ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

24-lelo

24-lelo

მშვილდოსნები

ახალი სეზონისთვის

გუშინ ბათუმში, ანგისას სტადიონზე დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელიც ღია არენაზე, ოლიმპიურ დისტანციაზე ტარდება. ამით ჩვენი მშვილდოსნები საზაფხულო სეზონს იწყებენ - პირველი შეჯიბრება სწორედ ესაა. გუშინ საკონტროლო სროლები გაიმართა, დღეს კი საკვალიფიკაციო ეტაპია.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში - უფროსებსა და ახალგაზრდებში გაიმართება, ასევე ცალ-ცალკე იასპარეზებენ ქალები და ვაჟები. ეს ჩემპიონატი მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა უფროსთა შორის "ევროპის დიდი პრიზის", ხოლო ახალგაზრდებში - "ევროპის ახალგაზრდული თასისთვის". პირველ შეჯიბრებას 25-29 აპრილს პოლონური ლეგნიცა უმასპინძლებს, მეორეს კი 17-22 აპრილს - ბერძნული მარათონი. თუმცა ეს უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, წლეულს კი მშვილდოსნებს ევროპის ჩემპიონატიც აქვთ და - მსოფლიოსიც.

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი უდანაკარგოდ არ ტარდება, თუმცა ეს დანაკლისი მხოლოდ ქალთა ტურნირზე მოდის - არ იასპარეზებენ პირადში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და გუნდურში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი (უკრაინის სახელით) იულია ლობჟანიძე. ესებუამ ხელის თითები დაიზიანა და ამიტომ ტოვებს ტურნირს, ლობჟანიძე კი ოჯახურ-პირადი პრობლემების გამო აკლდება. მათ ისევ მიეცემათ "ევროპის დიდ პრიზზე" ნაკრებში მოხვედრის შანსი. განსაკუთრებით - ესებუას, ვისაც რეალურად აწუხებს ტრავმა და თან ასეთი გამოცდილების სპორტსმენზე უარს ასე იოლად ვერ იტყვიან.

ამ დუეტის გარდა, ქვეყნის ჩემპიონატში ყველა უძლიერესი მსროლელი გამოვა - როგორც ქალებში, ასევე - ვაჟებში: შერეულ წყვილებში ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონები, ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი და სხვა. სრული სპექტრით იქნებიან წარმოდგენილნი ახალგაზრდებიც. გამოვლენ პარა-სპორტსმენებიც - თბილისიდან და ბათუმიდან, თუმცა მათთვის ცალკე შეჯიბრება არ ჩატარდება, ოლიმპიელებთან ერთად გამოვლენ. ჩემპიონატში სულ 50-მდე მშვილდოსანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ოთხ ქალაქს - თბილისს, ბათუმს, ხელვაჩაურს და ქუთაისს წარმოადგენენ.

როგორც გითხარით, დღეს შესარჩევვი ეტაპი გაიმართება და გამოვლინდებიან პლეი ოფის მონაწილენი. ისინი გამოთიშვის სისტემით ხვალ იასპარეზებენ. ტრადიციულად, ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, რომლებიც ფინალურ პაექრობებს ზეგ გამართავენ. აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ პირადი პირველობა გაიმართება, გუნდური და შერეული წყვილების პაექრობები კი მონაწილე გუნდების სიმცირის გამო არ გაიმართება.

ირაკლი თავაძე

ირაკლი თავაძე

მუშკეტერთა სატურნირო მარშრუტები

ქართველ მოფარიკავეებს წლეულს ფრიად დატვირთული გრაფიკი აქვთ: 11-17 ივნისს თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, 25 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ლაიპციგში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ამ უმიშვნელოვანესი შეჯიბრებებისთვის ჩვენი მუშკეტერები მონდომებით ემზადებიან. ორი დღის წინათ მათ დაასრულეს ორკვირიანი შეკრება ბორჯომში. ხვალ მოხმალავეები - სანდრო და ბექა ბაზაძეები, ასევე, მიხეილ მარდალეიშვილი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის, საერთაშორისო არბიტრ ზაზა მჭედლიძის ხელმძღვანელობით სეულში გაემგზავრებიან.

- 30-31 მარტს კორეის დედაქალაქში მოხმალავე ვაჟთა პირადი მსოფლიო გრან პრი გაიმართება, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ. - შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი უკვე 170-მა სპორტსმენმა გამოთქვა. შესაძლოა, ეს რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. საქმე ის არის, რომ გრან პრიზე სარეიტინგო ქულები ორმაგდება. მაგალითად, მსოფლიოს თასის გამარჯვებული 32 ქულას თუ იმსახურებს, გრან პრიში პირველ ადგილზე გასულს 64 ქულა ეწერება.

ტურნირის დაწყებამდე ჩვენები მასპინძლებთან ოთხდღიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. 30 მარტს ჯგუფებში ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი იბრძოლებენ, 31-ში კი სანდრო ბაზაძე ჩაებმება პაექრობებში. ის საკვალიფიკაციო ეტაპიდან თავისუფალია, რადგან ამჟამად მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-8 ადგილზეა. სანდრო კარგ ფორმაშია და მას სარეიტინგო მაჩვენებლების გაუმჯობესება შეუძლია.

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში რამდენი ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს?

- ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება, ამიტომ აქ მონაწილეთა სოლიდური შემადგენლობა გვეყოლება - 24 სპორტსმენი. მსოფლიოზე, ცხადია, შეზღუდულ რაოდენობას წავიყვანთ.

- მათი ვინაობა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა?

- არა, უკვე ცნობილია, ვინ უნდა წავიდეს მსოფლიოზე. ესენი არიან: მოხმალავეები - სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, დარია ანტონოვა, თეოდორა კახიანი. ლიკა ჯიჯიეიშვილის წაყვანასაც ვფიქრობთ, რადგან ქალთა ხმალშიც გვინდა, გუნდი გამოვიყვანოთ ლაიპციგში. კარგი პერსპექტივა აქვს. რაპირაში ლუკა ღაღანიძე, ხოლო დაშნაში მაია კუჩმაზოვა იასპარეზებს. განსაკუთრებული რამ თუ არ მოხდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს შემადგენლობა არ შეიცვლება.

- ჯიჯიეიშვილს ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობაც ელის.

- 30 მარტიდან პლოვდივში კადეტებსა და ახალგაზრდებში მოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება. ჩვენგან იქ მხოლოდ მოხმალავენი გამოვლენ. კადეტებში მარიამ აფციაური და ნიკა ჭეიშვილი, ახალგაზრდებში კი ლიკა ჯიჯიეიშვილი და ნიკა შენგელია მოსინჯავენ ძალებს.

- 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე რას იტყვით?

- 18 აპრილს 17-კაციანი დელეგაციით ბელარუსის დედაქალაქში გავემგზავრებით. სადაც 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას გავივლით, რომლის დამთავრების შემდეგ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით. შეჯიბრებაში 12 ან 13 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას სამივე დისციპლინაში.

- ამბობენ, წლეულს მასტერსის საპრიზო ფონდი საგრძნობლად გაიზარდაო.

- დიახ, ასეა. საერთაშორისო ფედერაციამ მიაღწია იმას, რომ წლეულს მასტერსის საპრიზო ფონდი 6 მილიონი იქნება. შეჯიბრებაში როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის სამივე სახეობაში საპრიზო ადგილებისთვის რეიტინგით 16-16 საუკეთესო მოფარიკავე იასპარეზებს. 2018 წელს მასტერსი გუნდურშიც გაიმართება.

სერბეთს ხომ ვუგებთ!

განვლილი შვიდდღეულის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, რაგბი იყო. "ტაიმლაინისთვისაც" შესაბამისი თემა გამოვიდა:

ქართული ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ხომ გახსოვთ? მასში მშვენიერი ფრაზაა: "გეკუთვნის, მაგრამა... არ გეკუთვნის!"

