ქართული ლეგიონის გარჯა ბელორუსის, სომხეთის, მოლდოვას, ფინეთისა და ბოსნიის ჩემპიონატებში

ბელარუსის თასის საპასუხო მეოთხედფინალში ბრესტის "დინამომ" 1:1 ითამაშა სოლიგორსკის "შახტიორთან" და გათამაშებიდან გამოვარდა. "დინამოში" ორი ქართველია, 77-ე წუთზე უჩა გოგოლაძემ სწორედ თანამემამულე ზაზა ჭელიძე შეცვალა, რომელმაც მანამდე გოლი გაიტანა სტუმართა კარში - 35-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ბრაზილიელი ლაზარის ჩაწოდებული, პრაქტიკულად, კარის ხაზიდან გაიტანა.

ჩემპიონატი დაიწყო ჩვენს სამეზობლოშიც, სომხეთში, სადაც 8-გუნდიანი პირველობაა. პირველივე ტური ნაკლული გამოდგა, რადგან კაპანში უამინდობის გამო "განძასარისა" და "ულისის" მატჩი 24 მარტისთვის გადაიტანეს. არადა, უმთავრესად ამ ორ გუნდში თამაშობენ ქართველები, "განძასარში": მეკარე ლევან ბუბუტეიშვილი (სომხეთის მოქალაქეა), მცველი დავით ხანიშვილი და ნახევარმცველი ლაშა ჯანგიძე; "ულისში": მცველი თენგიზ უგრეხელიძე, ნახევარმცველები გიორგი კრასოვსკი და გაგა თიბილაშვილი, აგრეთვე თავდამსხმელი შოთა ჯიქია. "მიკასა" და "შირაკს" შორის შეხვედრა 0:0 დასრულდა, სტუმართა სათადარიგო სკამზე იჯდა მეკარე გელა ძამუნაშვილი, ხოლო მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა ირაკლი ცანავა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის 26-ე ტურში თავი გამოიჩინა "ნისტრუს" ახალწვეულმა გიორგი ტუხაშვილმა, რომელიც სულ მეორედ თამაშობდა ამ გუნდის შემადგენლობაში. ის 74-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და სტუმრად ლიდერ "დაჩიას" შორი მანძილიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა (82-ე წუთი) და ქულები დააკარგვინა - 1:1. "დაჩიას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით გამეზარდაშვილმა, ხოლო ლევან კორღალიძე მატჩის მიწურულს შეცვალეს. კორღალიძეს ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი.

ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა" 1:0 მოუგო "ისკრა-სტალს" და ლიდერ "დაჩიამდე" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ქართველმა ვეტერანმა 90 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის 82-ე წუთამდე ითამაშა 20 წლის სანდრო შუღლაძემ. ამ ტურში "ოლიმპიას" შემადგენლობაში არ უთამაშია დავით კაკულიას.

ფინეთში საფეხბურთო სეზონი ლიგის თასით ხურდება. უმაღლესში გადასულმა "როვანიემიმ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ოულუ". გამარჯვების გოლის ავტორი 23 წლის ვალტერ ხორგუაშვილია, რომელმაც 76-ე წუთზე გაიტანა. მან და მისმა ძმამ, პავლემ შეუცლელად ითამაშეს. "როვანიემი" ლიგის თასის ა ჯგუფში მე-3 ადგილზეა.

ბოსნიაში "ზრინსკი"-"ჩელიკის" მატჩში 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი პენალტით ლევან კუტალიამ გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ახალ კლუბში. ქართველი ამ მატჩში 58-ე წუთზე გამოჩნდა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა