ჟარდიმი და პეპი ბევრ გოლსა და სანახაობას გვპირდებიან
* თუ "მონაკო" მეოთხედფინალში გავა, ფრანგული კლუბი ამას ბოლო სამ სეზონში მეორედ მოახერხებს.

* "სიტიმ" ევროთასების ბოლო 6 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

* "ატლეტიკომ" გერმანულ კლუბებთან ბოლო 7 2-რაუნდიანი დუელი მოიგო.

* "ლევერკუზენს" არასოდეს მოუგი 1/8-ფინალური დუელი.

* ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის კენჭისყრა 17 მარტს ნიონში გაიმართება.

დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე მეოთხედფინალისტი მადრიდის "ატლეტიკო" იქნება; აი, ბოლო, მერვე საგზურს ვინ მოიპოვებს, "მონაკო" თუ "მანჩესტერ სიტი", ძალიან ძნელი სათქმელია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ისეთივე დაპირისპირება ვისურვოთ "ლუი მეორეზე", როგორიც ამ გუნდების ისტორიაში პირველი დაპირისპირება იყო.

ატლეტიკო-ლევერკუზენი

ბოლო წლებში "ლოს კოლჩონეროსმა" ძალიან დაჩაგრა გერმანული კლუბები ევროთასებზე. ბოლო 7 დუელის მოგება ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის. ჩავთვალოთ, რომ მერვეც თითქმის მოგებულია, რადგან მწვრთნელშეცვლილი "ლევერკუზენი" ახლა ვერ არის სათანადო ფორმაში, ხოლო პირველი მატჩი "ატლეტიკოს" სტუმრად აქვს მოგებული, თანაც, ოთხი გოლი აქვს გატანილი.

I მატჩში

უკვე 25-ე წუთისთვის "ატლეტიკო" გერმანიაში კომფორტულად, 2:0-ს იგებდა საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის გოლების წყალობით. მეორე ტაიმი სულ სხვანაირი განწყობით დაიწყო "ლევერკუზენმა" და ქარიმ ბელარაბიმ ერთი გაქვითა, მაგრამ იქვე კევინ გამეირომ პენალტი შეასრულა. სავიჩის ავტოგოლმა ცოტა დაძაბა ვითარება, მაგრამ ფერნანდო ტორესმა ყველაფერს წერტილი დაუსვა - 4:2. ამით "ატლეტიკომ" გერმანიაში სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ამ შეხვედრაში "ლევერკუზენის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 17 წლის ჰავერცის დებიუტი ვიხილეთ.

პრესკონფერენცია

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენი მიზანი ნებისმიერ ტურნირში მაქსიმუმის მიღწევაა. ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც რაც შეიძლება მეტის მიღწევა გვსურს. მიზნისკენ კი ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ. დღევანდელი მეტოქე სწრაფია კონტრშეტევებზე და ზოგადად, შეტევა უყვარს. არ იქნება იოლი მატჩი, ისეთივე თამაშს ველი, როგორიც გერმანიაში იყო".

ტაფუნ კოკრუტი (ლევერკუზენი): "კარგად ვიცით, რაც არის საჭირო, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რამდენად რთულია ამის გაკეთება. "ატლეტიკო" ის გუნდია, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა საუკეთესოდ ეხერხება. ჩვენ კიდევ გვაქვს 90 წუთი და ვნახოთ, რა მოხდება".

გასულ უქმეებზე

"ატლეტიკომ" სტუმრად დაამარცხა ათკაციანი "გრანადა" - 1:0. გამარჯვების გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, ვინც 2017 წელს თავისი მე-12 გოლი გაიტანა.

"ლევერკუზენმა" პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალი მწვრთნელის, ტაიფუნის თავკაცობით. თურქის გუნდმა 1:1 ითამაშა შინ "ვერდერთან". კევინ ფოლანდს ტაიფუნისთვის სადებიუტო გამარჯვება მოჰქონდა, მაგრამ ვეტერანმა კლაუდიო პისარომ გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, "ლევერკუზენს" მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ ომერ თოფრაქმა პენალტი ვერ გამოიყენა მატჩის 96-ე წუთზე!

მონაკო-სიტი

"მონაკოს" სასარგებლოდ, "სიტის" საგარეო მატჩების სტატისტიკის გარდა, მეტყველებს ფრანგთა დაპირისპირებების ისტორია ინგლისურ კლუბებთან - "მონაკო" 6-ჯერ დაუპირისპირდა მათ და ექვსჯერვე აჯობა. ახლა ჟარდიმის გუნდს 2-ბურთიანი სხვაობა აქვს ამოსაქაჩი.

I მატჩში

ეს იყო დიდებული სანახაობა, იქით - სერხიო აგუერო, აქეთ - რადამელ ფალკაო, ბრწყინვალე ფორვარდებმა დუბლები მიითვალეს. საბოლოოდ, პეპ გვარდიოლას გუნდმა მაინც მოიგო და თან 2-ბურთიანი სხვაობით - 5:3.

აგუეროს გარდა, გოლები რაჰიმ სტერლინგმა, ჯონ სტოუნსმა და ლეროი სანემ გაიტანეს. სტუმართა რიგებში კი, ურუგვაელის გარდა, ახალგაზრდა და ძალზე პერსპექტიულმა კილიან მბაპემ გაიტანა. 8-გოლიან მატჩში სულ ეს არ იყო, მეკარე კაბალიერომ ოტამენდის შეცდომა გამოასწორა და ფალკაოს პენალტი აიღო.

პრესკონფერენცია

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ვფიქრობ, ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. აუცილებლად უნდა გავიტანოთ სულ მცირე, ორი გოლი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. "სიტის" ფეხბურთელების უმაღლესი კლასი ჩვენთვის უპირველესი საფრთხეა.

მათ ვარსკვლავებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. მგონი, ორი გოლი არ გვეყოფა, მეოთხედფინალში გასვლა თუ გვინდა, სამი მაინც უნდა გავიტანოთ. ორივე გუნდს მენტალიტეტში აქვს შეტევა, რომლის შეცვლაც ძალიან ძნელია. ამიტომაც ველი, რომ ხშირად იქნება თავისუფალი სივრცეები და, რა თქმა უნდა, ბევრი გოლი გავა".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "დარწმუნებული ვარ, რომ თუ გოლს ვერ გავიტანთ, ტურნირს მიღმა დავრჩებით. ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რაც უკვე გავაკეთეთ, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია ამ დუელში. "მონაკო" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, როცა გოლის გატანაა საჭირო. მეტოქე ერთდროულად 5-6 კაცით უტევს.

"მონაკოს" ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები და ძალიან სწრაფები არიან. ჯერ კიდევ მანჩესტერულ თამაშამდე აღვფრთოვანდი "მონაკოს" თამაშით და იმ თამაშის მერე კიდევ უფრო დავაფასე მეტოქე. საპასუხო მატჩი ფანატასტიკური მატჩი იქნება. ფანებს ვთავაზობ, კარგად მოკალათდნენ ტელევიზორების წინ და სიამოვნება მიიღონ".

გასულ უქმეებზე

"მონაკო" ლიდერია, თუმცა ამ ტურში მას გაუჭირდა "ბორდოს" დამარცხება - 2:1. კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ჟოაო მოუტინიომ გაიტანა ბრწყინვალე გოლი. "ბორდოს" გოლი, როგორც იტყვიან, "მონაკოს" ფეხბურთელებმა "გაიჩალიჩეს": დიეგო როლანის გოლი ნახევარმცველების, მცველებისა და მეკარე სუბაშიჩის უხეში შეცდომის წყალობით გავიდა.

"სიტი" ასოციაციის თასზე "მიდლსბროს" ესტუმრა, 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. დავიდ სილვამ გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში თავი სერხიო აგუერომ გამოიჩინა.

ოთხშაბათი. 15 მარტი

ატლეტიკო-ლევერკუზენი 23:45 (4:2)

დისკვალიფიკაცია: გაბი, ფილიპე ლუიში - ჩალჰანოღლუ, ჰენრიხსი

ტრავმა: ტიაგო, ა. ფერნანდესი, გამეირო (?), ფ. ტორესი (?), სავიჩი (?) - თოფრაქი, ლენო (?), თა (?), ბენდერი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი - ფერეირა-კარასკო, ს. ნიგესი, კოკე, გაიტანი - გრიზმანი, ა. კორეა

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თა, დრაგოვიჩი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, კამპლი - ბელარაბი, ფოლანდი, ბრანდტი - ხ. ერნანდესი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ურთიერთშეხვედრები: +2=2-1 (7:5)

მონაკო-სიტი 23:45 (3:5)

დისკვალიფიკაცია: გლიკი -

ტრავმა: ბოშილია, კარილიო, ფალკაო (?) - გაბრიელ ჟესუსი

სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, რაგი, ჟემერსონი, მენდი - ბ. სილვა, ბაკაიოკო, ფაბინიო, ლემარი - მბაპე, ფალკაო

სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - სანია, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო - სტერლინგი, დე ბრუინი, დ. სილვა, სანე - აგუერო

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ურთიერთშეხვედრები: +0=0-1 (3:5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