სწორედ ასეთი სიტყვები შეესაბამება ჩვენს სარაგბო სიტუაციას: ევროპის რაგბის ჩინოსნებმა ერთა თასი საქართველოს ნაკრებს გადასცეს, თუმცა დააყოლეს - მაგრამ არ გეკუთვნითო. თურმე, თავადაც ვერ გაარკვიეს, თანაბარი ქულების შემთხვევაში, რა კომპონენტს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა, საქართველოსთვის უნდა მიეცათ ჯილდო თუ რუმინეთისთვის. "ოსკარების" დაჯილდოების 2017 წლის ცერემონიალზეც ასეთივე შეცდომა მოუვიდათ: "ოსკარი" "ლა ლა ლენდს" მისცეს... თურმე, "მუნლაითს" ეკუთვნოდა.

რუმინელებთან პირველი გამარჯვება 16 წლის წინათ მოვიპოვეთ. ეს ის ისტორიაა, შესაძლოა, სახალისო რუბრიკისთვის ზედმეტი იყოს, მაგრამ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული "პოსტი":

ქომაგი ბესო ბახტაძის მონათხრობიდან:

"გამახსენდა იმ მატჩის პერიპეტიები, რომელიც 16 წლის წინ ბუქარესტში გაიმართა. მანამდე "ბორჯღალოსნებს" რუმინელები არ ჰყავდათ დამარცხებული და ალბათ, ვერც მაშინ მოუგებდნენ, რომ არა ლევან ცაბაძის, ლეონსიოს გმირობა. მატჩის მსვლელობისას ქართველთა ბურჯს ხერხემლის პრობლემა შეექმნა, ნერვი მოჰყვა მალებს შორის და მოედნიდან გასვლა მოუხდა. შემოწმების შედეგად გადაწყდა, რომ ლეონსიო იმ მატჩში აღარ დაბრუნდებოდა, რადგან შესაძლო იყო, მისთვის ფატალურად დამთავრებულიყო, რაც კარიერის ან სულაც სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ექიმებმა ლევანს ყველაფერი აუხსნეს. ლეონსიომ, შეატყო რა, რომ გუნდს მის გარეშე ძალიან უჭირდა, მიიღო გადაწყვეტილება, სიცოცხლე სასწორზე დადო, მოედანს დაუბრუნდა და გადამწყვეტი ლელო დაუდო მოწინააღმდეგეს. აი, ასეთი ბიჭების მხრებზე გადაიარა ქართული რაგბის უმძიმესმა პერიოდმა. ეს ლელო და ეს მატჩი იყო დიდი აღმავლობის დასაწყისი."

სერიოზული თემა სერიოზულითვე განვაგრძოთ. მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენა სერბეთთან მატჩია. ბალკანელებს რუსეთში საქართვეელოს გავლით მოსურვებიათ გადასვლა - გაუგიათ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიაო... ასეთი არასასურველი სტუმარი საქართველოს ისტორიულად ბევრი ჰყოლია და ბევრიც გაადაჩეხილა ქართულ უღელტეხილებზე. საინტერესოა, სერბები როკის უღელტეხილით აპირებენ გადასვლას, თუ ჯვრის? თუმცა ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს - მეტოქე არც ერთგან არ უნდა მივუშვათ. უნდა დავამარცხოთ და ისე გავაბრუნოთ თბილისი-ბელგრადის ავიარეისით, როგორც ჩამობრძანებულა. ბელგრადზე პირდაპირი ფრენა არ არის? არც ესაა ჩვენი პრობლემა, ტრანზიტული რეისით სადაც უნდათ იქ წასულან...

უნდა დავამარცხოთ - თამამი ნათქვამია? არც ისე. ბოლოს როდის ითამაშა სერბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ევროპაზე, გახსოვთ? ინტერნეტში არ ჩაიხედოთ, ისე გაიხსენეთ. ჰოდა, რატომ არ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა სერბეთი შინაურ კედლებში, ქომაგის მხარდაჭერით?

კიდევ ერთ ქართულ ფილმს გაგახსენებთ - ვგონებ, ოფიციალურად ასე ჰქვია: ქალი საკერავი მანქანით. ჩვენს ენაზე - "სიყვარული ყველას უნდა". ხომ გეცნობათ ეს ფრაზა: შენ რომ გყავ, იმაი, რომ ჰყავ?.. მართალია, რატომ არ უნდა ჰყავდეთ გივილოსა და ბაწროს ცოლები, როცა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ჰყავს, იმაი ჰყავს...

ჰოდა, რატომ არ უნდა მოუგოს ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთს თუკი მორაგბეები უგებენ, კალათბურთელები უგებენ? რაგბში ბალკანელებს დიდი ხანია არ შევხვედრივართ, ქვედა ლიგაში თამაშობენ (შეიძლება აღარც თამაშობენ). კალათბურთში ვუგებთ? - ეგებ ვინმემ გაიკვირვოს, სერბეთს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ნაკრები ჰყავს. ფაქტს ვერსად გავექცევით - სერბეთის ნაკრებს ერთადერთხელ, 2015 წელს შევხვდით და 75:72 ვძლიეთ. 75-72=3. 3-ბურთიანი სხვაობა დღესაც საკმარისი იქნება. იყოს თუნდაც 5:2.

ერთი სამქულიანი და ეგაა! "ფეისბუქზე" ამოვიკითხე:

"ამბობენ, რომ ქეცბაიამ სტამბოლში, ლიგის ფინალზე გადასარევი რამ თქვა. შესვენებისას ("მილანი" "ლივერპულს" 3:0-ს უგებდა) რაღაცის საყიდლად გავიდა და დიდ რიგში გაეძრო. ტრიბუნაზე რომ დაბრუნდა, "ლივერპულმა" გოლი გაიტანა. ხედავს, ტაბლოზე დაწერეს 3:3. გაგიჟდა:

- სამქულიანი დაარტყეს? ჟ

ისევ სერბეთის საქართველოდან გასტუმრებაზე... გემით ხომ არ გავუშვათ? ბათუმი-დუბროვნიკის, ან ფოთი-გენუის რეისით? "არგო" გავიდა ხომ ფაზისიდან? - 3 ათასი წლის წინათ. დავაგვიანეთ. იყოს ფოთი-გენუის რეისი...

გაიცნობენ რომაელ, ეტრუსკ და "ახალ იტალიელ" მეზღვაურებს. მაგალითად მარიო ბალოტელის... ბალოტელი რომაელია თუ ეტრუსკი? - "ახალი იტალიელი"! და მეზღვაური? იგი წინა ცხოვრებაში ნამდვილად მეზღვაური იქნებოდა, კვანძს ისე კრავს, მეკობრეებს შეშურდებათ. აი, ფაქტიც:

განვლილ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩის სათამაშოდ "ნიცა" 10 ფეხბურთელით გამოვიდა მოედანზე. მეთერთმეტე, მარიო ბალოტელი გასახდელში იყო და ფეხსაცმლის თასმებში ახლართულიყო - ვერაფრით ახერხებდა შეკვრას. როგორც ირკვევა, კვანძის გამოყვანა ჯერაც არ უსწავლია. 26 წლის კაცი აწი რომ ისწავლის...

თასმის შეკვრას ვინ ჩივის, ინტერნეტში გავრცელებულია ვიდეო, რომელშიც ასახულია "ნაკიდკასთან" მოჭიდავე მარიო ბალოტელი... სავარჯიშო ეკიპირების ჩაცმასაც ვერ ახერხებს.

გვერდი მოამზადა

ვაჟა სიმონიშვილმა

განვლილ 7 დღეში იყო კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრა: "იუვენტუსი"-"ბარსელონა", "ბაიერნი"-"რეალი", "ატლეტიკო"-"ლესტერი" და "მონაკო"-"დორტმუნდი". საქართველოში "ბაიერნისა" და "რეალის" ქომაგები რომ უხვად არიან, არახალია. "ლესტერსა" და "დორტმუნდსაც" ჰყავთ გულშემატკივრები. ყველა ყველას ემუქრება.

"იუვენტუსის" ერთ-ერთმა ქომაგმა "ფეისბუქზე" მუქარის ტონით დაწერა: არ გაბედოს სუარესმა ტრავმის მიღება, ტურინში უნდა მოკვდეს ჯორჯო კიელინის ხელით... გემახსოვრებათ, 2014 წლის მუნდიალზე ურუგვაი-იტალიის მატჩისას სუარესმა კიელინის გემრიელად რომ უკბინა...

"ბარსელონისტები" მშვიდად არიან, რა ანგარიშითაც უნდა მოიგოს "იუვემ" შინ, კატალონიაში ჩამოსულს მაინც არ ეყოფაო.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?