ბილეთების გაყიდვა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში 20 მარტიდან დაიწყება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე 26 მარტს დაგეგმილ, საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრებ ბილეთებზე ინფორმაცია გამოქვეყნდა:

- ვითვალისწინებთ 26 მარტს გასამართი - საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისადმი გულშემატკივართა დიდ დაინტერესებას და დაწვრილებით გაგაცნობთ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას ბილეთების რაოდენობასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით.

ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა. გაყიდვაში იქნება:

5-ლარიანი ბილეთი – 6 514 ცალი

7-ლარიანი ბილეთი – 17 538 ცალი

10-ლარიანი ბილეთი – 15 735 ცალი

20-ლარიანი ბილეთი – 8 326 ცალი.

რაოდენობრივად ყველაზე ცოტა 30-ლარიანი ბილეთი (დასავლეთი ტრიბუნა, მეორე იარუსი, მე–8 და მე–9 სექტორები) იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის - რევაზ შენგელიას განცხადებით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მარტიდან, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში.

სფფ–ს პრესსამსახური

BATUMSKI
მშვენიერი ფასებია, 7 და 10 ლარს თუ ვერ გაიმეტე კაცმა 3 თვეში ერთხელ რაღა პატრიოტობაზე და გვერდში დგომაზეა ლაპარაკი.!!!! ბათუმი თქვენთანააა!!!!!!!!!
bb king
ამ ხალხმა ან კითხვა არ იცის, ან მოგზავნილები არიან... მე გიყიდით 5 ლარიან ბილეთებს მოდით თქვენ ოგონდ.... რა დაგემართათ არ გახსოვთ წინა ფედერაცია რას შვებოდა? ნაკრების თამაშზე ყველაზე იაფიანი 10 ლარი გირდა და 50 ლარამდე ადიოდა... ეხლა 5 და 7 ლარი ღირს და მარტო 30 ლარიანებს უყურებენ, მაიცდამაიც შუაში თუ არ დაჯექი ვერ უყურებთ? როგორ არ მოვა ხალხი მაგის იმედზე ვარ. და ნუ იწყევლებით.
Giorgipirweli
რაღა ამ 30 ლარიან ბილეთს ჩააცივდით. 5,7 და 10 ლარიანი ბილეთებიც ხოა. ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, იმ ბილეთს იყიდის. ნაკრების თამაშია და ბილეთი ერთი ლარი ხო არ ეღირება. ნაკრების თამაშზე ბილეთი ყველა ქვეყანაში უფრო ძვირია, ვიდრე ჩემპიონატისა, იმიტომ, რომ ნაკრების თამაშს მეტი ხარჯიც აქვს.
reso
აბა რა უნდა გირდეს 2 ლარი,ცოტა ნამუსი იკონიეტ........
dato
კი როგორ არა გაავსებთ აბა ის კი არა სტადიონი გავავსოთო, როგორც მარადონასთან გაავსეთ ისე გაავსებთ, აწიეტ ფასები და მერე იძეხეტ ხალხი არ მოდისო, საშინელებაა ასეთი მიდგომა, დავჯდები და ტელევიზორთან ვუყურებ
ttt
რა უბედურებაა? ამხელა ფასი რატომ დაადეს?! ტფუი რა!
eeee
შენ მაგაზე არ იდარდო გავავსებტ სტადიონს
davit
რა იყო ფედერაციაში ფული შემოგაკლდათ? ამათ ფეხბურთის განარება კი არა ჯიბეების გასქელება უნდათ, ტყუილათ გგონიათ რომ სტადიონი გაივსება
dasd
კი მაგრამ შეიძლებოდა 15 ლარი დაედოთ 8326 ბილეთს და 20 ლარი 30 ლარიანებს ყველაფერში ფულის მოგებაზე რო არიან მაგაზე მწყდება გული თორე მე ისედაც მივალ მარა სხვა არ მივა.

რა გჭირთ ხალხო? 8326 ცალი იქნბა 20 ლარიანი ბილეთიო და 30 ლარიანი კიდე მაგაზე ცოტაო ვერ გაიგეთ? სულ 55,000 ცალი ბილეთი იქნება და მაქედან 5,7 და 10 ლარიანები 40,000 ცალი... მეტი რა გინდათ??? მაგაზე იაფი საქართველოს ჩემპიონატზე ღირს და იარეთ მაშინ ყველაფერზე კრიტიკა ხო არ შეიძLება?!

მართლა ხალხო რა იყო?? 8326 ცალი 20 ლარიანი იქნება და 30 ლარიანი კიდე მაგაზე ცოტა... მეტი რა გინდათ??? სულ 55,000 ცალი ბილეთია დაახლოებით და აქედან 5,7 და 10 ლარიანებია 40,000 ცალი... ყველაფერზე კრიტიკა არ შეიძლება
eeee
დზალიან კარგი ფასებია კიტხვა იცით? ყველაზე ცოტა 30 ლარიანი იქნებაო
gio
მერე დასცყდება მავან ფეხბურთელებს გული, გულსჰემატკივრის ქომაგობა გვაკლდაო, 30 ლარი ბევრია ძალიან, ასე რომ ბრავო ფედერაციას, ყველაფრიდან ფულის კეთებაზე როგორ ხართ!
dasd
რა იყო 30 ლარი რო არ დაედოთ არ შეიძლებოდა ? თანაც 8326 ბილეთI :@ არა მგონია გაივსოს ბრავო ფედერაციას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა