"ოლიმპიას" ქართველმა კალათბურთელმა ადრიატიკის ლიგაზე ყველაზე უკეთ, გუშინ, ჩეხურ "ნიმბურკის" წინააღმდეგ ითამაშა
გიორგი შერმადინმა ევროლიგაზე საუკეთესო მატჩი "ბარსელონასთან" ჩაატარა, სლოვენიის თასზე - "ზლატოროგთან", ხოლო ადრიატიკის ლიგაზე ყველაზე უკეთ გუშინ ჩეხურ "ნიმბურკის" წინააღმდეგ ითამაშა. ამის დასტურად გიორგის სტატისტიკაც გამოდგება და შეხვედრის MVP-ად დასახელებაც.

216 სმ სიმაღლის ქართველმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 24 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. იგი ორქულიანებისას უშეცდომო იყო - 5-დან 5, 8 საჯარიმოდან კი 5 ჩააგდო. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩეხები გიორგიზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია, რაც გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სხვათა შორის 24-იანი მქკ გიორგის სარეკორდო შედეგიც გახლავთ.

სამწუხაროდ, მწვრთნელმა იურე ჟდოვჩმა ვლადიმერ ბოისა მხოლოდ 4 წუთი ათამაშა.

ახლა მატჩის მსვლელობაზეც ვთქვათ. "ოლიმპიამ" ცუდად დაიწყო, თუმცა მეორე პერიოდიდან თამაში გამოასწორა და მეოთხე ათწუთეულის წინ 60:52 დაწინაურდა. საბოლოოდ 74:63 სლოვენიელთა სასარგებლოდ.

ამ მოგებამ "ოლიმპია" ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია - 16 მოგება, 8 წაგება. შეინარჩუნებს თუ არა ამ პოზიციას, დღეს გამოჩნდება - ყველაფერი "პარტიზანი"-"ზადარის" მატჩში გადაწყდება ("პარტიზანებსაც" 8 გამარჯვება უწერიათ).

ადრიატიკის თასის დასრულებამდე 2 ტური რჩება. "ოლიმპიას" ოთხეულში (შესაბამისად ნახევარფინალში) გასვლა განაღდებული აქვს. სლოვენიელები მორიგ მატჩს 16 მარტს სერბულ "რადნიჩკისთან" ლიუბლიანაში ჩაატარებენ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა