მსოფლიო ჩოგბურთის ამომავალ ვარსკლავზე - კანადელ მილოშ რაონიჩზე ესპანელი სპეციალისტი გალო ბლანკო საუბრობს
ესპანელი სპეციალისტი გალო ბლანკო, რომელიც ბოლო დროს მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენასთან, კანადელ მილოშ რაონიჩთან მუშაობს, MARCA-თვის მიცემულ ინტერვიუში ყვება 20 წლის ჩოგბურთელის პერსპექტივებზე, აგრეთვე კომენტარს უკეთებს მიმდინარე სეზონში ATP-ის ამომავალი ვარსკვლავის გამოსვლას.

მილოშმა 2011 წელი 159-ე ჩოგანის რანგში დაიწყო, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გასვლამ და ამის შემდეგ ცხრამატჩიანმა მოგებათა სერიამ (რომლის დროსაც კანადელმა სან ხოსეს ტურნირი მოიგო და მემფისის ფინალში გავიდა), მას მსოფლიოს რეიტინგში 37-ე პოზიცია მოუტანა.

"სიმართლე გითხრათ, ჩვენც არ მოველოდით სეზონის ასეთ სტარტს. საკუთარი შეგირდის შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ის იმაზე გაცილებით სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე ამას ველოდით. დაგვეხმარა ის, რომ ავსტრალიის ღიას პირველობის მერვედფინალში გასვლის შემდეგ არ გაჩერდა და მუშაობა გააგრძელა. ასე რომ არ ყოფილიყო, არც ის წარმატება იქნებოდა, რომელიც მილოშმა სან ხოსესა და მემფისში მოიპოვა. ყველაზე კარგი ის არის, რომ მილოში მუდმივად სრულყოფისკენ ისწრაფვის. ეს ჩვევა მან ესპანელებისგან გადაიღო. რა თქმა უნდა, მეც ვცდილობ მაქსიმალურად მის დახმარებას, სასარგებლო რჩევების მიცემას, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, მაგრამ საბოლოო ჯამში კორტზე რაონიჩი გადის. ბოლოდროინდელი გამარჯვებები მხოლოდ მისი დამსახურებაა", - განაცხადა ბლანკომ.

"ვფიქრობ, რაონიჩს შეუძლია მსხვილი ტურნირის მოგება - "მასტერსი" იქნება ეს თუ "დიდი სლემის" რომელიმე ჩემპიონატი. ამასთან, არ მინდა მას ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული მიზანი დავუსახო. მიმაჩნია, რომ ჯერ ნაადრევია კონკრეტულ ამოცანებზე ფიქრი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სულ რაღაც ორი თვის წინ ის 150-ე ნომერი იყო, ხოლო, როცა ერთობლივი მუშაობა დავიწყეთ, საერთოდაც 230-ე ადგილზე იმყოფებოდა. დრომ გვიჩვენა, რომ საჭირო მონდომების პირობებში ყველაფერია შესაძლებელი", - აღნიშნა ესპანელმა.

ბლანკომ რაონიჩთან მუშაობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მალე კანადელმა ბარსელონაში გადასვლა გადაწყვეტა. იქ მილოშის გუნდში შევიდა ფიზმომზადების მწვრთნელი ტონი ესტალელა და ექიმი ანხელ ლუის კოტორო. "ეს გადაწყვეტილება გახდა მილოშის პროგრესის საფუძველი", - ამბობს ბლანკო.

თავისი შეგირდის სათამაშო თვისებების განვითარებაზე ზრუნვის გარდა, ესპანელ მწვრთნელს კანადელის რთულ ხასიათთან გამკლავებახ მოუწია. "საიდუმლო არ არის, რომ მილოში ძალიან ტემპერამენტული ადამიანია. როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც მას სურს, მაშინვე ბრაზდება. დროთა განმავლობაში მან ისწავლა ემოციების კონტროლი და ეს მაშინვე აისახა მის შედეგებზე", - აღნიშნა გალომ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა