საქართველოს პირველ ჩოგანი ანა ტატიშვილი ინდიან ველსის (აშშ) პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა
სამწუხაროდ, საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს (127) ერთობ ეპიზოდური როლი ერგო ინდიან ველსის (აშშ) პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 4,5 მილიონი დოლარია. ჩვენებური პირველ საკვალიფიკაციო წრეში მსოფლიოს 88-ე ჩოგან ლაურა პოუს-ტიოს (ესპანეთი) ხვდებოდა. ანას ძირითად ბადეში გასასვლელად ორი მეტოქის დამარცხება ესაჭიროებოდა, საკვალიფიკაციოს ბადეც, თითქოს, ხელს უწყობდა საამისოდ, მაგრამ...

ქართველმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო და თავიდანვე 3:1 დაწინაურდა, შემდეგ კი ერთი გეიმიც ვერ მოიგო სეტში. ანამ მდგომარეობა მეორე სეტში გამოასწორა, რომელიც იმავე ანგარიშით მოიგო, როგორც პირველი წააგო. დაიწყო გადამწყვეტი სეტი და ესპანელის უპირატესობა აშკარა გახდა, ამის მიზეზი კი ანას ტრავმა ყოფილა, ბოლოს ქართველმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა - 3:6, 6:3, 0:4.

ამერიკულ ქლეაროუთერში 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში "უაილდ ქარდი" 20 წლის მაგდა ოქრუაშვილს მისცეს. პირველ წრეში ურეიტინგო ქართველმა სენსაციურად დაამარცხა ახალზელანდიელი საშა ჯონსი (254) - 6:0, 6:1. ჩვენებური მეორე წრეში ამერიკელ გრეის მინთან (610) დამარცხდა - 3:6, 6:7 (4).

დიჟონის (საფრანგეთი, 10 ათასი დოლარი) საერთაშორისო ტურნირში სოფიო ქვაცაბაიამ (415) ორ სეტში წააგო ჰოლანდიელ მარსელა კოეკთან (410) - 3:6, 4:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა