სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებად იმ სამი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა წესების დარღვევით მიიღეს
სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებად იმ სამი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა წესების დარღვევით მიიღეს.

ადვოკატმა როინ მიგრიაულმა სასამართლოს დღეს წარუდგინა საქართველოს ოლიმპიური მუზეუმის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; საქართველოს კულტურული ოლიმპიადის ეროვნული ასოციაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საქართველოს ოლიმპიური ფილატელიის ასოციაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ადვოკატ როინ მიგრიაულის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამივე სუბიექტი დარეგისტრირდა 2016 წლის 15 დეკემბერს, ანუ საარჩევნო სესიამდე (23 დეკემბრამდე) 1 კვირით ადრე.

"სეოკ-ის წესდების V პარაგრაფის მე-3 მუხლის თანახმად კი, სეოკ-ის წევრად მიღების საკითხი განიხილება შემდეგი წესით:

ა) გაწევრიანების მსურველი წარადგენს განცხადებას გაწევრიანების შესახებ,

ბ) ხოლო განცხადების მიღების შემდგომ აღნიშნული განცხადება სეოკ-ის პრეზიდენტის (ან აღმასკომის წევრის) მიერ წარედგინება სეოკ-ის აღმასკომს;

გ) აღმასკომი იღებს გაწევრიანების შესახებ პირობით გადაწყვეტილებას, ოლიმპიური ქარტიისა და წესდებით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.

დ) სეოკ-ის აღმასკომის პირობითი გადაწყვეტილება საბოლოო დამტკიცებისათვის წარედგინება მომდევნო სესიას (გენერალურ ანსამბლეას).

ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცხადყოფს, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს დარეგისტრირებული სუბიექტები ვერ მოასწრებდნენ გაწევრიანებას ზემოთ აღწერილი პროცედურების დაცვით, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღმასკომის პირობითი გადაწყვეტილება, ხოლო მომდევნო სესია (გენერალური ანსამბლეა) შედგა სწორედ 2016 წ. 23 დეკემბერს", - აღნიშნულია ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობაში, რომლის ასლი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.

საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა 11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სარჩელს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი განიხილავს.

საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს