"საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყველა მორაგბე დღეს ფრანგული ესპუარების დონეს აკმაყოფილებს"
საფრანგეთის სარაგბო კლუბებში ესპუართა შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ქართველი მორაგბეა. მათ შორის ერთ-ერთი ლუკა იურინია, რომელიც "ლიონში" ასპარეზობს. ის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელიც წლეულს თბილისსა და ქუთაისში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება.

ფრანგულ მედიაში გამოქვეყნდა ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ მორაგბესთან. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

- ლუკა, გთხოვთ გააცნოთ თქვენი სარაგბო კარიერა ჩვენს მკითხველებს...

- დავიბადე თბილისში 1997 წლის 13 მაისს. რაგბი ჩემთვის საოჯახო საქმეა. მამა და მისი ძმა მორაგბეები იყვნენ. ჩემი ბიძა დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო. რაგბის თამაში ხუთი წლის ასაკში დავიწყე სარაგბო კლუბ "აკადემიაში". 13 წლის რომ გავხდი, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში მოვხვდი და საფრანგეთში საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზე. "ლიონის" სკაუტმა შემამჩნია და წინადადება შემომთავაზა, ამ გუნდში გადავსულიყავი. ასე რომ, ლიონში ადრეულ სიყმაწვილეში ჩამოვედი და მას შემდეგ ადგილობრივ კლუბში ვვარჯიშობ.

- კმაყოფილი ხართ იმ სათამაშო დროით, რაც "ლიონში" გეძლევათ?

- შარშან სათადარიგო გუნდში ვთამაშობდი. საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო მეძლეოდა. კარგად მომზადებული გუნდი გვყავდა. საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ. მაშინ ხან მგეზავად ვთამაშობდი, ხანაც შუამარბად, მაგრამ ძველმა ტრავმამ კიდევ ერთხელ შემახსენა თავი და მკურნალობისთვის გარკვეული დრო დამჭირდა. შედეგად, გამოვტოვე ნახევარფინალი "მონ დე მარსანთან" და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში.

მოედანს შარშან სექტემბერში დავუბრუნდი. თუ ტრავმა არ მაწუხებს, მუდმივად ვთამაშობ. ახლა გარემარბი ვარ და ეს ზრდაში ხელს მიწყობს.

- თქვენ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ბრიტანულ ტურნეში ახლდით, სადაც ჯერ ირლანდიური "ოლსტერის" ახალგაზრდულ გუნდს (27:12) და მერე შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებს (21:17) მოუგეთ. რას გვეტყოდით ამ ტურნეს თაობაზე?

- დიახ, ჩვენ ბრიტანეთში ორი მატჩი გავმართეთ. პირველ შეხვედრაში შუამარბად ვითამაშე. ეს ჩემი პირველი თამაში იყო ნაკრებში დიდი ხნის შესვენების შემდეგ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების კვართით ვასპარეზობდი. ირლანდიელებთან მოგებულ მატჩში მუხლი დავიშავე და შოტლანდიელებთან აღარ მითამაშია. ამ ტურნეს შედეგი ჩვენთვის ძალიან პოზიტიურია. ორი თამაშიდან ორივე მოვიგეთ. გუნდმა აჩვენა სოლიდური, კარგად ორგანიზებული თამაში.

- საქართველო თავის ისტორიაში პირველად ჩაატარებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს. რა მიზანი აქვს თქვენს ნაკრებს?

- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლეულს ძალიან ძლიერია. გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომლებმაც შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს. საქართველოს რაგბის კავშირი ყველა ღონეს ხმარობს, რომ გუნდი საუკეთესო პირობებში მოემზადოს.

ჩვენი ნაკრები ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა (საფრანგეთი, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა). თუმცა, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. საამისო რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები შეძლებენ ფრანგული კლუბების დაინტერესებას?

- მაქვს შესაძლებლობა, რომ შევადარო ქართველი მორაგბეები იმ მოთამაშეებს, რომლებთან ერთად ან წინააღმდეგ ვთამაშობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყველა მორაგბე დღეს ფრანგული ესპუარების დონეს აკმაყოფილებს. ეს ქართული რაგბის პროგრესის შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ქართული რაგბი წლიდან წლამდე სულ უფრო წინ მიდის, ვითარდება. ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. სეზონიდან სეზონამდე ჩვენი თამაშის მანერა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეროვნულ გუნდში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მორაგბე ხვდება, რაც ახალი თაობის მაღალი კლასის დამადასტურებელია.

- თქვენ გქონდათ შანსი, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში გეთამაშათ...

- ის იყო, 18 წლის გავხდი, რომ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში მიმიწვიეს. მაშინ ტურნირი ლიონში გაიმართა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო. პატივი მქონდა, მეთამაშა საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიისა და სხვა ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ისეთი მორაგბეების წინააღმდეგ მეთამაშა, ფლუჟანს უოდრაოგო, ტიერი ბურაუა და რემი გროსუ რომ არიან. ეს არასდროს დამავიწყდება. ახლა ჩემთვის მთავარია, საკუთარი თამაში დავხვეწო და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zangura
მეც არ გამიკვირდა როგორც იქნა ჩვენმა ჟურნალისტებმა ახალგაზრდა მორაგბისგან ინტერვიუ აიღესთქო, თურმე დაკოპირებული ყოფილა. თქვენ ღმერთი გაგიწყრებათ ალბათ უცხოეთში რო დაუკავშირდეთ ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს და ინტერვიუ ჩამოართვათ, ან საერთოდ მათზე რამე ინფორმაცია რო დადოთ. ეჰ ...
ლევანი
წარმატებები ბიჭებო! ძალიან გვეიმედებით! უფალი გფარავდეთ!
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - თერთმეტი ცვლილება
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნები": მზადების დასკვნითი ფაზა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრნენ
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - მესამე ტესტი სამხრეთაფრიკელებთან
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსი ბორჯღალოსნების" 28-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა