გამოცემის აზრით, "ემპოლის" მჭედლიძის მალე გამოჯანმრთელება უშველის
calciomercato.com-ზე გამოქვეყნდა კარლო ალბერტო პაციენცას წერილს "ემპოლის" პრობლემებზე. ავტორი მიიჩნევს, რომ "ემპოლის" ბოლო დროის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ლევან მჭედლიძის ტრავმაა.

"ემპოლი" 22 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-18 ადგილს, ანუ გავარდნის ზონას ჯერაც 7 ქულა აშორებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კონკურენტებიც ვერ ვარგიან.

"ემპოლის" 22 იანვრის მერე არ მოუგია, 6 ტურია. აქედან ხუთი მატჩი გუნდმა დათმო (ზედიზედ ბოლო 4). მჭედლიძემ კი ტრავმამდე ბოლოს 5 თებერვალს ითამაშა, როცა გუნდი "ტორინოს" 1:1 დაუზავდა. რაც ჩვენებური ვერ თამაშობს, გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი დათმო ისე, რომ მხოლოდ ერთი გოლი (კრუნიჩი) გაიტანა!

"ფაქტია, გუნდში ზომებია მისაღები, მაგრამ მთავარი ლევან მჭედლიძის გამოჯანმრთელებაა. სეზონის დასაწყისში იგი მარტუშელოს როტაციაში მეოთხე თუ მეხუთე ფორვარდად განიხილებოდა, მაგრამ ქართველმა სასარგებლო თამაშითა და გოლებით სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი.

ფაქტია, მას მერე, რაც ლევანმა სასტარტოში ადგილი მოიპოვა, გუნდმა 12 ქულა მოიპოვა, 6 გოლი გაიტანა და მხოლოდ ამდენი გაუშვა. 6-დან 5 გოლი კი თავად ლევანმა გაიტანა. პლუს, მას შეეძლო კიდევ ერთის გატანა, პენალტი რომ არ გაეცუდებინა "ჯენოასთან" მატჩში.

რაც მჭედლიძე ტრავმირებულია, მარტუშელოს გუნდს ისევ დაავიწყდა გოლის გატანა. "ემპოლის" მეტოქის საჯარიმოში მჭედლიძის კვალიფიციური თამაში აკლია. სწორედ ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი მისი მალე გამოჯანმრთელება", - ვკითხულობთ სტატიაში.

ნოდარი
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლევანს და წარმატებებს, მაგრამ ან სხვანაირად უნდა ივარჯიშოს ან კიდე ცხვარი უნდა დაუკლას რომელიმე იტალიელ ან ქართველ წმინდანს
1
ჯენოასთან არცერთი თამაში არ უთამაშია მჭედლიძეს. პენალტი გენუის სამპდორიასთან გააფუჭა(0:0)
ლუკა
სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მჭედლიძეს. ემპოლიში არავინ არის მისი შემცვლელი. ის ბოლო წლების საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია. სანაკრებო თამაში კარს მოგვადგა და მისი არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. იმედია შემდეგ ტურში დაბრუნდება მოედანზე.
IKA
ვაი თქვე საცოდავებო :D:D მჭედლიძის იმედად რო ხართ :D ტიპს ზედიზედ 4 თამაში არ აქ ნათამაშები :D ეს კიდევ კარგი რაგბისტი არაა თორემ პირველივე თამაშზე ეგრევე მორგში გაგზავნიდნენ :D ))))
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია