ყაზახი მოკრივის მიღწევა ნიუ იორკში
ყაზახმა მოკრივემ გენადი გოლოვკინმა ნიუ იორკში დაამარცხა ამერიკელი დენიელ ჯეიკობსი და შეინარჩუნა საშუალო წონაში WBA-ის, WBC-ის, IBO-სა და IBF-ის ტიტულები.

გოლოვკინისთვის ეს იყო 37-ე ბრძოლა და 37-ე გამარჯვება, თუმცა, პირველად კარიერაში, ყაზახს 12-ივე რაუნდის ჩატარება მოუწია მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. აქამდე, გოლოვკინის ყველაზე გრძელი ბრძოლა იყო 2015 წელს, თებერვალში ბრიტანელ მარტინ მიურეისთან მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოგებული შეხვედრა.

ჯეიკობსმა აქტიურად დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გოლოვკინმა მეოთხე რაუნდში შეაჩერა მეტოქე, როცა ის ნოკდაუნში გაუშვა. მომდევნო რამდენიმე რაუნდი ამერიკელს გონს მოსასვლელად დასჭირდა და სადღაც მეშვიდე რაუნდიდან მოყოლებული, ბრძოლა ჯეიკობსის უპირატესობით მიდიოდა.

მხოლოდ მეცხრე რაუნდში გოლოვკინმა შეძლო კარგი შეტევის განხორციელება, მაგრამ მისმა მეტოქემ გაძლო.

საბოლოოდ, თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში სამივე მსაჯმა უპირატესობა გოლოვკინს მიანიჭა - 115:112, 115:112, 114:113, რასაც ჯეიკობსი არ დაეთანხმა: "ვფიქრობ, ბრძოლა მე მოვიგე და ფანები ამაში დამეთანხმებიან. მოვიგე, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ მათ გადაწყვეტილებას დავეთანხმო". ჯეიკობსისთვის ეს იყო მეორე წაგება 34 ბრძოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა