ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

ატლანტას დატოვებას ვაპირებდი...

ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუში ერთი კითხვა ასე ჟღერდა: რას იტყვი სლოვაკეთთან და უნგრეთთან წაგებულ შეხვედრებზე? საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კითხვითვე უპასუხა: წავაგეთ? შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ ფაჩულიამ პასუხში ირონია გამოურია, თუმცა რეალურად ასე არ არის - ზაზამ უბრალოდ მიგვანიშნა, რომ საწყისი სამი ამხანაგური შეხვედრის შედეგს ყურადღებას არ აქცევს და თითქოს აღარც ახსოვს მისი გუნდი დამარცხდა თუ არა. ...მთავარი ოფიციალური შეხვედრების მოგებააო.

- სლოვაკეთთან და უნგრეთთან შედეგზე მეტად ჩვენი გუნდის თამაში მაინტერესებდა. თუმცა, ვიცი ქართველების ხასიათი და მესმის, რომ ყველაფრის მოგება გვსურს. საწყის საკონტროლო მატჩებს სხვა დატვირთვა ჰქონდა - მწვრთნელს ახალი კალათბურთელების შესაძლებლობები აინტერესებდა. ახალგაზრდა ქართველებთან ერთად გუნდში ხომ ორი ამერიკელი ახალწვეულია. ჩემი აზრით, წაგება კარგიცაა, რადგან მარცხის გემო გავსინჯეთ და სასიამოვნო ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამიტომ, მომდევნო მატჩებში ყველაფერს ვიღონებთ, რომ ასე აღარ მოხდეს.

- გრინმა და ჰოსლიმ რა შთაბეჭდილება დატოვეს?

- მათ NBA-შიც უთამაშიათ და ევროპაშიც წარმატებული კარიერა აქვთ. ნორმალური კალათბურთელები არიან. გრინი პირველ-მეორე ნომრის პოზიციებზე თამაშობს, ჰოსლი - მესამე-მეოთხე ნომრებზე. ვნახოთ, როგორ შეეწყობიან ჩვენ გუნდს.

- არადა, ტაირონ ელისი გუნდთან უკვე შეჩვეული იყო...

- შედარება ჯერ ადრეა. ელისი ჩვენს გვერდით ოთხი წელი თამაშობდა, სათამაშო სქემებშიც კარგად იჯდა და ხასიათითაც ჩვენებური იყო... ხვალ-ზეგ საკონტროლო შეხვედრებია და ახალწვეულებზე უფრო უკეთესი შთაბეჭდილება შეგექმნებათ.

სრულად 23 ივლისის "ლელოში"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა