თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა "დინამოსთან" მოგებაზე, წლევანდელ მიზნებსა და სხვა თემებზე ისაუბრა
ეროვნული ლიგის მეორე ტურის თბილისურ დერბიში "ლოკომოტივმა" "დინამო" 1:0 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ცხადია, ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ წლევანდელი "ლოკომოტივი" შარშანდელისგან რომ განსხვავდება, ეს უკვე აშკარაა - გარდამავალ ჩემპიონატში მოედანზე 11 ფეხბურთელი ჩანდა, წლეულს კი გუნდს მწვრთნელის ხელი დაეტყო და ასპროცენტიანი შედეგი შემთხვევით შედეგს არ ჰგავს.

თბილისის "დინამოსთან" მოგებაზე, წლევანდელ მიზნებსა და სხვა თემებზე "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი "ლელოს" ელაპარაკა.

- თბილისის "დინამო" გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერია და მასთან შეხვედრა ქართული გუნდების რეალურ მდგომარეობას ლაკმუსის ქაღალდივით წარმოაჩენს - ბევრი ფსიქოლოგიურად წინასწარ მარცხდება. შარშან "ლოკომოტივს" ასე მოუვიდა. ამ მოგებით შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი გუნდი ყველასთან სათამაშოდ რეალურად მზადაა?

-"დინამოსთან" მოგება ყველასთვის პატივია და გამონაკლისი ჩვენც არ ვართ. რომ გითხრათ, ამ მოგებას ვგეგმავდით-მეთქი, ტყუილი იქნება. ამის გარანტიას ვინ მოგცემთ. მაგრამ მოედანზე მოსაგებად რომ გამოვდიოდით და გვსურდა, მეტოქესთან ბოლომდე ღირსეულად გვეთამაშა, ამაზე ორი აზრი არ არის. ასევე დრო გვიჩვენებს, ყველასთან სათამაშოდ მზად ვართ თუ არა.

- ჩანდა, რომ მეტოქე საკმაოდ კარგად შეისწავლეთ...

- ცხადია, თამაშამდე "დინამოს" თამაში ვნახეთ და ყურადღება ბევრ დეტალს მივაქციეთ. მიხარია, რომ ეს ინფორმაცია სწორად გამოვიყენეთ.

- თვალშისაცემი იყო ისიც, რომ "ლოკომოტივი" ხისტად თამაშობდა, რასაც საქართველოში ყველა ერიდება.

- ჩვენ ჯერ არ გვაქვს ის კლასი, რაც ევროსარბიელს სჭირდება. ბევრი ნაკლი გაგვაჩნია. მაგალითად, ბურთს ისე ვერ ვაკონტროლებთ, როგორც ეს გვსურს. თუმცა, მანამდე გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით და ამიტომ ამის დაბალანსებას სიხისტით, ბრძოლისუნარიანობითა და დაცვაში კომპაქტური თამაშით შევეცადეთ.

ხისტი თამაში თანამედროვე ფეხბურთის ნაწილია და როდესაც ეს მეტოქის დამარცხებაში გეხმარება, მასზე უარი რატომ უნდა ვთქვათ. ვგულისხმობ სიხისტეს და არა უხეშობას - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ბიჭებს სულ ვაფრთხილებ, ეს ზღვარი არ გადალახონ.

- თურქულ შეკრებაზე კიდევ რაზე მუშაობდით?

- იმას მივაღწიეთ, რომ გუნდი დაცვაში კომპაქტურად და ძალიან აგრესიულად თამაშობს. მაგრამ თურქეთშიც და საწყის ტურებშიც იყო ეპიზოდები, როდესაც ისეთი კომბინაციური და აზრიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რომლისკენაც მივდივართ.

- ერთი ასეთი ეპიზოდი "დინამოსთან" გოლით დასრულდა. ყველაზე საინტერესო შეტევის განვითარების ტემპი იყო. ანუ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთისკენ მიდიხართ?

- სწრაფი შეტევები შედარებით კარგად გამოგვდის, რადგან სწრაფი ფლანგები და შემტევი გვყავს. პოზიციურად ბურთის კონტროლიც ასევე რომ მოვახერხოთ, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. ყოველთვის სწრაფად ვერ ითამაშებ და ამ დროს ბურთის კონტროლია საჭირო. ამაზე დიდი მუშაობა დაგვჭირდება.

- გუნდს შარშან გამარჯვებულის ფსიქოლოგია აკლდა. ამის გამოსასწორებლად აშკარად გიმუშავიათ.

- შეკრებაზე სპარინგები თამაშის დასახვეწად ტარდება და შედეგს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგრამ თურქეთში ძლიერ მეტოქეებთან მოვიგეთ და ამან ბიჭებზე ძალიან კარგად იმოქმედა.

- "დნიპროსა" და მინსკის "დინამოსთან" მოგება, თუნდაც შეკრებაზე, იოლი საქმე არ არის.

- რა თქმა უნდა. იგივე თბილისის "დინამო" აიღეთ, შეკრებაზე ისეთ გუნდებს მოუგო, ფაქტობრივად, გაისეირნა. ჩვენმა უშუალოდ შეხვედრამაც გამოაჩინა, რომ ძალიან მოძრავი და კარგი მეტოქეა.

- თქვენ ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი ბრძანდებით, რომელიც მოთამაშეთა სტატისტიკურ მაჩვენებელს ყურადღებას აქცევდით - ანუ თამაშის დროს ვინ რამდენი კილომეტრი გაირბინა. თქვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შესაძლებელია?

- შვეიცარიაში პრო ლიცენზიის კურსზე სრული ინფორმაცია მივიღეთ, სადაც ბევრად მეტი გავიგეთ. საქმე მხოლოდ კილომეტრებში არაა. შესაძლოა, მოყვარულთა ლიგაშიც დაახლოებით იგივე კილომეტრაჟი დაფიქსირდეს, რაც პროფესიონალებში - ეს ციფრი 8-დან 12 კილომეტრამდე მერყეობს. განსხვავება სპრინტების რაოდენობაშია.

8-დან 12 კილომეტრამდე ნარბენი გვაქვს, მაგრამ იმისკენ მივდივართ, რომ მეტი გუნდური და ინდივიდუალური სპრინტი დაფიქსირდეს. ქართულ გუნდებს სწორედ ეს მაჩვენებელი გვაქვს გასაზრდელი და ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტები მაქსიმალურ სისწრაფეებზე შესრულებაც გვჭირდება.

- ხალხში ქართული ფეხბურთისადმი რწმენა ლამის გაქრა. ნუთუ, დამოუკიდებელ ქვეყანაში გუნდების და ფეხბურთელების საშუალო ევროპულ დონეზე მომზადება შეუძლებელია?

- შესაძლებელი როგორ არ არის. ამისთვის ვცხოვრობთ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომელთაც ქართული ფეხბურთის გარეშე თავი არ წარმოუდგენიათ. ორმაგად დასაფასებელია ის ხალხი, ვინც დღეს ფეხბურთში ფულს აბანდებს. როგორც ჩანს, მათ ჩვენი ფეხბურთის ჯერ კიდევ სჯერათ. რომ არ სჯეროდეთ, კერძო ინვესტიცია აღარ იქნებოდა და ჩემპიონატი საგრძნობლად გაუფერულდებოდა.

ქართული გუნდების ევროპულ დონეზე მომზადება ძნელია, მაგრამ რეალური მგონია. ეგაა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ამიტომ, მადლობა ეკუთვნით "ლოკომოტივის", "დინამოს", "საბურთალოს", "ვიტ ჯორჯიას", "გაგრას", სოხუმის "დინამოსა" და ყველა კერძო კლუბის მეპატრონეებს, რომლებიც სახლში წასაღებ ფულს ქართულ ფეხბურთში ხარჯავს და მას მომავლის შენარჩუნებაში ეხმარება. ჩვენი ვალია, რომ მათ ეს ინტერესი არ დავაკარგვინოთ და საქმე ნამუსიანად ვაკეთოთ.

კარგი იქნება, ფეხბურთში ილია კოკაიასაც თუ მოაბრუნებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
ხოდა ეგარიუბედურება მცვრთნელები რომ აგარ გკვავს აბა დევდარიანისქება როგორ შეიძლება ან ცეცაძის ვაი მართლა უბედურო საქართველოს ფეხბუეთო ან კაჩარავა ტუნდაც გეგუჩაძე ეს ხომ კლანებია ცეცაძე კალაძის დევდარიანი არველაძეების გეგუჩაზე ფედერაციის უგემოვნებო ციგნით ცაკითხული ტვითმარქვია ვითომ მცვრთნელები ეხლა ხომ გასაგებია კველაფერი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
"კომენტატორებო" რამ გაგამწარათ? რამდენი ქართველი მწვრთნელი შეგიძლიათ ჩამოთვალოთ უკეთესი? უმაღლესში პირველ ადგილზე "ლოკომოტივი" შემთხვევით არის?
kote
თქვენაირი ხალხი და მცვრთნელები გუპავენ ქარტულ ფეხბურთს თქვე მართლა გორჯოებო და გაუნათლებელო მცვრთნელებო ციგნით რომ ავარჯიშებთ ფეხბურთელებს სირცხვილი კიარა თავის მოჩრაა დევდარიანის ცეცაძის მცვრთნელობა დაასე სემდეგ საფლავში ტრიალებს ცხონებული ახალკაცი ვაითქვე უბედურებო გაუშვითჩემი სმსი
zviadi
ამის პროფესორობით თუ დაიღალეთ და ამის მწვრთნელობა თუ სირცხვილია, ჩვენ თქვენი სიბნელე და ღორჯოობა გვაქვს ყელში ამოსული და თქვენი არსებობა კატასტროფაა, არათუ ხმის ამოღება და ფეხბურთზე ლაპარაკი. ამაზე და მაისურაძეზე რომ კაცი იტყვის მწვრთნელი არ არიო, იმას თავისი თვალები არაფერში არ ჭირდება ვერაფერს ვერ ხედავს და ამიტომ უნდა ამოთხარო.
ლუკა
შესანიშნავი მწვრთნელი არის დევდარიანი. მაღალ მიზნებამდე თანმიდევრულად და ეტაპობრივად მიყავს გუნდი. თუ გუნდის მენეჯმენტის ხელშეწყობა ექნება ჩემპიონს გახდის ლოკომოტივს და ევროსარბიელზე წარმატებულად და ღირსეულად გამოიყვანს. წარმატებებს ვუსურვებ მას და ლოკომოტივს.
tato
ამის მცვრთნელობა სირცხვილია
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ბოლო თამაშში ლოკომოტივი უკეთესად გამოიყურებოდა
ოკრიბელი
ამის ბაქიაობამ და "პროფესორობამ" ხომ წაჭამა ტვინი. დღეს "დინამო"ს დამარცხება დიდ პატივად არ ითვლება და არც იმას ნიშნავს რომ ამით ევროპულ დონემდე მაღლდები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა