ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

NBA. კვირის მიმოხილვა: სამმაგი დუბლების რეკორდი, ცერემონიები, თავისუფალი აგენტები...

NBA. კვირის მიმოხილვა: სამმაგი დუბლების რეკორდი, ცერემონიები, თავისუფალი აგენტები...

კვირის მოთამაშეები და ინტრიგა

სერია

ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდმა იმდენად შეაჩვია ყველა თავის მოგებებს, რომ მისი ორმატჩიანი წაგებათა სერია წარმოუდგენელი ჩანდა. მაგრამ "ვაშინგტონთან" მატჩი თავიდანვე არ აეწყო "გოლდენ სტეიტისთვის".

ზაზა ფაჩულია ცუდად დაეცა კევინ დურანტს მარცხენა ფეხზე და "დურანტულა" მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ზემოტივირებული "უიზარდსი", რომელიც აღმოსავლეთში მეორე ადგილისთვის იბრძვის, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და მხოლოდ ბოლოსკენ მიუშვა ახლოს მოწინაამდეგე. თამაშის ბედი სტეფ კარის უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მისი სამქულიანი ცხრა მეტრიდან კალათში არ ჩავარდა - 108:112.

"ჩიკაგოსთან" მატჩისთვის სტივ კერის გუნდმა უკვე იცოდა, რომ დურანტი მინიმუმ ერთი თვით გამოაკლდა "მეომრებს". არც ისე პოზიტიურმა ფონმა და კიდევ ერთმა მოტივირებულმა მოწინააღმდეგემ, რომელიც მნიშვნელოვან სატურნირო ამოცანებს აგვარებს ("ბულზს" ჯერ ბოლომდე განაღდებული არ აქვს პლეი ოფში მოხვედრა), კვლავ შეუქმნა პრობლემები "გოლდენ სტეიტს".

ზედიზედ მეორე მატჩში კლეი ტომპსონმა და სტივენ კარიმ საშინელი პროცენტით შეასრულეს სამქულიანები, გადამწყვეტ მონაკვეთში კი ერთი ბურთიც ვერ ჩააგდეს. 87:94 - კალიფორნიელებმა ზედიზედ ორი მატჩი პირველად წააგეს 2015 წლის აპრილის შემდეგ. თითქოს გარანტირებული პირველი ადგილი რეგულარულ სეზონში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

უესტბრუკი

გასულ კვირას, რასელ უესტბრუკი სამმაგ-დუბლებს აღარ გამოეკიდა და სროლასა და შედეგიანობაზე იყო კონცენტრირებული. შედეგად, ის საშუალოდ მეტოქეთა ფარის მიმართულებით 30-ჯერ ისროდა და ყოველ მატჩში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა.

თუმცა, ასეთმა ინდივიდუალურმა სტატისტიკამ თავად "ოკლაჰომას" სარგებლობა არ მოუტანა. "ნიუ ორლეანთან" და "იუტასთან" მატჩებში, როცა რასელი ასე თუ ისე იმჩნევდა პარტნიორებს და ორი სამმაგი დუბლი შეასრულა, "თანდერმა" შეძლო მოგება, აი, "პორტლენდთან" და "ფინიქსთან" შეხვედრებში კი მისი 45 და 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის.

რაც შეეხება სამმაგ დუბლებს, "ოკლაჰომას" ლიდერმა უკვე 30 შეაგროვა და მალე დაამხობს ჩემბერლენის შედეგს 1967-68 წლების სეზონიდან (31 სამმაგი).

რეკორდი

სეზონში სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობის მიხედვით რეკორდი უკვე დამყარებულია. უესტბრუკისა (30) და ჯეიმს ჰარდენის (15) გარდა, საერთო საქმეში წვლილი შეიტანეს ლებრონ ჯეიმსმა (7), დრეიმონდ გრინმა (4) და ნიკოლა იოკიჩმა (4). ასევე თითო სამმაგი დუბლი შეასრულა 21-მა კალათბურთელმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ხუთ მოთამაშეს, რომლებსაც კარიერაში ერთად 40 სამმაგი დუბლი აქვთ გაკეთებული, ამ სეზონში ჯერ თავი არ გამოუჩენიათ. ყველაზე მეტად ეს ჯონ უოლისგან გვიკვირს, რომელიც ვერაფრით ახერხებს წელს 10 მოხსნის შეგროვებას.

ცერემონიები

ერთბაშად ორი ნომერი ამოიღეს ხმარებიდან გასულ კვირას. თავდაპირველად, "დეტროიტმა" დააფასა რიჩარდ ჰემილტონის წვლილი და მისი მაისურა საშინაო არენის თაღზე აღმართა. ის მესამე კალათბურთელია 2004 წლის საჩემპიონო გუნდიდან, რომლის ნომერსაც "პისტონზში" აღარავინ გამოიყენებს. მანამდე, ამგვარი პატივი წილად ხვდა რაშიდ უოლასსა და ტაიშონ პრინსს.

მეორე დაფასებული მოთამაშეა პიტ მარავიჩი. ამიერიდან, მისი სათამაშო მაისურა "ატლანტას" არენის ჭერზე ბობ პეტიტის, ლუ ჰადსონის, დომინიკ უილკინსისა და დიკემბე მუტომბოს მაისურების გვერდით იქნება.

თავისუფალი აგენტები

გამოცოცხლება იყო თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

"გოლდენ სტეიტმა" კევინ დურანტის ტრავმის შემდეგ, სასწრაფოდ აიყვანა მსუბუქი ფორვარდი მეტ ბარნსი; ცენტრი ენდრიუ ბოგუტი დერონ უილიამსის კვალს დაადგა და "კლივლენდში" ამოჰყო თავი; ბრენდონ ჯენინგსი "ვაშინგტონმა" აიყვანა; ჩინეთიდან NBA-ში დაბრუნდა და "ოკლაჰომაში" ითამაშებს ნორის კოული, ხოლო ესპანელი ვეტერანი ხოსე კალდერონი "ატლანტას" შეუერთდა.

ინტრიგა

ჯოელ ემბიდმა ბენ სიმონსს მიბაძა და მანაც ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი. თუმცა, გასული წლის დრაფტის პირველი ნომრისგან განსხვავებით, კამერუნელმა მოასწრო ამ სეზონში თამაში, თან ეს 31-ჯერ გააკეთა.

მიუხედავად მცირე რაოდენობის მატჩებისა, "სიქსერზის" ცენტრი აშკარად გამოირჩეოდა სხვა ახალბედების ფონზე და წესით, უპრობლემოდ უნდა მიეღო საუკეთესო დებიუტანტის პრიზი. გამარჯვებულს ამ ნომინაციაში ჟურნალისტები ასახელებენ და საინტერესოა, რამდენი მათგანი გადაწყვეტს, რომ 31 მატჩი არასაკმარისია პრიზის მისაცემად.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "შარლოტის" მცველი კემბა უოკერი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 27.7 ქულა, 6.3 შედეგიანი პასი, 4.3 მოხსნა და 1.33 ჩაჭრა დააგროვა. "ჰორნეტსმა" სამი მატჩიდან ორი მოიგო.

დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო იყო "სან ანტონიოს" მცველი კავაი ლენარდი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ასეთი საშუალო სტატისტიკა დააფიქსირა: 32.0 ქულა, 9.0 მოხსნა, 4.3 შედეგიანი პასი და 4.0 ჩაჭრა. ამ მომენტისთვის, კავაის 90-მატჩიანი სერია აქვს, როცა ერთ თამაშში მინიმუმ 10 ქულას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა

[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა

ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს

COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან

ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება

ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია

[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა

[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!

რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა

შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი

[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს

ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა

ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით

"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა

ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები უოკერი და ტომპსონი

გოგა ბითაძის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ინდიანას" გამარჯვება "ბოსტონთან" [VIDEO]

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიქსმა" სუსტად დაიწყო

კემბა უოკერი ოფიციალურად "ბოსტონის" კალათბურთელი გახდა

NBA-ს All Star-ის სასტარტო ხუთეულები და რეზერვი ცნობილია

NBA. პლეი ოფი: გრანდებს ცოტათი გაუჭირდათ