"ლა როშელის" ეპოპეა გრძელდება
ექვსი ერის გათამაშებისა და რაგბი ევროპის მატჩების პარალელურად ქართველმა მორაგბეებმა საფრანგეთის ჩემპიონატშიც იასპარეზეს. ელიტურ, პირველ დივიზიონში საგრძნობლად დაწინაურდა ქართველი მორაგბის ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელსაც, სავარაუდოდ, მხოლოდ "კლერმონი" თუ დაეწევა.

"ლა როშელი" მე-20 ტურში სტუმრად ეთამაშა პარიზულ "მეტრო რასინგს" და 38:15 დაამარცხა. ჩვენებურის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ "ლა როშელმა" ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა.

"ლა როშელის" უახლოესი მდევარი, როგორც უკვე ვთქვით, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია", რომელიც შინ მოულოდნელად დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიესთან" - 19:28. მასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში მრავლად ჰყავდათ მივლენილი მოთამაშეები. არანაკლები დანაკლისი ჰქონდა "მონპელიესაც". მით უფრო, შეიძლება ითქვას, რომ "ვულკანების" მარცხი სენსაციური იყო.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ბაზაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშილი, მამუკაშვილი და ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. მიქაუტაძემ და ნარიაშვილმა ძირითად შემადეგნლობაში ითამაშეს.

საპლეიოფო ზონაშია მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც დიდი ანგარიშით 82:14 დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 82:14. ტულონელებმა მეტოქეს 12 ლელო გაუტანეს. მათ შორის ერთი შერკინების ქართველმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ მიითვალა. ის თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო 76-ე წუთზე გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი". ჩვენებურთა ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ვასილ კაკოვინის "ტულუზი" დაამარცხა 21:19. შედეგად "ბრივმა" მეტოქეს სატურნირო ცხრილში ერთი ქულით გაუსწრო. მიუხედავად ამისა, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს. ასეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 65-ე წუთზე შეცვალეს, ერთი წუთის შემდეგ მოედანი კაკოვინმაც დატოვა.

ამ ორი გუნდისგან ძალიან შორს არ არის ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე", რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში წააგო "ლიონთან" - 33:35. მელიქიძე განაცხადში არ იყო. ჟვანიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

I დივიზიონი. XX ტური

ბორდო-გრენობლი 46:14, ლიონი-სტად ფრანსე 35:33, ტულონი-ბაიონი 82:14, ბრივი-ტულუზი 21:19, მეტრო რასინგი-ლა როშელი 15:38, პო-კასტრი 18:12, კლერმონი-მონპელიე 19:28.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლა როშელი - 66 ქულა, 2. კლერმონი - 58, 3. მონპელიე - 55, 4. პო - 52, 5. ტულონი - 51, 6. კასტრი - 51, 7. რასინგი - 45, 8. ბორდო - 44, 9. ბრივი - 44, 10. ტულუზი - 43, 11. ლიონი - 41, 12. სტად ფრანსე - 40, 13. გრენობლი - 27, 14. ბაიონი - 22.

XXI ტური

ბაიონი-ბორდო, კასტრი-სტად ფრანსე, კლერმონი-პო, ლა როშელი-ბრივი, მონპელიე-მეტრო რასინგი, ტულუზი-ლიონი, გრენობლი-ტულონი

მეორე დივიზიონში პირველობისთვის ყველაზე რეალურ პრეტენზიას ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი აცხადებს. ესენია: "ოიონაქსი" და "აჟენი".

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" შინ დაამარცხა "ნარბონი" - 30:22. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ანგარიშში წინ სტუმრები იყვნენ, თუმცა შესვენებაზე ტაბლოზე ფრე დაფიქსირდა - 19:19. მეორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს და მატჩი სათავისოდ დაასრულეს.

"ოიონაქსი" ახლა თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" ერთი ქულით უსწრებს. აჟენელებმა შინ დაამარცხეს ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 28:23. ახობაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თეთრაშვილი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია აქვს, ყუფარაძე თამაშში 34-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის არბიტრმა 50-ე წუთზე სინბინში გაუშვა.

"აჟენს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი". ჩვენებურის ამ გუნდმა ბოლო ხანს საგრძნობლად მოუმატა და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს. მარსანელებმა, ამჯერად, საკუთარ მოედანზე ლაშა ლომიძის "ბეზიეს" მოუგეს - 15:9. ორივე ქართველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

პოზიციები დათმო მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ვანთან" - 15:26. ხატიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 53-ე წუთზე შეცვალეს, შარიქაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, დათუნაშვილი ტრავმირებულია.

დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად "კოლომიესთან" შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემმა" - 9:51. სუთიაშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, ერთ წუთში მოედანზე თავბერიძეც გამოჩნდა.

II დივიზიონი, XXIV ტური

კარკასონი-ბიარიცი 32:9, ბურგუენი-ალბი 19:23, კოლომიე-ანგულემი 51:9. მონ დე მარსანი-ბეზიე 15:9, ოიონაქსი-ნარბონი 30:22, ვანი-ორიაკი 26:15, აჟენი-დაქსი 28:23, პერპინიანი-მონტობანი 37:3

სატურნირო მდგომარეობა

1. ოიონაქსი - 71 ქულა, 2. აჟენი - 70, 3. კოლომიე - 67, 4. მონ დე მარსანი - 66, 5. ბიარიცი - 63, 6. მონტობანი - 60, 7. პერპინიანი - 60, 8. კარკასონი - 59, 9. ორიაკი - 55, 10. ანგულემი - 51, 11. ნარბონი - 51, 12. ბეზიე - 50, 13. დაქსი - 47, 14. ალბი - 44, 15. ვანი - 43, 16. ბურგუენი - 16

XXV ტური

აჟენი-ოიონაქსი, ორიაკი-ბურგუენი, ანგულემი-მონ დე მარსანი, ბიარცი-ალბი, დაქსი-პერპინიანი, ნარბონი-ვანი, მონტობანი-კარკასონი, ბეზიე-კოლომიე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!