"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ
დღეს, 6 მაისს, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, სამხრეთაფრიკული "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან ტესტ-სერიის მესამე შეხვედრას ჩაატარებენ. მატჩი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 29 აპრილს გამართულ პირველ თამაშში სტუმრები ანგარიშით 55:17 დაამარცხეს, მეორეში კი, 3 მაისს, 11:6 გაიმარჯვეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, მეორე შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი მორაგბე დატოვეს - ლუკა იურინი და გიორგი წიკლაური, რომლებიც "ვესტერნ პროვინსთან" მესამე მატჩსაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ. შეცვლილი 13 მორაგბიდან ნაწილმა მარქაფაში გადაინაცვლა, რომელიც პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 25-კაციანია.

სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან ლადო მიმინოშვილი, ბეჟან გავაშელიშვილი, დავით მესხი, დავით მოძღვრიშვილი და გელა აფრასიძე, ანუ ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც პირველ თამაშში იყო.

მორკინალებიდან პირველი შეხვედრის შემდეგ სასტარტოში ბრუნდებიან ლევან პაპიძე, გურამ გოგიჩაიშვილი, ბექა საღინაძე და გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი.

"ვესტერნ პროვინსთან" წინააღმდეგ პირველად ითამაშებენ მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, ხოლო უჩა ჭეიშვილი და არსენ მაჩალაძე პირველად არიან სასტარტო შემადგენლობაში (29 აპრილს შეცვლაზე ითამაშეს).

"ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან თამაშის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 5-6 დღე დაისვენებენ და გააგრძელებენ მზადებას მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისამდე, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.

U20. საქართველოს ნაკრები

ხაზი: 15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი);

შერკინება: 1. უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), 3. გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), 5. ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), 8. არსენ მაჩალაძე (აია);

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), 17. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. გიორგი ნუცუბიძე (აია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 24. საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), 25. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა).

შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), ლევან ჭავჭავაძე (არმია), პეტრე ჯინჭარაძე (აია), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გელა მახარაშვილი (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), შოთა არეშიძე (აია); ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

oto
Dzalian minda kureba da var USA shi samtuxarod da eseti tamashis gamotoveba rogor sheidzleba gadmoeca romelime televizias degeneratoba gadacemebi rom gakvt gashvebuli
daviti
ხომ შეიძლება რომელიმე ტელევიზიამ ანახოს მასეთი თამაში ან ინტერნეტით შეიძლებოდეს ყურება ეგ ჩვენი მომავალი ნაკრებია პატარა ბიჭები წახალისდებიან .
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - თერთმეტი ცვლილება
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნები": მზადების დასკვნითი ფაზა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრნენ
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსი ბორჯღალოსნების" 28-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ლუკა იურინი: მოგება ყველა გუნდთან შეიძლება
U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის