ტოპ-ათეულებში უმნიშვნელო ცვლილებებია
გასულ კვირას, მამაკაცებს შორის გაიმართა ორი ტურნირი ATP500-ის კატეგორიიდან. ამასთან, თუ ადრე დუბაიში უფრო წარმომადგენლობითი შემადგენლობა იკრიბებოდა, ახლა, აკაპულკო ამ მხრივ გაუთანაბრდა მას.

საამიროებში ენდი მარეიმ პირველი ტიტული მოიგო სეზონში. ამასთან, მეოთხედფინალში ფილიპ კოლშრაიბერთან შვიდი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. ენდიმ განამტკიცა თავისი უპირატესობა რეიტინგში, რადგან ნოვაკ ჯოკოვიჩმა 410 ქულით ნაკლები დააგროვა. გარდა ამისა, ბრიტანელი "ჩემპიონთა რბოლაში" პირველ ათეულში შევიდა. აი, ჯოკოვიჩი კი 2017 წელს დაგროვილი ქულებით მხოლოდ მეოცეა.

დუბაიში ევგენი დონსკოისთან წაგების შემდეგ, როჯერ ფედერერი ათეულიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ კონკურენტებმაც წააგეს. ლეგენდის ჩამოქვეითების შანსი ჰქონდათ დავიდ გოფენსა და გაელ მონფილს. საბოლოოდ, გოფენმა ათეულში მხოლოდ ერთი კვირა გაძლო, ახლა კი იქ დაბრუნება გაუჭირდება, რადგან მარტის მოახლოებულ ორ "მასტერსზე" ორი ნახევარფინალი აქვს დასაცავი.

დუბაიში ფინალამდე მივიდა ფერნანდო ვერდასკო, რომელიც 29-ე ადგილზე ავიდა, რაც მისი საუკეთესო პოზიციაა 2014 წლის ივნისიდან. ხოლო მის მიერ ნახევარფინალში ძლეულმა რობინ ჰაასემ 19 საფეხურით წაიწია წინ და TOP50-ში დაბრუნდა.

აკაპულკოში ყველა გააოცა სემ კუერიმ, რომელმაც TOP20-ის ზედიზედ ოთხი ბინადარი დაამარცხა. ფინალში ამერიკელმა რაფაელ ნადალი გააჩერა. ახლა, კუერი 40-დან 26-ე ადგილზე გადავიდა. რაფაელმა ამ სეზონში უკვე მეორე ფინალი წააგო, სამაგიეროდ, "ჩემპიონთა რბოლაში" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფედერერთან აგებს. აკაპულკოს შემდეგ, ნადალმა მეორე ადგილი გრიგორ დიმიტროვს წაართვა.

ATP. TOP10

1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 12 040

2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 9 825

3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 195

4(4). მილოშ რაონიჩი (კან) - 5 080

5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 730

6(6). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 415

7(8). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 590

8(7). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) - 3 480

9(9). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 375

10(10). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 3 305

ქალებს მშვიდი კვირა ჰქონდათ ორი უმაღლესი კატეგორიის ტურნირის წინ. კუალა ლუმპურში თამაშობდა ელინა სვიტოლინა, მაგრამ უკვე მეორე წრიდან გამოიტანა განაცხადი.

და არც სხვა განთესილებს ჰქონდათ წარმატებები. ამით ისარგებლა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, რომელმაც კარიერაში პირველი ტიტული მოიგო ერთეულებში. ორი წლის წინ, ის ჩოგბურთიდან კრიკეტში მიდიოდა, მაგრამ ეშლი დაბრუნდა და მისი განახლებული კარიერა უფრო წარმატებულია, ვიდრე საწყისი ნაწილი. მალაიზიაში ტრიუმფმა მას პირველად მისცა ასეულში შესვლის საშუალება.

აკაპულკოში ტიტული მოიგო ლესია ცურენკომ. უკრაინელები ბოლო დროს შესანიშნავად გამოდიან. ცურენკო 41-ე ადგილზე გადავიდა, ხოლო ფინალში დამარცხებული კრისტინა მლადენოვიჩი მსოფლიოს 26-ე ჩოგანი გახდა, რაც მისი პირადი რეკორდია.

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 780

2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 405

3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 640

4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 172

5(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 5 075

6(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 670

7(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 585

8(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 3 915

9(9). მედისონ კისი (აშშ) - 3 897

10(10). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 3 795

ფედერერის რეკორდი

ახალი რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირების 18-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ზედიზედ 874 კვირაა ATP-ის კლასიფიკაციის TOP50-ში იმყოფება.

ეს ახალი რეკორდია. წინა რეკორდსმენი გახლდათ ამერიკელი ლეგენდა ჯიმი კონორსი.

სერენას ისევ ემუქრებიან

მთელი საჩოგბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდება ინდიან უელსის ტურნირის დაწყებას - იქ გაიმართება როგორც კაცების "მასტერსი", აგრეთვე ქალებს შორის Premier-M-ის (უმაღლესი კატეგორია) ტურნირი.

ქალებში ერთი ინტრიგა არსებობს: ინდიან უელსის შემდეგ, შესაძლოა, რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგოს სერენა უილიამსმა. ამერიკელს პირველობის შესანარჩუნებლად სჭირდება: ნახევარფიალში გასვლა, თუ ანჟელიკ კერბერი წააგებს მერვედფინალში ან უფრო ადრე; ფინალში გასვლა, თუ კერბერი წააგებს მეოთხედფინალში; ტიტული მოგება, თუ კერბერი მიაღწევს ნახევარფინალამდე ან ფინალამდე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გერმანელი გაუსწრებს ამერიკელს.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო, ინდიან უელსში ვერ ითამაშებს კანადელი მილოშ რაონიჩი. მის ადგილს ძირითად ბადეში რუსი დმიტრი ტურსუნოვი დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება