იყო დრო, 31 წლის უნივერსალი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო

იყო დრო, გიორგი სეთურიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 2006-09 წლებში მან ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორმა 5-ჯერ მოირგო, მაგრამ ბოლო სამი წელია, მხედველობის არეალიდან დაიკარგა.

31 წლის უნივერსალი მარჯვენა მცველის როლშიც კარგად გამოიყურებოდა და ნახევარდაცვის ფლანგზეც კარგი შემტევი გახლდათ. სეთურიძემ "მცხეთაში" დაწყებული კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელა, რუსთავის "ოლიმპიდან" კი მაშინ მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე იენის "კარლ ცაისში" მიიწვიეს.

მაგრამ უცხოური კარიერა ვერ აეწყო და საქართველოში დაბრუნდა. ქუთაისის "ტორპედოს", "მეტალურგისა" და თბილისის "დინამოს" გარდა, ითამაშა აზერბაიჯანშიც ("სუმგაითი", "განჯა"). 2014 წელს კი გორის "დილაში" გამოდიოდა. ამის შემდეგ ის აღარც ქართულ გუნდებში ჩანდა და საერთაშორისო ცნობარებშიც მისი კარიერული გრაფა აღარ ივსებოდა...

ცხადია, გვეგონა, რომ სეთურიძემ კარიერა დაასრულა, მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ისევ თამაშობს, კერძოდ - რუდოლშტატის "აინჰაიტში", რომელიც გერმანიის ობერლიგის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზონაში გამოდის.

"კარლ ცაისში" ყოფნისას სეთურიძე გერმანელ გოგონაზე დაოჯახდა და რაკი საქართველოში დარჩენა და თამაში აღარ სურდა, გერმანიაში წავიდა და 2015 წელს ობერლიგის კლუბში ჩაირიცხა.

იქ ის გუნდის ლიდერი გახდა და კარგი თამაშით მესამე ბუნდესლიგის კლუბი დააინტერესა, მაგრამ "აინჰაიტის" პრეზიდენტმა პირობები გაუუმჯობესა, დარჩენაზე დაითანხმა და სეთურიძემაც გარემოს გამოცვლა აღარ ისურვა.

რაც უნდა უცნაური იყოს, ის ამ გუნდში თამაშითა და პირობებით ისეთი კმაყოფილია, საქართველოსკენ გამოხედვაც არ სურს.

საინტერესოა, არა, გერმანიის რანგით მეხუთე ლიგაში ასეთი რა პირობებია? მაგრამ სანამ ჩვენი ეკონომიკა "იფურჩქნება", მანამდე ასეთი ამბები არავის გაუკვირდება და ფეხბურთელსაც ვერავინ გაამტყუნებს - მათი კარიერა ხანმოკლეა და ამ პერიოდში უნდა ჩაუყარონ ფეხბურთის შემდგომ ცხოვრებას საფუძველი. მხოლოდ საქართველოში თამაშით კი ეს, ჯერჯერობით და სამწუხაროდ, წარმოუდგენელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივიკ
ბოლო ბოლო ყველაფერს რო თავი დავანებოთ გერმანიაში ცხოვრება ჯობია საქართველოში ცხოვრებას დდ
ბესო
წარმატებები ' იქ უნდა იყო სადაც ბედნიერი ხარ
მერაბი
დაახლოებით 10 ათასი ევრო თვეში-შეადარეთ ქართულ რეალობას და მიხვდებით.
კოტე
სწორი გადაწყვეტილება მიუღია. ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც უკეთესი პირობები აქვს.
zangura
"ტრამპლინად" გამოადგება :D
ნოდარი
http://www.einheit-rudolstadt.de/index.php?id=31 სპონსორების სიას გადახედეთ და მერე შეადარეთ ჩვენი პირველობა. ვჩპ
ჰაჰა
გერმანიის მოქალაქე გამხდარა. ჰოდა დამატებითი შემოსავალი აქვს.
saba
sakartvelos pro1 aris samokvarulo liga da didi pretenziebi ki gvakvs izozxlet)))
giga
რა პირობები და ღრუზლანდია არაა. აი ეგ.
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓮᓣᓠᓪᓘᓚᓐᓕᓐ ᓓᓐ ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓡᓔᓗᓣᓠᓘᓫᓔ ᓒᓝᓠᓘᓡ "ᓓᓘᓚᓐᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓔᓜ
კოლხეთი-დილა 0:1 - შინ არ წავაგებდითო [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ
დილა-ვიტ ჯორჯია 4:2 - უხვგოლიანი სპარინგი გორში
დილა-შირაქი 2:0 - წითელი ბარათებიც, პენალტებიც...