საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს.

ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს მოსარჩელე მხარემ სამი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან ერთი მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა დააკმაყოფილა, ორ შუამდგომლობაზე კი მომდევნო პროცესზე იმსჯელებს.

მოსამართლემ მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ორივე შუამდგომლობა ერთგვაროვანია და როგორც მოპასუხე მხარეს, ასევე სასამართლოს სჭირდება გონივრული დრო, რომ შუამდგომლობებში წარმოდგენილ მოთხოვნებს გაეცნოს.

აღნიშნული შუამდგომლობებიდან ერთი 21 დეკემბრის ოქმის ფაქტების კონსტატაციას ეხება, მეორე შუამდგომლობით კი მოსარჩელემ სასამართლოს სთხოვა, სეოკიდან გამოითხოვოს ის დოკუმენტაცია, რომელიც მოსარჩელეს, მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ აქვს მიღებული.

სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია, რადგან ის დოკუმენტაცია, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილი ითხოვს, საქმესთან პირდაპირ კავშირშია.

"ამ დოკუმენტაციის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ მოვითხოვთ, საქმეში წარმოდგენილი იყოს ისეთი სახის დოკუმენტაცია, როგორიცაა გაწევრიანების შესახებ ოქმები, როგორ გაწევრიანდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. თუ მხარემ წარმოადგინა ეს დოკუმენტაცია, ჩვენ მას განვიხილავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება. პროცესზე გაცხადებული იყო ასეთი რამ, რომ თითქოს ის წევრები, რომლებიც წესდებით არიან ჩაწერილები, მათ წევრობას არაფერი უნდა შეეხოს.

ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლოა, წესდების იმ ნორმის ბათილობა მოვითხოვოთ, სადაც წევრები არიან ჩამოთვლილნი. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მარწმუნებელთან უნდა ვიმსჯელო, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ როინ მიგრიაულმა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, სეოკ-ის ინტერესების დამცველი ირაკლი ყანდაშვილი პირველ შუამდგომლობას დაეთანხმა, თუმცა დანარჩენ ორ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას გასაცნობად დრო სჭირდება.

მანვე სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე კონკრეტული დოკუმენტაციის გამოთხოვის დროს ითხოვდა ისეთ დოკუმენტებსაც, რომელიც პერსონალური მონაცემების გაცემას გულისხმობდა. მოპასუხე მხარე ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემებს სასამართლოს განჩინების გარეშე ირაკლი მეძმარიაშვილს ვერ გადასცემს.

სასამართლო პროცესს მოსარჩელე მხარიდან ირაკლი მეძმარიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი ესწრებოდნენ, ხოლო მოპასუხე მხარეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარმოადგენდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

"სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის", - აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.

აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა
ქართველ ოლიმპიელებს სეოკ-ში ახალი სპორტული ფორმები გადასცეს
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით შეჩერებული იყო
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება