ის მომენტი, როცა "არსენალი"-"ბაიერნი" მიმზიდველი აღარ არის...
* მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.

* თუკი "ნაპოლი" "რეალს" გასცდება, ის ისტორიაში პირველად გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

* "რეალმა" წარმატებით გაიარა ბოლო 6 მერვედფინალური ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე.

* თუ "ბაიერნის" ბარიერს დაძლევს, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2010 წლის მერე პირველად გავა.

დღეიდან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის I წრე განახლდება - ორი საპასუხო მატჩი გველის ნეაპოლის "სან პაოლოსა" და ლონდონის "ემირეიტსზე".

თუკი თავიდან ორივე ჯახი დიდი იმედებით განგვაწყობდა, ახლა უკვე ძნელია, "არსენალისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებაში (სასწაულების თუ არ გჯერა) დაძაბულ გარჩევას ელოდო.

აი, "ნაპოლისა" და "რეალის" დაპირისპირებაში ჯერ არაფერია გარკვეული - მართალია, "რეალი" 2-ბურთიანი სხვაობით იგებს, მაგრამ საპასუხო მატჩი იტალიაშია, თანაც, ზინედინ ზიდანის გუნდმა ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე გვიჩვენა, რომ დაუმარცხებელი და მიუწვდომელი სულაც არ არის.

ნაპოლი-რეალი

მადრიდში გატანილი გოლი მაურიციო სარის გუნდს ხელშესახებ იმედს აძლევს საპასუხო თამაშის წინ. "რეალი" ფავორიტია, მაგრამ ზინედინ ზიდანის კრებულს თავი ქუდში ნამდვილად არა აქვს.

ბოლო მატჩთან შედარებით, მადრიდელები სრულიად სხვა შემადგენლობას ათამაშებენ, რადგან გუნდს BBC - ანუ ვარსკვლავური შემტევი ტრიო სრული შემადგენლობით უბრუნდება - "ეიბართან" მატჩში მხოლოდ ქარიმ ბენზემა იყო ამ სამეულიდან, გარეთ ბეილი დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო კრიშტიანო რონალდო - ტრავმირებული. უელსელს კიდევ ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია კი აქვს, მაგრამ ის შიდა პირველობას ეხება, ხოლო რონალდოს ტრავმა ისედაც უმნიშვნელო იყო, ზიდანმა დაადასტურა, რომ კრიშტიანო უკვე მწყობრშია და აუცილებლად ითამაშებს "სან პაოლოზე".

I მატჩში

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბმა" კი მოიგო კომფორტული, ორგოლიანი უპირატესობით, მაგრამ ნეაპოლელებს ლორენცო ინსინიეს გოლი ბრძოლის კარგ შანსს უტოვებს. სწორედ ინსინიემ გახსნა ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე, მაგრამ ქარიმ ბენზემამ 10 წუთში გაათანაბრა. "რეალმა" გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში მოიპოვა, როცა ტონი კროოსმა და კაზემირომ გაიტანეს.

პრესკონფერენცია

მაურიციო სარი (ნაპოლი): "ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ზეწოლა მხოლოდ "რეალზეა". მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონია, ის მსოფლიოს უმდიდრესი კლუბია, ის საუკეთესოა, მას მაღალი კლასის ვარსკვლავები ჰყავს. ის უბრალოდ, ვალდებულია გაიაროს ეს ეტაპი. ამავე დროს, ჩვენც გვყავს მსოფლიოს ჩემპიონები, ეს ჩვენი ფანები არიან. მთელი ევროპა ნახავს მალე ამას და მიხვდება ჩემი სიტყვების სისწორეს. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფანების შეძახილებით შევაშინებთ მადრიდის "რეალს". არა, ეს შეუძლებელია. მაგრამ თუკი ჩვენ თავდადებით ვიბრძოლებთ და მეტოქე ამას ჩვენს თვალებში დაინახავს, შესაძლოა, მართლაც შევაშინოთ ის. იმედი მაქვს, რომ ფანები სწორედ ამ განწყობის გადმოცემას შეძლებენ ფეხბურთელებისთვის".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის ძნელი სათამაშოა. ჩვენი მეტოქე გუნდია, რომელსაც არ უყვარს წაგება, არც აგებს ხშირად, მით უმეტეს, საკუთარ სტადიონზე. "სან პაოლოზე" როგორი დამთრგუნველი ატმოსფეროა მეტოქეთათვის, საკუთარ თავზე გამომიცდია, როცა ფეხბურთელი ვიყავი. ფანები გიჟურად უჭერენ მხარს "ნაპოლის", თუმცა ეს კარგი მოტივატორია სტუმარი გუნდისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ "ნაპოლი" თამაშს მკვეთრი შეტევებით დაიწყებს, მათ ხომ გოლები აქვთ გასატანი ჩვენგან განსხვავებით. არა მგონია, რომ რადგან რომში ბევრი იომეს, გადაღლილები იქნებიან. ისეთი გამარჯვებები, როგორიც "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" მოიპოვა, პირიქით, ძალებს გმატებენ. ასე რომ, მეტოქის გადაღლილობის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. მინდა განვაცხადო, რომ "რეალი" იღებს ამ გამოწვევას და ის ბრძოლისთვის მზად არის".

გასულ უქმეებზე

მაურიციო სარის გუნდი "რომას" ესტუმრა და სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან მატჩში 2:1 მოუგო. დუბლი შეასრულა ბელგიელმა დრის მერტენსმა, რომელიც სუპერფორმაშია, რაზეც "რომამ" მხოლოდ სტროტმანის გოლით უპასუხა. ამ შეხვედრაში მერტენსმა ტრავმა მიიღო, თუმცა შანსი იმისა, რომ მან მოახერხოს "რეალთან" დაპირისპირება, კიდევ რჩება. ამით სამხრეთელებმა ორ ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა სპალეტის გუნდთან.

"რეალი" "ეიბარს" ესტუმრა და ისტორიაში პირველად გაუშვა მისგან გოლი, თუმცა რუბენ პენიას გოლი ვერაფერს გადაწყვეტდა, რადგან "სამეფო კლუბმა" ბენზემას დუბლის, ხამეს როდრიგესისა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით დიდი ანგარიშით იმარჯვა - 4:1. "რეალი" ლა ლიგის პოტენციური ლიდერია, თუმცა დღეისათვის მეორე ადგილზეა.

არსენალი-ბაიერნი

რა უნდა თქვა 1:5-ის მერე? როგორც ჩანს, "არსენალი" ისევ ვერ გადალახავს მიუნხენის "ბაიერნის" ზღუდეს. ცუდი ისაა, რომ პირველმა შეხვედრამ საპასუხოს მოლოდინი გააუფერულა, მეტიც, შესაძლოა, ლონდონში საკმაოდ გადასხვაფერებული შემადგენლობებით მოთამაშე გუნდები ვიხილოთ. არსენ ვენგერს, სულ მცირე, სასწაული სჭირდება, ხოლო "ბაიერნი" ის გუნდი არაა, რომელიც ასეთი სასწაულის შანსებს ჩუქნის მეტოქეებს.

I მატჩში

"ალიანც არენაზე" არსენ ვენგერის გუნდისთვის ერთი დანა არ გამოუსვიათ, თორემ... არადა, პირველი ტაიმი "არსენალისთვის" ბრწყინვალე ანგარიშით მორჩა - არიენ რობენის გოლს გოლითვე უპასუხა ალექსის სანჩესმა. მეორე ტაიმში კი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიწყო ლონდონელთა განადგურება, ტიაგო ალკანტარამ დუბლით გააგრძელა და 88-ე წუთზე თომას მიულერმა დაასრულა - 5:1.

პრესკონფერენცია

არსენ ვენგერი (არსენალი): "ერთადერთი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს, ის არის, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვართ - უნდა შევუტიოთ და გავიტანოთ გოლები, თან, რაც შეიძლება ბევრი გოლი. "ბაიერნს" მერამდენედ ვეთამაშებით და სულ ამაოდ. მაგრამ თუ შევუტევთ, შანსი გვექნება. შანსი იმისა, რომ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ".

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ჩვენ ნამდვილად გვაქვს უპირატესობა - ბიჭები კონცენტრირებულნი არიან თამაშზე. მათ კარგად იციან, რომ მატჩის სტარტი იქნება ძალიან მწვავე და ჩვენთვის საშიში. მაგრამ ამაზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ. გვერწმუნეთ, კარგი თამაშის იმედი გქონდეთ".

გასულ უქმეებზე

"არსენალს" ამ უქმეებზე პრემიერლიგაში ალიყური გააწნეს - იურგენ კლოპის "ლივერპულმა" 3:1 მოუგო "მეთოფეებს", რომელთა ერთადერთი გოლი ამ თამაშში დენი უელბეკმა გაიტანა. სხვათა შორის, მან პირველად შეძლო კარიერაში "ლივერპულის" კარის დალაშქვრა.

"ბაიერნმა" სტუმრად არ დატოვა კითხვები საკმაოდ ამბიციური "კიოლნის" წინააღმდეგ მატჩში - 3:0. გოლები ხავი მარტინესმა, ხუან ბერნატმა და ფრანკ რიბერიმ გაიტანეს. კარლო ანჩელოტის გუნდი უკვე 7-ქულიანი უპირატესობით არის წინ.

სამშაბათი. 7 მარტი

ნაპოლი-რეალი 23:45 (1:3)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ალანი (?), ტონელი (?), მერტენსი (?) - ვარანი, ფ. კოენტრაო, დანილო (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, ღულამი - ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო

მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ურთიერთშეხვედრები: +0=1-2 (2:6)

არსენალი-ბაიერნი 23:45 (1:5)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იოზილი, კასორლა, მერტეზაკერი, ელნენი, კოსიელნი (?) - ლამი, ბოატენგი, სანჩესი (?), ჰუმელსი (?), ნოიერი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკლენი, ჯაკა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ივობი, უოლკოტი - ა. სანჩესი

ბაიერნი (4-3-2-1): ულრაიხი - რაფინია, ხ. მარტინესი, ალაბა, ბერნატი - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა, მიულერი - დ. კოშტა, რობენი - ლევანდოვსკი

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

ურთიერთშეხვედრები: +3=2-6 (12:22)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aaa
"არსენალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2010 წლის მერე პირველად გავიდა. :D:D ცოტა აკლია
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?