11-12 მარტს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ზესტაფონმა და თბილისმა უმასპინძლეს
11-12 მარტს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ზესტაფონმა და თბილისმა უმასპინძლეს.

საინტერესო სათამაშო უქმეებმა სტარტი 11 მარტს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში აიღო. მიმდინარე სეზონში ზესტაფონმა მეორედ უმასპინძლა სუპერლიგა B-ს თამაშებს. წლევანდელ სეზონში კი პირველად მოხდა ლიგის ისტორიაში, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა რეგიონში გავიდა.

VIII ტური ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ჯვაროსნები 2-ის დაპირისპირებით დაიწყო. ეს იყო ბოლო შანსი "კურსანტებისთვის", რომ პლეიოფში მოსახვედრად ებრძოლათ. თავის მხრივ ჯვაროსნები, წარმატების შემთხვევაში ფაქტიურად ინაღდებდნენ მომდევნო ეტაპის საგზურს. მატჩი საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა და მიუხედავად ეთა-ს კარგი სტარტისა, შეხვედრა ჯვაროსნები 2-ის გამარჯვებით 8:7 დასრულდა.

ყოველგვარი ბძოლის გარეშე წარიმართა უნიკრედიტისა და ევროკრედიტის გუნდების დაპირისპირება, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 9:0 დასრულდა და როგორც შემდგომ გაირკვა, უნიკრედიტმა საკმაოდ გაირთულა პლეიოფში მოხვედრის ამბავი.

პირველი ტურის შემდეგ, პირველად დამარცხდა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი Funday, რომლის მეტოქეც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იყო. შეხვედრა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და "სტუდენტების" გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მოახერხა ვივუსმა, რომელმაც თელავს სძლია 6:1. ამ გამარჯვებით მათ მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს და ბოლო ტურის წინ, პლეიოფში მოხვედრა-არმოხვედრის ამბავიც სწორედ თავიანთ თავზეა დამოკიდებული.

ზესტაფონური სათამაშო დღის ნამდვილი კულმინაცია ტურის დასკვნითი შეხვედრა გამოდგა, რომელშიც მასპინძელი "ფერო", გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.

ცალკე საუბრის თემაა ტრიბუნები - ორი გუნდის მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა თავიანთი აქტიური ქომაგობით, ნამდვილი საფეხბურთო აურა შექმნეს და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფეხბურთელებს "სხვა გზა არ დაუტოვეს" გარდა იმისა, რომ მატჩიც ასეთივე შთამბეჭდავი გამოსულიყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და 40 წუთის განმავლობაში მაყურებელმა სანახობრივი და მაღალ ტემპში მიმდინარე ფეხბურთი იხილა, სადაც გადამწყვეტი მეორე ტაიმის დასაწყისი აღმოჩნდა, როდესაც მასპინძლებმა ჯერ ერთ ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს და შემდეგ უკვე წინაც გასვლა მახერხეს და საბოლოოდ 5:2 დაამარცხეს მეტოქე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია იმერელთა ლიდერის გაგა ლეჟავას თამაში, რომლის ანგარიშზეც 4 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ერთი გოლი კი განსაკუთრებით ეფექტური და ლამაზი სანახავი გამოდგა.

11.03.2017.სუპერლიგაB. VIII ტური (ზესტაფონის სპორტის სასახლე)

ეთა - სკ ჯვაროსნები 2 7:8

Unicredit.ge - სკ ევროკრედიტი 0:9

FC UG - Funday Ent 4:2

სკ თელავი - FC Vivus.ge 1:6

სკ ფერო (ზესტ) - კსუ/CIU 5:2

ბოლო, IX ტურის შეხვედრები 19 მარტს, თბილისში გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა საუკეთესო რვა გუნდის ვინაობა და თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4 ფინალში.

ბომბარდირები: გიორგი ლეჟავა (ფერო), ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 9, ნადიმ კახაძე (ეთა), ნოდარ ჯიბლაძე (UG), მიხეილ იორამაშვილი (უნიკრედიტი) - 8

12 მარტს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, კორპორატიული ლიგის კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

X ტურის მატჩები გამართეს ვერცხლის ლიგის გუნდებმა.

ავერსმა აუტსაიდერი კუბიკი დაამარცხა დიდი ანგარიშით 18:3, ბანკი რესპუბლიკის გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში ელიტა ბურჯს სძლია მინიმალური სხვაობით 3:2. დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა შემოსავლების სამსახურის გუნდმა, რომელმაც აჭარა ჯგუფის დამარცხება შეძლო 8:1.

არც თუ იოლად, თუმცა დამსახურებულად შეძლო სამი ქულის მოპოვება კიდევ ერთმა ფავორიტმა ბაქსვუდმა, რომელმაც ლიბერთი ბანკი დაამარცხა 6:2.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი საქართველოს ბანკი და ევროპაბეთი დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა "ბანკირების" გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

12.03.2017. ვერცხლის ლიგა. X ტური (თბილისის ოლიმპიური სასახლე)

კუბიკი - ავერსი 3:18

ბანკი რესპუბლიკა - ელიტა ბურჯი 3:2

აჭარა ჯგუფი - RS 1:8

ბაქსვუდი - ლიბერთი ბანკი 6:2

საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი 3:2

მინა - დომინოს პიცა 3:0

ბომბარდირები: გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი) - 18, ზურა ჯინჭარაძე, ნიკა გვაზავა (ავერსი) - 17, დავით მეკოკიშვილი (RS), დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) - 14

ოქროს ლიგის წრიული ეტაპის დასკვნითი, IX ტურის მთავარი ინტრიგა საუკეთესო რვა გუნდში ადგილების გადანაწილება იყო, რის მხედვითაც უნდა გარკვეულიყო 1/4 ფინალური წყვილების ვინაობაც. თუ არ ჩავთვლით აუტსაიდერების menu.ge-სა და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირებას, რომელშიც პირველი გამარჯვების მოპოვება მერიამ მოახერხა 13:8, ყველა შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ფრედ 3:3 დასრულდა GWP-სა და საქართველოს ფოსტის გუნდების დრამატული შეხვედრა, რომელშიც 3:0 ფოსტალიონები იგებდნენ. ყველასთვის მოულოდნელად 3:2 დაამარცხა ვითიბი ბანკმა, გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ნატახტარი.

ასევე მოულოდნელად დასრულდა არმიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება ჯარისკაცებს ხვდათ წილად 3:1.

გათამაშების ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, საპატრულო პოლიციის გუნდმა უხვ გოლიან თრილერში სფფ 2-ს სძლია 6:5 და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

12.03.2017. ოქროს ლიგა. IX ტური (თბილისის ოლიმპიური სასახლე)

Menu.ge - თბილისის მერია 8:13

GWP - საქ.ფოსტა 3:3

ვითიბი ბანკი - ნატახტარი 3:2

არმია - TTC 3:1

სფფ 2 - პატრული 5:6

გუნდები 1/4 ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პატრული - ვითიბი ბანკი

საქ.ფოსტა - TTC

GWP - არმია

ნატახტარი - სფფ 2

პლეიოფში გამარჯვებულის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 16, შოთა გვენცაძე (menu.ge), ლევან კობიაშვილი (სფფ 2), გიორგი აფციაური (GWP), თემურ ვაჩანძე (ფოსტა) - 12

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში