დღეს "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა

დღეს "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საქართველოს და დანარჩენ თიერ 2 გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის შესაძლებლობა და რაც მთავარია მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა.

მზარდი სარაგბო ქვეყნების მეტი ინტეგრირება, კომერციული მდგრადობა და მოთამაშეთა კეთილდღეობის გაძლიერება ის ძირითადი პრინციპებია, რითაც ახალი საერთაშორისო კალენდრის შექმნისას იხელმძღვანელეს.

ახალი კალენდარი დღეს მსოფლიო რაგბის აღმსრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა. ახალი 2020-32 წლების კალენდარი ადგენს ახალ სტანდარტებს და მასში პრიორიტეტი ენიჭება დასვენების გაზრდილ პერიოდსა და უფრო სამართლიანად განაწილებულ ტესტებს მზარდი სარაგბო ქვეყნებისთვის.

ახალი ივლისის ფანჯარა

ახალ კალენდარში შენარჩუნებულია სამივე საერთაშორისო ფანჯარა. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ზაფხულობით ტესტები ივნისის ნაცვლად ივლისში გაიმართება. ეს "ზე რაგბისთვის" სეზონის შეუჩერებლად ჩატარების შესაძლებლობას წარმოადგენს, რის შედეგადაც "სანზარის" (ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ასოციაცია, რომელიც "ზე რაგბის" მმართველი ორგანოა) ნაკრებებს ივლისის ტესტებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მიეცემათ.

- ივლისის ტესტები თვის საწყის სამ კვირაზე გადანაწილდება და მოიცავს სამ ტესტს, (გარდა მსოფლიო თასის შემდგომ წლისა, როდესაც "სანზარის" კავშირები 2 ტესტიან სერიას გამართავენ)

- ნოემბრის ტესტები ერთი კვირით წინ გადაიწევს და თვის პირვე სამ კვირას მოიცავს

გაზრდილი შესაძლებლობები მზარდი ნაკრებებისთვის

რაგბი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეთა, ქომაგთა და კომერციული შესაძლებლობების სახით მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. ამის გათვალისწინებით, ოკეანეთის, იაპონიის, აშშ-ს, კანადის, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებისთვის უპრეცენდენტო სამატჩო შესაძლებლობების მიცემით, ახალი განრიგი მიზნად ისახავს საერთაშორისო რაგბის კონკურენტუნარიანობის მეტად გაზრდას.

ამ ნაკრებებს ივლისისა და ნოემბრის ტესტ ფანჯრებში მიეცემათ "სანზარისა" და "6 ერის" გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა.

- ახალი კალენდრით გათვალისწინებულ პერიოდში თიერ 1 და 2 გუნდებს შორის, მინიმუმ 110 მატჩი გაიმართება, რაც ადრინდელ განრიგთან შედარებით 39 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს;

- "სანზარის" ნაკრებები ივლისში თიერ 2 ქვეყნებს უმასპინძლებენ;

- საფრანგეთი და ინგლისი ოკეანეთში ტურნეებს მოაწყობენ, ამავდროულად ბობოლებს აშშ, კანადა და იაპონიაც უმასპინძლებენ;

- საქართველო და რუმინეთი ივლისის ტესტებზე 6 ერის გუნდებს შინ მიიღებენ;

- ნოემბრის ტესტებზე 6 ერის ყველა ნაკრები სახლში წელიწადში მინიმუმ ექვს თამაშს გამართავს თიერ 2 გუნდების წინააღმდეგ;

ბილ ბომონდი, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე: "ოპტიმიზირებულ კალენდარზე შეთანხმება, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ათწლეულში მეტ გარკვეულობასა და მდგრადობას მოგვანიჭებს, ჩვენი სპორტის ისტორიაში ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს.

შეთანხმების პროცესი კოპლექსური იყო და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კავშირებს და პროფესიულ საკლუბო ლიგებს, რადგან ყველა მხარემ ურთიერთ-თანამშრომლობის პრინციპებით იხელმძღვანელა და გარკვეულ კომპრომისებზე წავიდა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენ შესანიშნავ თამაშს აუცილებლად დიდ სარგებელს მოუტანს.

ეს განრიგი უდიდეს ბიძგს, სტიმულსა და მოტივაციას წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგით გაინაღდა "იაპონია 2019"-ის საგზური.

ახალ კალენდართან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა: "ეს შესანიშნავი ამბავია საქართველოსთვის და ჩვენ ამ შეთანხმებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

ისევე როგორც ბევრ სხვა კავშირს, ჩვენ გვჭირდება და გვინდა, რომ მსოფლიო თასის გარეთაც გვეძლეოდეს საუკეთესოებთან თამაშის შესაძლებლობა, რასაც ეს ახალი კალენდარი გვაძლევს. ჩვენ შემდგომი განვითარებისთვის გვაქვს მყარი და ძლიერი საფუძველი და მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო რაგბის ასეთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის მოცემისათვის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ირაკლი
ანუ 2032 წლამდე ისევ მზარდი ნაკრები უდნა ვიყოთ ხო? მერე 2050 წლამდე გარდატეხის ასაკი გვექნება ))) ექვს ერში დამატებაზე ან რამე ახალ ტურნირზე არც უფიქრიათ. არც ამათი ექვსი ერი გვინდა, არც ერთა თასი და კარგად იყვნენ. ეგაა მიზანმიმართული ჩახშობა რაგბის განვითარების. რა მოტივაციით უდნა ითამაშოს ქართველმა მორაგბემ ვერ ვხვდები
Me
2020-2032 წლები ანუ 15 წელი ამ დროში ის ბიჭებიც კი დაბერდებიან ვინც ეხლა 20 წლამდელებში თამაშობს. მაგ დროისთვის ჩვენც ალბათ თიერ1 ვიქნებით 15 წელიწადში ზელანდიაც ვერ უნდა გეგმავდეს ჩვენთან უეჭველ ქულებს.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
წლის თემა: თქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!
Stuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ახალი სამსაჯო წესები ბოჭვის დროს - მსოფლიო რაგბის ახლებური მიდგომა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
მსოფლიო რაგბი: სოსო მათიაშვილმა ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ლელო დადო [VIDEO]