ლევან კაკუბავა ("დინამო"), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა", რუსეთი);

ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა ("ვოლგა" რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონისი", საბერძნეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია);

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი", ჰაიფა ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი).

Def
კეცბაია უდძლიერესი მწრთნელია
torgva
მარცვალძეს ტრამვა აქ? აშკარად ეგეც გვჭირდება
bb king
ეგრე თუა თოლიკა, მაშინ ასათანი არაა დამნაშავე? რახან რუსეთში ვერ თამაშობს სუ უგუნდოდ უნდა დარჩეს? ჩამოვიდეს აქ და ზესტაფონიც, დინამოც და ქუთაისიც სიხარულით მიიღებს პრაქტიკაც ექნება და ჩემპიონატსაც წაადგება მარა არ კადრულობს. მაგრა პატივს ვცემ ასათიანს, მარა უგუნდოდაა და ვერ გაამტყუვნებ ქეცბას. ეგ ტოპმიოლერი არაა რო უსამართლობა აკეთოს! პრინციპული კაცია და იცის რასაც აკეთებს. იმედია მალე დაგვიბრუნდება მალხაზ ასათიანი! მერებაშვილი და ლობჟანიძე კი ნაღდად ვერ იყენებდნენ შანსებს და აგარ იმსახურებენ კიდევ ნდობას. ჯანოც თუ მიზანს გაასწორებს კაი იქნება, იმდენს იგებს თავის თავზე რამდენსაც ვერ ერევა ზოგჯერ და კარგავს ბურთს...
Giorgipirweli
მერებაშვილს საერთოდ უთამაშია როდისმე ნაკრებში კარგად?
hensona
მერაბასჰვილს ჯობს გეწადზეს მივცეტ სჰანსი..მერაბასჰვილი უკვე მერამდენედ ვერ ჯდება ნაკრებსჰი,,ახლებსი დროა გეწა მაგარია
Tregu
@Tolika კონკრეტულად შეგიძლია ჩამოთვალო რომელი გამოძახებული ფეხბურთელი ხეხავს (ან ხეხავდა) სათადარიგოთა სკამს რუსეთის ჩემპიონატში?
tolika
ასათიანის ნაკრებში არ გამოძახებას სხვა მიზეზები აქვს და არაფერ შუაშია აქ უკლუბობა. რუსეთი ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და რა სხვები ოპტიმალურ ფორმაში ყავს უკვე? ნახევარზე მეტი, ვინც გამოძახებული ყავს ქეცბაიას, სასტავში ვერც ხვდებიან და სათადარიგოს სკამებს ხეხავენ. ასათიანი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი და პიროვნებაა და არ უნდათ ასეთი ავტორიტეტი ყავდეთ ნაკრებში. არადა ერთი წესიერი პასის მიმცემი არ ყავთ გუნდში და სანამ ითამაშებენ დაცვიდან ვნახოთ ერთი. მერე იძახიან, ქეცბაიას რა რესურსიც აქვს, იმის მიხედვით ირჩევს ტაქტიკასო და ასეთ კაცს არ იძახებენ ნაკრებში და თუ გამოიძახეს დაცვაში ათამაშებენ, ვითომ ნახევარდაცვაში ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ. ვაი ამათ პატრონს.
me
ასკამაც გაიტანა თავის კარსში საფრანგეთთან
ალექსანდრე
ეეეე ცუდია მალხაზ ასათიანი, რომ არ იქნება, მერე რააა რომ უგუნდოდაა დარჩენილი, მაინც მაგარია დაცვაში. ყოველ შემთხვევაში კალაძეს მაინც ჯობია და საკუთარ კარში არ გააქვს ბურთები!!!
davit
ხალხო გამაგებინეთ რა ესაქმება მერებაშვილს ნაკრებში?
davit
ხალხო გამაგებინეთ მერებაშვილი სომხებთან თამაშის შემდეგ იმსახურებს ნაკრებში თამაშს?
zico
ლაშა სალუქვაძე ანჟიდან ვოლგაში არ გადავიდა
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის