ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, მეორე სერია

მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, მეორე სერია

"არსენალი" "ნოუ კამპზეც" შეუტევს, ლუჩესკუს დონეცკში ისტორიის შექმნა სურს, მაგრამ მონტელას არ სძინავს

ჟურნალი უკან მოვიტოვეთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დღეიდან კინო იწყება. დღეს, ლონდონში დამარცხებული (1:2) "ბარსელონა" "არსენალს" უმასპინძლებს და ფაქტია, რომ "ნოუ კამპზე" მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვიხილავთ. მეოთხედფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს დონეცკის "შახტარს" - უკრაინული კლუბი "რომას" მასპინძლობს და გაგახსენებთ, დონეცკელებმა რომში 3:2 გაიმარჯვეს.

ბარსელონა-არსენალი

პირველი მატჩი: 1:2

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ჩემი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ფეხბურთელებს შარშანდელი 1:4 დავავიწყო, თუ იმას მოვარხერხებ, რომ ბიჭებს თავიდან ის წაგება ამოვუგდო, დარწმუნებუილ ვარ, შეგვიძლია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც მეოთხედფინალში გაგვიყვანსო. ჰო, ლონდონელ ფეხბურთელებს დღემდე ცუდად ახსოვთ ბარსელონაში ბოლო მოგზაურობა და ლიონელ მესის გალაკონცერტი - შარშან "ბარსამ" "არსენალი" 4:1 რომ დაამარცხა, ოთხივე გოლი მესის ანგარიშზე იყო.

გარდა იმ მარცხის დავიწყებისა, "მეთოფეების" უმთავრესი ამოცანა დღეს სწორედ მესის შეჩერება იქნება, მაგრამ "ბარსელონა" მარტო მესი ხომ არ არის? დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა - კატალონიურ გრანდს ყველა სუპერვარსკვლავი ჯანმრთელად და ჩინებულ ფორმაში ჰყავს. ლონდონში გამართულ მატჩში, რომელიც "მეთოფეებმა" 2:1 მოიგეს, "არსენალს" დაცვითი ფეხბურთი არ უთამაშია და ვენგერი ფრთხილი ტაქტიკის არჩევას არც "ნოუ კამპზე" აპირებს.

"ბარსელონასთან" დაცვაში ჩაჯდომა დამღუპველია. თუ მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ, რაც ბევრისთვის ალბათ სავსებით ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა, განწირულები ვიქნებით. სიფრთხილე და ყურადღება აუცილებელია, მაგრამ "არსენალი" პირველ რიგში ისევ გოლის გატანაზე იზრუნებს და არა არგაშვებაზე", - განაცხადა ვენგერმა.

ვენგერი ცამდე მართალია, მაგრამ მისი გადაწყვეტილების სისწორეს ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ "ბარსას" თავკაც პეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში ორივე მთავარი ფიგურა აკლია: ხერარდ პიკე დისკვალიფიცირებულია, კარლეს პუიოლი კი - ტავმირებული. "არსენალს" ტრავმის გამო თეო უოლკოტი და ალექს სონგი დააკლდება. ყველა ფიქრობდა, რომ ვენგერი ბარსელონაში ვერც რობინ ვან პერსის წაიყვანდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოჯანმრთელება მოასწრო და "არსენალის" განაცხადშია. არადა, ვენგერი წინა კვირის მიწურულს ამბობდა, რობინის ბარსელონაში წამოსვლა გამორიცხულია, გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებსო. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო სესკ ფაბრეგასის ასპარეზობაც, მაგრამ ისიც ფეხზე დადგა.

"ყველამ იცის, რომ "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარი ვარ. როგორც ყველა კატალონიელი, მეც "ბარსას" თავგადაკლული ქომაგი ვარ, მაგრამ სამშაბათს ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მეოთხედფინალში "არსენალი" გავიდეს", - ამბობდა ფაბრეგასი შაბათს.

პირველ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა "არსენალის" 19 წლის საყრდენმა ჯეკ უილშირმა, რომელიც, თუ გახსოვთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ. ახალგაზრდა ნახევარმცველი დღესაც ძირითად შემადგენლობაში იქნება და ვენგერს სხვებთან ერთად, მისიც ეიმედება.

"ჩვენ ვიცით, რომ "ბარსელონასთან" შეგვიძლია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც მეოთხედფინალში გაგვიყვანს. პირველ მატჩშიც დავამტკიცეთ, რომ "ბარსას" დამარცხება შეგვიძლია. თუ ბოლომდე დავიხარჯებით და ცოტა გაგვიმართლებს კიდეც, "ბარსელონას" გავაგდებთ, ამით კი ვირწმუნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან თავდაჯერებულები და მონდომებულები ვართ. ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ, "არსენალი" "ნოუ კამპზეც" შეუტევს", - თქვა გუშინ უილშირმა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, გ. მილიტო, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია, მესი, პედრო.

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ჯურუ, კლიში - დიაბი, უილშირი - ნასრი, ფაბრეგასი, არშავინი - ბენდტნერი (ან ვან პერსი).

არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)

შახტარი-რომა

პირველი მატჩი: 3:2

"შახტარმა" რომში მოგებით (3:2) მეოთხედფინალისკენ უდიდესი, ისტორიული ნაბიჯი გადადგა და თუ მირჩა ლუჩესკუს შეგირდები დღესაც ჩვეულ სტილში ითამაშებენ, ისტორიული ნაბიჯი ისტორიულ მოვლენად გადაიქცევა. თუ გავითვალისწინებთ, როგორ ითამაშა "რომამ" პირველ მატჩში, ვიფიქრებთ, რომ იტალიელებს დონეცკური კლუბის ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჯალოროსის" ახალი მწვრთნელი ჰყავს.

"შახტართან" სამარცხვინო წაგებას "ჯენოასთან" 3:4 მოჰყვა, რის შემდეგაც "რომას" შეფებმა კლაუდიო რანიერი მოხსნეს და გუნდი ვინჩენცო მონტელას ჩააბარეს, რომლის ხელშიც რომაელები ნორმალურად ათამაშდნენ. 1:0 ბოლონიაში, 2:2 "პარმასთან" და 2:1 სტუმრად "ლეჩესთან" - "რომა" აზრზე კი მოვიდა, მაგრამ საუკეთესო ფორმისგან შორსაა. თუმცა, მაინც არ გვაქვს იმის უფლება, რომ იტალიური კლუბი უიმედო აუტსაიდერად მოვიხსენიოთ: დონეცკში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"რომას" მდგომარეობას ის ფაქტი ამძიმებს, რომ მონტელას გუნდს მინიმუმ ორი გოლი აქვს გასატანი და თუ ამას შეძლებს, საკუთარი კარი მშრალად უნდა შეინახოს, რაც ურთულესი ამოცანაა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "შახტარს" საკმაოდ კარგი წინა ხაზი ჰყავს, რომაელებს კი დაცვაში პრობლემები აქვთ. თანაც, დღეს კასეტია დისკვალიფიცირებული (მენეზიც).

ლუჩესკუს "შახტარის" ისტორიის შექმნა სურს და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: დონეცკელებმა საფეხბურთო ევროპა ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გააკვირვეს, როცა ექვსიდან ხუთი თამაში მოიგეს, მერე რომშიც გაიმარჯვეს და ცხადია, დღევანდელი მატჩის წინაც ფავორიტებად მიიჩნევიან. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ლუჩესკუ დღეს ძირითად შემადგენლობაში ისევ იმ ფეხბურთელებს გაამწესებს, რომლებმაც რომში "შახტარს" 3:2 მოაგებინეს.

მიუხედავად ყველაფრისა, ლუჩესკუ მაინც ფრთხილობს: "პირველი მატჩის წინ ვამბობდი, "რომას" საკუთარ მოედანზე წარმატების მიღწევა ძალიან უჭირს-მეთქი. ჩემი სიტყვები გამართლდა, რომში ჩვენ მოვიგეთ. ახლა კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ "რომა" სტუმრად ყოველთვის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რითაც იმის თქმა მინდა, რომ სიფრთხილე გვმართებს. მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ, ამისათვის საპასუხო შეხვედრაშიც დიდი შრომაა საჭირო", - თქვა გუშინ "შახტარის" თავკაცმა.

რომაელები კი პირიქით, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი: "თუ ჭკუას მოვუხმობთ, მოედანზე თავს არ დავზოგავთ და მწვრთნელის ყველა დავალებას შევასრულებთ, მეოთხედფინალში გავალთ. "შახტარი" უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ამ გუნდის დამარცხება შეუძლებელი არ არის", - ეს ნიკლას ბურდისოს სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - გ. მხითარიანი, ჰიუბშმანი - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.

რომა (4-2-2-1-1): ჟულიო სერჟიო - ბურდისო, ჟუანი, მექსე, რიისე - პიზარო, დე როსი - ტადეი, პეროტა - ტოტი - ბორიელო (ან ვუჩინიჩი).

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი).

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა