გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, გორის "დილას" სამი წლის განმავლობაში ევროთასებზე ასპარეზობა აუკრძალეს
15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, გორის "დილას" სამი წლის განმავლობაში ევროთასებზე ასპარეზობა აუკრძალეს. თემა არახალია: ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ დღევანდელი "დილა" ახალი იურიდიული პირია და ძველთან საერთო არაფერი აქვს.

"ლელომ" ადრეც გაცნობათ, რომ უეფაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გუშინ, შევიტყვეთ თუ არა ეს ინფორმაცია, გორელთა აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დავუკავშირდით:

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უეფას ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია. თუმცა მუშაობა მიდის და შუალედური გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტაცია მოგვთხოვეს.

ვერდიქტი გამოტანილი რომ იყოს, ამას ვერც და არც დავმალავდით. ან რა აზრი აქვს დამალვას? ჩვენ რომ დავმალოთ, ეუფა დამალავს? ან ასეთი რამ როგორ უნდა დამალო?

გამოქვეყნდება ვერდიქტი და საზოგადოება ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

არ ვიცი, მანამდე ვის რაში აძლევდა ხელს ასეთი ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ კლუბსა და ქართულ ფეხბურთში ახალი მოსულები ვართ და არ მგონია, ვინმე ჩვენზე ნაწყენი იყოს", - გვითხრა ჯოხაძემ.

"დილას" ერთ-ერთ ხელმძღვანელს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც ვკითხეთ - თითქოსდა, უახლოეს დღეებში "დილაში" კიდევ ერთი ლეგიონერი (კონკრეტულად - თავდამსხმელი) შეიძლება გამოჩნდეს. ჯოხაძემ ამაზე ეს გვითხრა:

"ნამდვილად იგეგმება ლეგიონერის, ფლანგის შემტევის დამატება. იცით, ალბათ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის. საერთოდ, ჩვენ გვინდა, რომ კლუბში ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ მედიასთან", - ამბობს ჯოხაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დილა გორი
მართლა რო სამი წელი აგვიკრძალონ მერე რღა აზრი ექნება სამეულში გასვლას,
dinamo
ვისი დაკვეთით ხდება ესაა მთავარი თორე მტერის მეტი რაა ამქვეყანაზე, შენ ოღონ რამე კარგი გააკეთე ან თქვი რამე და ... წაიკითხე კ.გამსახურდია ქართველებზე რას წერს ამ საკითხზე
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ცვლილებები "დილაში" და დირექტორის კომენტარი: ორი ლეგიონერი უნდა დავიმატოთ
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
პედრინიო უკვე გორშია - ბრაზილიელი დღეიდან "დილაში" ივარჯიშებს
მაგარი მომენტი ფუტსალის ლიგიდან: 4 მოტყუებული ფეხბურთელი და მეკარის სასწაული "სეივი" [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქართული ფუტსალის სილამაზე: თსუ-ს ფეხბურთელების საოცარი გოლი და "სეივი" [VIDEO]