ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეროვნული ლიგა. II ტური

ეროვნული ლიგა. II ტური

ეროვნული ლიგა. II ტური

ორი ტურის შემდეგ თბილისის "ლოკომოტივი" ასპროცენტიანი შედეგით სათავეში მოექცა ეროვნულ ლიგას. მართალია, გიორგი დევდარიანის გუნდმა ორივე მატჩი შინ გამართა, მაგრამ თბილისისა და ბათუმის დინამოელთა დამარცხება პატარა ამბავი არ არის და "რკინიგზელთა" ამბიციებზე მიუთითებს...

ჯერჯერობით, მოუგებელია მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია", რომელსაც ტიტულის დაცვა, აქედანვე ჩანს, ძალიან გაუჭირდება...

ორი ტურის შემდეგ არ დარჩა გუნდი, ქულა მაინც რომ არ აეღო, ხოლო ერთადერთი, ვისაც ჯერ გოლი არ გაუტანია, ბრაზილიელი ლეგიონერებით მოძლიერებული "დილაა"...

შუქურა

ტორპედო

10.03. სამტრედია.

ეროსი მანჯგალაძე

0:1 შალამბერიძე (6. კუტალიას პასით), 1:1 ტუღუში (14. დოლიძის პასით)

შუქურა (4-2-3-1): ჯიოევი - ჩაჩუა, კალანდია, ბ. მახარაძე, ლ. ჯაფარიძე - კლიმიაშვილი, ჭეჟია (46. ართმელაძე) - ს. გურული, კუტალია, საბაძე (86. დაგარგულია) - კ. შალამბერიძე (21. მამულაშვილი).

სათადარიგოები: ი. სტურუა, არქანია, ჭანუყვაძე, მალაზონია

მწვრთნელი: გია გურული

ტორპედო: რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გ. გურული, ქიმაძე - კუხიანიძე, გიგაური - დოლიძე (72. მახარობლიძე), ბაბუნაშვილი (62. საბანაძე), ტუღუში - კაპანაძე.

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, საღრიშვილი, ბურჯანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილებები: მამულაშვილი (38), კუხიანიძე (75), ჩაჩუა (80), ჯიოევი (89)

არბიტრი: ჯ. ხორავა

ლოკომოტივი

დინამო (თბ)

11.03. თბილისი. მიხეილ მესხი

1:0 ნ. ქავთარაძე (57. კომახიძის პასით)

ლოკომოტივი (4-1-4-1): რ. თევდორაძე - თ. ღონღაძე, გაბაძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ჭანტურია (61. ჩიტეიშვილი) - ნ. ქავთარაძე, დიასამიძე, მ. გავაშელიშვილი (67. სამურკასოვი), კომახიძე (72. კიკნაძე) - სიხარულიძე.

სათადარიგოები: ხიდეშელი, ბუღრიძე, არდაზიშვილი, ბ. ქურდაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო (88. ზარია), გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - პაპუნაშვილი (73. კუცია), გ. ჩაკვეტაძე, მიქელთაძე - არაბული (64. კვერნაძე).

სათადარიგოები: სალუქვაძე, ჩადუნელი, ნინუა, ბეგაშვილი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ქავთარაძე (31), ჭანტურია (40), გველესიანი (48), გავაშელიშვილი (66), ღონღაძე (87)

არბიტრი: ლ. სილაგავა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლოკომოტივი 2 2 0 0 3-1 6

2. ჩიხურა 2 1 1 0 1-0 4

3. კოლხეთი 2 1 0 1 3-1 3

4. დინამო (თბ) 2 1 0 1 1-1 3

5. დინამო (ბთ) 2 1 0 1 2-2 3

6. საბურთალო 2 1 0 1 1-3 3

7. შუქურა 2 0 2 0 2-2 2

8. სამტრედია 2 0 1 1 1-2 1

9. ტორპედო 2 0 1 1 1-2 1

10. დილა 2 0 1 1 0-1 1

ბომბარდირები

გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2

დილა

დინამო (ბთ)

11.03. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

0:1 კვასოვი (87. სუხიაშვილის პასით)

დილა (4-2-3-1): მუჯრიშვილი - ეტუ, მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, გაგოშიძე - პაპავა, ძარია - ნონიკაშვილი (75. კირკიტაძე), წიქარიძე (88. რაზმაძე), რიბეირო - ლეონარდო (63. ტარავალე).

სათადარიგოები: ხაინდრავა, აბუბაქარი, კალანდარიშვილი, მათიაშვილი

მწვრთნელი: ზივ არიე

დინამო (4-5-1): ტიმოფეევი - სუხიაშვილი, გოგიტიძე, კვირკველია, ტვილდიანი (76. კენედი) - თარხნიშვილი, ფონიავა (58. თევდორაძე), ქავთარაძე (68. ფარტენაძე), შონია, ფლამარიონი - კვასოვი.

სათადარიგოები: ტაკიძე, გორელიშვილი, მგელაძე, ქორიძე

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გაფრთხილება: თარხნიშვილი (36), ეტუ (56), პაპავა (73), წიქარიძე (78), კვასოვი (88), თევდორაძე (90)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

სამტრედია

ჩიხურა

11.03. სამტრედია.

ეროსი მანჯგალაძე

0:1 კორიფაძე (68)

სამტრედია (4-5-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, სუხომლინოვი - რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მარკოზაშვილი (87. ხაბეიშვილი), სამუშია (68. ჩაგელიშვილი) - ბერიაშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, ახალაძე, სანდოხაძე, ნინუა, დ. მანჯგალაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაკუბავა, ზ. ჭელიძე, ჩიკვაიძე - სარდალიშვილი (46. ივანიშვილი), დობროვოლსკი, გორგიაშვილი (83. მირცხულავა), განუგრავა, გაბედავა - გელაშვილი (72. დეკანოიძე).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, ლექვთაძე, შ. კაშია

გაფრთხილება: მარკოზაშვილი (22), გორგიაშვილი (24), დობროვოლსკი (30), გაბედავა (44)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

კოლხეთი

საბურთალო

11.03. ქობულეთი. ჩელე არენა

1:0 ჯანელიძე (60. დაფის პასით), 2:0 ჯანელიძე (72. კოვტალიუკის პასით), 3:0 დაფი (81. ჯანელიძის პასით)

კოლხეთი (4-2-3-1): თებიძე - გ. კილასონია, გოგონაია, შ. კერძევაძე, ოტიენო - ბოლქვაძე, ქებურია - დაფი (90. კოკაია), ჯანელიძე, ჟიშკარიანი (69. ლუკავა) - კოვტალიუკი (84. ბუხაიძე).

სათადარიგოები: შერმადინი, ლ. კაკულია, ენდელაძე

მწვრთნელი: გელა სანაია

საბურთალო (4-2-3-1): ლ. კუპატაძე - იაშვილი (17. ელვინ ტერა), მარგველაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე (67. ფანცულაია) - ალთუნაშვილი (37. არზიანი), მამუჩაშვილი - ვაგნერი, ხარაიშვილი, კოხრეიძე - შინდაგორიძე.

სათადარიგოები: სანიკიძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, ჩოგაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილებები: გოგონაია (28), კერძევაძე (36), არზიანი (38), კოვტალიუკი (45), ჟიშკარიანი (51)

გაძევება: არზიანი (45. საბურთალო)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ლოკომოტივი-დინამო (თბ)

ნავსი გატყდა!..

...საქართველოს ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის ბოლო 11 დაპირისპირება ისე მთავრდებოდა, რომ "ლოკომოტივი" ვერაფრით ამარცხებდა "დინამოს".

და აი, თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" შეძლო თავისი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქის დამარცხება! ისე როგორც 2008 წლის შემოდგომაზე, "ლოკომოტივმა" ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აჯობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს და ანგარიშიც, ამჯერადაც 1:0 იყო...

თუმცა, ამ შემთხვევაში, სტატისტიკა, ალბათ, მეორეხარისხოვანი თემა უნდა იყოს. მთავარი კი ის ფაქტია, რომ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი მოგებით "ლოკომოტივი" სატურნირო ცხრილის სათავეშია, თანაც, აბსოლუტურად დამსახურებულად!

...პირველი ტურისგან განსხვავებით, ორივე გუნდის ძირითადში უმნიშვნელო ცვლილებები ვიხილეთ: "ლოკომოტივის" სასტარტოში მამია გავაშელიშვილი გამოჩნდა, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ კი დაცვის მარცხენა ფლანგზე ლუკა ლოჩოშვილი გაამწესა, კიდევ ერთი ჭაბუკი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კი, გამოკვეთილი ცენტრფორვარდის, ბაჩანა არაბულის უკან მოქმედებდა.

ისე, რაკი პირველ ტურთან გავავლეთ პარალელი, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ლოკომოტივი"-ბათუმის "დინამოს" შორის გამართული მატჩისაგან განსხვავებით, ამჯერად ნაკლებად სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ.

სამაგიეროდ, ამ დედაქალაქურ "დერბის" ნამდვილად არ აკლდა დაძაბულობა და მატჩის ბედს რომ ერთადერთი გოლი გადაწყვეტდა, წესით, არც ეს ფაქტი უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს. ასეც მოხდა: მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ირაკლი კომახიძემ მეტოქეს მარცხენა ფლანგზე ბურთი რომ აართვა, რასაც უზუსტესი პასიც მოაყოლა საპირისპირო ფლანგის მიმართულებით და "დინამოს" საჯარიმოში შეჭრილმა ნოდარ ქავთარაძემ, ერთი შეხებით, ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა სტუმართა უკრაინელ მეკარეს სერგეი ლიტოვჩენკოს.

საერთოდაც, მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი სანახავი გამოდგა და მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებიც, ორივე კართან იქმნებოდა. აი, პირველ ტაიმში კი, "დინამოს" ჰქონდა ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ ბექა მიქელთაძის დარტყმული ბურთის მოგერიება "ლოკომოტივის" საიმედოდ მოთამაშე მეკარეს რევაზ თევდორაძეს არ გასჭირვებია, გიორგი პაპუნაშვილის (ორჯერ) და გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმებს სიზუსტე მცირედით აკლდა.

აი, მასპინძლებმა კი მეტოქის კარში შესვენებამდე მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, მაგრამ ნოდარ ქავთარაძის "მოჭრილი" დარტყმის მერე, მხოლოდ კუთხურსღა დასჯერდნენ.

...მეორე ტაიმის დასაწყისში "დინამომ" ზედიზედ ორი მწვავე შეტევა განახორციელა, მაგრამ ორივე ეპიზოდში ჩინებულად გაისარჯა რევაზ თევდორაძე: მასპინძელთა მეკარემ ჯერ გიორგი პაპუნაშვილს არ დაანება გოლის გატანა, მერე კი ბაჩანა არაბულის დარტყმა მოიგერია!

თუმცა, სულ მალე "ლოკომოტივმა" თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი შექმნა, მაგრამ მამია გავაშელიშვილმა ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ იხეირა. თუმცა, უკვე მომდევნო ეპიზოდში მასპინძელთა სწრაფმა და ტანმორჩილმა გარემარბებმა მშვენივრად გაითამაშეს კომბინაცია და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ირაკლი კომახიძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ნოდარ ქავთარაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.

დარჩენილ დროში კიდევ ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ და ორივე შემთხვევაში, მოვლენათა ეპიცენტრში, შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა ფეხბურთელები მოექცნენ; ჯერ იყო და, "ლოკომოტივის" ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი კიკნაძემ ახლო მანძილიდან მეტოქის უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა.

აი, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე კი ამ დედაქალაქური "დერბის" ყველაზე საკამათო ეპიზოდიც ვიხილეთ: სტუმართა 17 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი კუცია მარჯვენა ფლანგიდან, ცოტაც და მეტოქის საჯარიმოში უნდა შესულიყო; თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გიორგი კიკნაძესთან ორთაბრძოლაში, კუცია მეტოქის საჯარიმოში აშკარად საკუთარი სურვილით არ წაქცეულა.

ანუ, წესების დარღვევას რომ ადგილი ჰქონდა, ეს, ტრიბუნებიდანაც, თვალნათლივ ჩანდა; აი, საჯარიმოს ხაზამდე, ზედ - ხაზზე თუ უშუალოდ საჯარიმოში მოხდა წესების დარღვევა, ამის განსჯა ძალიან ძნელია; ყოველ შემთხვევაში, არბიტრმა მასპინძელთა კარში ჯარიმა დანიშნა, მაშინ როცა, დინამოელები პენალტს ითხოვდნენ.

ეს სახიფათო "სტანდარტული" კი ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა, თუმცა ბურთი მასპინძელთა კარს ასცდა. ისევ ამ ეპიზოდს დავუბრუნდებით და იმასაც ვიტყვით, ფიფას გამოცდილი არბიტრი ლაშა სილაგავა გადაწყვეტილების მიღებისას ლაინსმენისა თუ კარს უკან მყოფი დამატებითი მსაჯის აზრითაც იხელმძღვანელებდა.

თუმცა, ტრიბუნებზე მყოფთათვის, ის უფრო დარჩა გამოცანად, თუ როგორ გადაურჩა სასჯელს "ლოკომოტივის" ის ფეხბურთელი, სტუმართა მეტად და მეტად სახიფათო შეტევა რომ ჩაშალა...

ასეა თუ ისე, "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სრულიად დამსახურებულად ლიდერობს ეროვნულ ლიგაში! მთელმა გუნდმა მაქსიმუმი გაიღო ამ "დერბიში", თუმცა ორი ფეხბურთელის გამოყოფა მაინც გვინდა: გუნდის გამოცდილი ახალწვეული გიორგი რეხვიაშვილი ამჯერადაც დამაჯერებელი გახლდათ დაცვაში, ხოლო ცენტრალური ნახევარმცველი გეგა დიასამაძე, გარდამავალი ჩემპიონატიდან მოყოლებული, ლამის ყოველ ტურში ამტკიცებს, რომ "ლოკომოტივის" ლიდერი და, ფაქტობრივად, შეუცვლელი ფეხბურთელია.

გია ტუხაშვილი

დილა-დინამო (ბთ)

კვასოვიც

დაკარგეს

და ქულებიც

ბოლო ხანს, "დილასთვის" ბათუმის "დინამო" უხერხულ მეტოქედ იქცა და მასთან ქულის აღებაც უჭირს. გავიხსენოთ გორელთა საჩემპიონო სეზონის მეორე ტურიც, როცა ბათუმელებთან შინ ასევე 0:1 წააგეს. უბრალო შესათამაშებლადაც კი "დილას" არცთუ მცირე გზა აქვს გასავლელი და ამ პრობლემამ ბათუმის "დინამოსთან" მატჩშიც იჩინა თავი.

სტუმრებმა კი, მეტადრე პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ყველაფერი გააკეთეს ქულების მოსაპოვებლად. "დინამო" წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ, ვფიქრობთ, არც მასპინძლების გარჯა უნდა დასრულებულიყო უქულოდ.

ბათუმელები უფრო უკეთ პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ, მოწინააღმდეგეს სათამაშო სივრცეს უზღუდავდნენ და იერიშებიც უფრო მწვავე გამოსდიოდათ, ვიდრე "დილას". ნიშანდობლივია, რომ სტუმრებს მასპინძელთა საჯარიმოსთან მიახლოება დიდად არ უჭირდათ და რამდენჯერმე მეკარის მოედანზე ჩაწოდებითაც სცადეს ხეირის ნახვა, თუმცა საიმედოდ მოქმედებდა მიხეილ მუჯრიშვილი და "დილას" დაცვის ხაზი, რომელსაც, დისკვალიფიკაციის გამო, ჯერაც ვერ ეხმარება კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე.

აქვე ვთქვათ, რომ დანაკლისია შეტევაშიც - ასევე ტრავმის გამო ვერ თამაშობს გუნდის ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე, მის არყოფნაში კი გორელები გატანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ და თვით ბრაზილიელ მოიერიშეებსაც ადვილად უსწორდებოდა "დინამოს" უკანა ხაზი.

თუმცა მაინც უნდა გამოვარჩიოთ ლეანდრო რიბეირო, რომელსაც ტექნიკური არსენალი მწირი არ აქვს, სწრაფია და არც თანაგუნდელებისთვის იშურებს პასებს... ოღონდ, იმასაც დავძენთ, რომ მატჩის დასაწყისში, ერთ-ერთი სახიფათო კონტრიერიშისას, მან სწორედ პასის გაკეთება არ ინება და საგოლე ეპიზოდი გაიფლანგა. მატჩის დებიუტშივე, სტუმართა მხრიდან პაპუნა ფონიავას თავური იყო სახიფათო, თუმცა - უშედეგო.

მეორე ტაიმი მასპინძელთა შესამჩნევი უპირატესობით დაიწყო. ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში გორელებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ჯერ ლევან ნონიკაშვილის პასით საშუალო დისტანციიდან ირაკლი ძარიას დარტყმული გადასცდა კარს მცირედით, მერე, ლეონარდოსა და ლეანდროს კომბინაციისას, ამ უკანასკნელმა ეფექტური ფინტით ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და თენგიზ წიქარიძეს ორჯერ მიეცა ახლო მანძილიდან დარტყმის საშუალება, მაგრამ... ორივე ეპიზოდში ბურთს მცველები გადაეფარნენ. ერთ წუთში ლეანდრომაც სცადა ათიოდ მეტრიდან გატანა, მაგრამ ცუდად დაარტყა და მეკარეს ვეღარ აჯობა.

ამ ხუთწუთიან მონაკვეთში "დილას", უბრალოდ, მართებდა გატანა, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა და "დინამოც" მალე მოეგო გონს. სტუმრები აღარ აძლევდნენ მეტოქეს თავიანთ საჯარიმოსთან თამამად მოქმედების შესაძლებლობას. ცოტა ხანში კი თავადაც შეექმნათ ხელსაყრელი მომენტი, როცა კარგ პოზიციაში მყოფმა ვალერიან თევდორაძემ უხეიროდ დაარტყა და ბურთი მუჯრიშვილის იოლ ნადავლად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ტემპი არ დაცემულა, მატჩის მიწურული, თითქოს, არ უქადდა საფრთხეს არც ერთ გუნდს, მაგრამ "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა მოახერხა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა. 87-ე წუთზე გორელთა მცველებმა წამით "დაკარგეს" იაროსლავ კვასოვი, რომელმაც კარგად გამოიყენა ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდებული და ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა მიზანში - 0:1.

ასე დაკარგეს გორელებმა კვასოვიც და ქულებიც...

ვასილ ბალახაძე

გორიდან

კოლხეთი-საბურთალო

დამაიმედებელი კოლხური

გაზაფხული

ფოთის "კოლხეთმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თან ლამაზი ფეხბურთიც აჩვენა. ვინც თბილისის "დინამოსთან" ამ გუნდის თამაში ნახა, დაგვეთანხმება, რომ ფოთელებს ქულის მოპოვება პირველ ტურშიც შეეძლოთ. ამჯერად კი გელა სანაიას გუნდმა დამსახურებულად მოიგო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მის გუნდს ბრძოლა ყველასთან შეუძლია.

ფაქტია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი წლეულს კიდევ უფრო გაძლიერდა. მართალია, "კოლხებმა" ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ითამაშეს (ვლადიმირ კორობკა დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა მატჩს), თუმცა, მოედანს დაუბრუნდა დავით ბოლქვაძე, რომელიც გასული სეზონიდან ანალოგიური მიზეზით უქმობდა და სასჯელი ახლაღა მოიხადა...

სანაიას გაწვრთნილებმა შეხვედრა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს. ისინი უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. უკვე მე-4 წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით ააცილა.

მე-8 წუთზე კოლხებმა კიდევ ერთი კარგი იერიში განახორციელეს: მარჯვენა ფლანგზე არფანგ დაფმა მეტოქეები იოლად ჩამოიცილა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც იმავე კოვტალიუკის დარტყმულს მცველი კარის ხაზზე გადაეფარა, თამაზ ჟიშკარიანის მიერ დამატებულზეც იგივე მოხდა და სტუმრები სასწაულით გადარჩნენ.

საერთოდ, ჟიშკარიანი პირველ ტაიმში სტუმრებს მოსვენებას არ აძლევდა და კიდევ რამდენიმე ეპიზოდის გმირი გახდა. მას გატანა შეეძლო 26-ე წუთზეც, როცა კოვტალიუკმა შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა და კარისკენ ისე სწრაფად დაიძრა, მეკარესთან მარტო დარჩა, ოღონდ, ეგ იყო, რომ ცუდად დაარტყა.

რამდენიმე წუთში, ბოლქვაძის საჯარიმოს შემდეგ, "კოლხების" შემტევმა უკვე თავით სცადა ბედი, მაგრამ ლაზარე კუპატაძე ბურთს ადგილზე დახვდა.

"საბურთალომ" პირველი რეალური მომენტი 31-ე წუთზე შექმნა: ვაგნერ გონშალვეშის საჯარიმოს შემდეგ კარის წინ გიგი მარგველაშვილი გაიხსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.

36-ე წუთზე კვლავ ჟიშკარიანმა იაქტიურა. მისი გადაცემისას, მასპინძლები ამტკიცებდნენ, რომ ელვინ ტერას ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა - უშედეგოდ. 41-ე წუთზე, ჟიშკარიანი კიდევ ერთხელ გაიხსნა კარის წინ, მაგრამ მისმა თავურმა ფოთელებს ვერაფერი მოუტანა.

"საბურთალოსთვის" თამაში უიღბლოდ დაიწყო და დასრულდა: უკვე მე-17 წუთზე სტუმართა მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა, ტრავმირებული ნოდარ იაშვილი ელვინ ტერათი შეეცვალა, 37-ე წუთზე კი სანდრო ალთუნაშვილის ნაცვლად, შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ზურაბ არზიანი შეუშვა. საბურთალოელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ერთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ტაიმის ბოლოს, როცა გუნდები გასასვლელისკენ მიდიოდნენ, კოვტალიუკი და მარგველაშვილი ბოლო ორთაბრძოლის გამო წაკინკლავდნენ (სერიოზული არაფერი მომხდარა), ამ დროს არზიანმა კოლხების ლეგიონერზე გაიწია და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი გასახდელში დაუფიქსირა, ასე რომ, "საბურთალომ" მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა.

ფოთელები ისედაც უკეთ გამოიყურებოდნენ, ამ უპირატესობით კი მშვენივრად ისარგებლეს. 57-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძის გადაცემის შემდეგ, დაცვას სენეგალელი დაფი გაექცა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ... კარს ააცილა.

თუმცა, ფოთელებმა ანგარიში მაინც გახსნეს და ამაში აფრიკელი უშუალოდ მონაწილებდა: ის ეფექტურად გასცდა მცველს და საჯარიმოს ხაზთან თავისუფალი ჯანელიძე შენიშნა, რომელმაც პასი შეირგო და ზუსტად დაარტყა - 1:0.

გოლმა ფოთელებს "მეორე სუნთქვა" გაუხსნა. სანაიას ბიჭებმა მთელი ძალით შეუტიეს, სტუმართა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილიც ვა-ბანკზე წავიდა და მატჩის შემოტრიალება სარისკო გადაწყვეტილებით სცადა - მარცხენა მცველი ანდრო სოფრომაძე თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიათი შეცვალა, დაცვა 3 კაცზე გადააწყო და შეტევა გააძლიერა.

მაგრამ ამ სვლამ "კოლხებს" ვერაფერი დააკლო, პირიქით - "საბურთალომ" მალე მეორე გოლიც გაუშვა - გურამ ლუკავამ საჯარიმოში შეტევა გაუგრძელა კოვტალიუკს, რომელიც მცველს ეფექტურად გასცდა და ბურთი დაუგდო ჯანელიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა - 2:0.

მესამედ სტუმართა კარი სენეგალელმა ლეგიონერმა აიღო, რომელიც ჯანელიძემ საჯარიმოში მოძებნა, დაფი კი მცველს გასცდა და ბურთი მოხდენილად გაახვია შორეულ "ცხრიანში" - 3:0.

კოლხებს გატანა კიდევ შეეძლოთ: მეკარე კუპატაძემ ბურთი ცუდად მოიგერია, საჯარიმოსთან გადაცემა ჯანელიძემ ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დატოვა ლუკავა, მაგრამ კუპატაძემ შეცდომა გამოასწორა, მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და თავისიანები მეოთხე გოლს გადაარჩინა. ასე მოხდა 90-ე წუთზეც, როცა საბურთალოელთა მეკარე გიორგი ბუხაიძის სახიფათო შეტევას გადაეღობა. საბოლოოდ - 3:0.

მერაბ მამულაშვილი

შუქურა-ტორპედო

ფავორიტების

პრობლემა

მეორე ტურითაც გამოჩნდა, რომ წლევანდელ სეზონში ქობულეთის "შუქურა", შესაძლოა, ლიდერებსა თუ ფავორიტებს პრობლემად ექცეს. პირველ ტურში გია გურულის გუნდმა მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" სტუმრად აართვა ქულა, პარასკევს კი, იმავე არენაზე, თასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და აქაც ქულას გამორჩა.

ნომინალურ მასპინძლებს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ბრაზილიელი ლეგიონერი ჟეფინიო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდათ, ქუთაისელებს კი, ამავე მიზეზით, დავით ხურცილავა და შალვა ფურცხვანიძე ვერ ეხმარებოდნენ.

"შუქურამ" მეტოქეს ძალიან მჭიდრო, ხისტი თამაში დაუპირისპირა და პირველივე წუთებიდან უფრო აზრიანად შეუტია, ხოლო მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნა - ლევან კუტალიამ არაფრიდან შექმნა გოლი: გიორგი გურულს ბურთი საჯარიმოსთან აართვა და კარის წინ სწრაფადვე მოძებნა კობა შალამბერიძე, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ამ გოლის შემდეგ ქუთაისელები გამოფხიზლდნენ და მე-9 წუთზე წონასწორობის აღდგენაც შეეძლოთ - გიორგი კუხიანიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა გრიგოლ დოლიძე, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიზანს ააცილა!

ქუთაისელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს. დოლიძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, აზამატ ჯიოევი კარიდან დაუკვირვებლად გამოვიდა და ბექა ტუღუშმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 1:1.

მე-11 წუთზე "შუქურამ" ისევ გაიბრძოლა: კობა შალამბერიძემ საჯარიმოსთან გურამ ადამაძეს აართვა ბურთი და ახლოდან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. ეს გამოცდილი მოთამაშე მეტოქის დაცვას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა და ლოგიკურია, მისი შეცვლის შემდეგ ქობულეთელთა შეტევებს სიმწვავე რომ დააკლდა. გია გურულმა თავდასხმაში კუტალია წასწია, ხოლო მარჯვენა შემტევად შეცვლაზე შესული გიგა მამულაშვილი დააყენა.

ქუთაისელები ნელ-ნელა დაეუფლნენ უპირატესობას და 31-ე წუთზე დაწინაურების რეალური შანსიც ჰქონდათ - თორნიკე კაპანაძემ საჯარიმოში შეტევა დოლიძეს გაუგრძელა, რომელიც კარის წინ მარტო იყო დარჩენილი, მაგრამ მის დარტყმულზე ჯიოევმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ქობულეთელები გადაარჩინა. დოლიძეს გატანა კიდევ შეეძლო - მეორე შემთხვევაში კარის წინ ვაჟა ტაბატაძემ უპასა და ჯიოევმა "შუქურა" ისევ იხსნა.

41-ე წუთზე "ტორპედომ" კიდევ ერთი მშვენიერი შეტევა განახორციელა. ტუღუშმა შორეული გადაცემით კარგ პოზიციაზე გაიყვანა გიორგი ქიმაძე, რომელმაც გიორგი კალანდია ჩამოიცილა და კარში დაარტყა - ბურთი კარიდან ლაშა ჯაფარიძემ გამოიტანა.

მეორე ნახევარში ტემპი ოდნავ დაეცა და მეტოქეები დაცვაში მეტი ყურადღებით თამაშობდნენ. თუმცა, მომენტები მაინც იქმნებოდა. პირველად, შეტევის გამწვავება ქუთაისელებმა მოახერხეს - კუხიანიძის ჯარიმის შემდეგ კარის წინ ადამაძე გაიხსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.

მერე კუტალიამ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მცველისგან ასხლეტილი ბურთი კარისკენ წავიდა და "ტორპედო" ბედზე გადარჩა. შემდეგ მასპინძელთა კართან კვლავ დაინიშნა ჯარიმა, რომელიც შოთა ბაბუნაშვილმა ზუსტად კი შეასრულა, თუმცა ჯიოევი ისევ შეუვალი იყო.

კახა ჩხეტიანმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე მეორე თავდამსხმელი - ნიკა საბანაძე შეიყვანა. მაგრამ ქობულეთელები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და ქუთაისელებს გასაქანს არ აძლევდნენ. "ტორპედომ" კი საკმარისი სიჩქარეები ვერ განავითარა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა - 1:1.

მერაბ მამულაშვილი

სამტრედია-ჩიხურა

საჩხერული

რევანში: არა

ქარითა ხოლო...

გეხსომებათ, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საქართველოს გასული ჩემპიონატის ფინალში. მაშინ გამარჯვება ორმატჩიან დუელში "სამტრედიას" დარჩა. შაბათს კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ ასპარეზზე დამარცხდა. "ჩიხურამ" ძალიან პრაგმატულად და რაციონალურად ითამაშა. გარდა ამისა, სტუმრებმა უკეთ გამოიყენეს საგოლე შანსი, რასაც ვერ ვიტყვით მასპინძლებზე.

დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში კორექტივები შეიტანა ძალიან ძლიერმა ქარმა. ისე ჩანდა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო საჩხერელთა გოლისას, თუმცა "ჩიხურას" გამარჯვებას მხოლოდ ბუნებრივ პირობებს ვერ დავაბრალებთ.

სტუმართა წარმატებაში ძალიან დიდია გამოცდილი მწვრთნელის სოსო ფრუიძის როლი. მის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა თამაშის საბოლოო შედეგი. "ჩიხურამ" მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან გონივრულად გამოიყენა ეგრეთ წოდებული "წვრილი ფოლის" ტაქტიკა, რამაც სამტრედიელთა იერიშების მოზრდილი ნაწილი ჩანასახშივე ჩაფუშა. კომბინაციების გათამაშების მოყვარულ მეტოქეს ზემოიმერლებმა მაქსიმალურად შეუზღუდეს სივრცეები.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მასპინძელ გუნდს, თუნდაც ამინდის გათვალისწინებით, უფრო ხშირად მიემართა შორეული დარტყმებისთვის და მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთიანად არ ეცადათ კარში შესვლა...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მაშინ, როცა თამაშის გაძლიერების მოსურნე გია ცეცაძეს სათადარიგოთა სკამზე ერთადერთი გამოცდილი შემტევი ჰყავდა, "ჩიხურამ" მრავლისმნახველი სამარქაფოები ჩააბა საქმეში.

მატჩის დასაწყისში "სამტრედიას" ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი ჰქონდა. თემურ მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ბერიაშვილმა ითამაშა დასწრებაზე და უძლიერესადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ზემოდან გადასცდა საჩხერელთა კარს.

პირველი ტაიმის შუაში საქმეში ჩართვა "სამტრედიას" მეკარე ომარ მიგინეიშვილს მოუხდა. ის ადგილზე დახვდა გიორგი გაბედავას მიერ ჯარიმიდან დარტყმულ ბურთს. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა სახიფათო მომენტებიც გაცვალეს. ჯერ მიხეილ სარდალიშვილის მიერ დარტყმული ბურთი გადააგდეს კუთხურზე სამტრედიელმა მცველებმა, მერე კი გიული მანჯგალაძემ "მოიკითხა" საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელიც ადგილზე დახვდა ბურთს.

პარადოქსია - "სამტრედიამ" მეორე ნახევარი უკეთესად ითამაშა. არადა, სწორედ თამაშის ამ მონაკვეთში დამარცხდა. მეორე ტაიმის პირველი მომენტი "ჩიხურასი" იყო - თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა სამტრედიელთა კარს.

იქვე "სამტრედიამ" მოხდენილი კომბინაცია გაითამაშა და დავით რაჟამაშვილმა შეტევა კარში დარტყმით დაასრულა - ბურთი ჰამზიჩმა მოიხელთა. მიმდინარე სეზონში "ჩიხურას" მეორე თამაში ვნახე და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ჰამზიჩის სახით, ფრუიძის გუნდს ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან სერიოზული მეკარე ჰყავს...

ერთადერთი გოლი კი 68-ე წუთზე გავიდა. საჩხერელთა კონტრშეტევის შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულ გიორგი კორიფაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთმა ტრაექტორია უცნაურად შეიცვალა და მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ შეურიგდა. ბერიაშვილმა მაშინვე სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჰამზიჩი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ცოტა ხანში ის ადგილზე დახვდა მანჯგალაძის დარტყმულსაც.

მატჩის დამატებულ წუთზე კი "ჩიხურას" თავისუფლად შეეძლო მეორე გოლის გატანაც, რაც, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ლოგიკური არ იქნებოდა. სამტრედიელთა "სტანდარტისას" მასპინძელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი საჩხერელთა საჯარიმოში ჩავიდა, რაც სრულიად ლოგიკური იყო. "ჩიხურამ" ბურთი მოიხელთა და ცარიელ კარზე უმწვავესი იერიში მიიტანა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... ბოლო წამს ბურთი ცარიელი კარიდან სამტრედიელმა მცველმა გამოიტანა. ეს იყო და, გიორგი ვადაჭკორიას საფინალო სასტვენიც გაისმა...

ალეკო კაკაურიძე

სამტრედიიდან

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია