"დილამ" გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში სომხური "შირაქი" დაამარცხა

გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. უჩა სოსიაშვილის შეგირდები გუშინ საკუთარ მოედანზე ამხანაგურად გაეჯიბრნენ გიუმრის (სომხეთი) "შირაქს". მიუხედავად სტატუსისა, მატჩი საინტერესო გამოდგა.

ფეხბურთელები არც სიხისტეს ერიდებოდნენ, რაც მერე უხეშობაში გადაიზარდა და მსაჯმა თითო ტაიმში "შირაქის" ორ ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი, თუმცა, შეთანხმებისამებრ, გაძევებულს სათადარიგო მოთამაშე ცვლიდა.

უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო. გორელები უტევდნენ, ხიფათსაც ქმნიდნენ და ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი. საგოლე შანსები ჰქონდათ ირაკლი მოდებაძესა და ალან ბაგაევს, გოლი კი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გავიდა და ისიც - გიორგი ერისთავის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით. სომეხთა კარში 11-მეტრიანი ლუკა რაზმაძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში სოსიაშვილმა სხვა შემადგენლობას უხმო მოედანზე. ერთადერთი, ვინც მატჩი სრულად ჩაატარა, გორელთა ახალწვეული მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი გახლდათ.

"შირაქი" კონტრშეტევებით ცდილობდა შედეგის მიღწევას, მაგრამ მასპინძელი მცველები ამას მომზადებულები ხვდებოდნენ. სომხებმა რამდენჯერმე შეუტიეს მწვავედ, თუმცა ნაღდ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

საპირისპირო მხარეს კი აღსანიშნავია ოთარ მარცვალაძის მიერ სახიფათოდ შესრულებული "სტანდარტული", ერთხელაც მათე კვირკვიას აქტიურობისას გადარჩა "შირაქი"...

მეორე გოლიც პენალტით გავიდა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ გიუმრელები ამჯერად საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დასაჯა, 11-მეტრიანი კი გიორგი სეთურიძემ აქცია გოლად და ანგარიშს საბოლოო სახე მისცა - 2:0.

რამდენიმე დღეში "დილა" ანტალიას გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მზადებას ბელგრადის "პარტიზანთან" გასამართი ევროჯახისთვის. თურქეთში რამდენიმე ამხანაგური მატჩიცაა დაგეგმილი. მეტოქეთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიმართვა Nukriს
ნუკრი 2 წითელი კი მიიღეს მაგრამ 11 ფეხბურთელით იყვნენ ისევ, ანუ ვინც წითელი მიიღო ის უბრალოდ სკამზე დაჯდა :) შეიძლება 1-1 ზე გადიოდა ფეხბურთელი და მოჩეხეს, ძალიან უხეშად თამაშობდნენ და საერთოდ თამაში უნდა ჩაშლილიყო მაგრამ როგორც სჩანს ძალიან მომთმენები ვართ
Nukri
ასეთი მოგება არ მინდოდა..2-პენალი და წითელი ბარათები,გამოდის რომ მსაჯებს მოუგიათ
Nukri
გიგი.მოგეწონა თამაში?
Nukri
ისე გამათხოვრდნენ არაა გამორიცხული ,რომ მართლა წავიდნენ დილაზე დაბალი დონის (ფულით მდიდარ)კლუბში
gigi
გორი გუშინ ნავალოვსკი გორში იყო ტრიბუნებზე დავინახე
gori
სადაა ნავალოვსკი, ამისულაშვილი,?????თუ ამათაც უარი თქვეს და სასომხეთში ან მოლდავეთში გაიქცნენ 100 ევროზე???
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დილას" კაპიტანი ლუკა რაზმაძე ეროვნული ლიგის თანარეკორდსმენია
უჩა სოსიაშვილი: ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
დილა-კოლხეთი 3:0 - ნოკდაუნიდან მოსულიერდა [VIDEO]
ლუკა რაზმაძე უჩა სოსიაშვილის რაზმში... გორის "დილამ" მზადება დაიწყო
ბოლნისის "სიონი": ახალი ილუშჩენკოვი და ძველი რაზმაძე
გიორგი სეთურიძე ობერლიგაშია - ასეთი რა პირობებია გერმანიის რანგით მეხუთე ლიგაში?
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓮᓣᓠᓪᓘᓚᓐᓕᓐ ᓓᓐ ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓡᓔᓗᓣᓠᓘᓫᓔ ᓒᓝᓠᓘᓡ "ᓓᓘᓚᓐᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓔᓜ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
დილა-ვიტ ჯორჯია 4:2 - უხვგოლიანი სპარინგი გორში
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]
სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია
კოლხეთი-დილა 0:1 - შინ არ წავაგებდითო [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა