საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმა ისაუბრეს
გუშინ თბილისში "თეთრი არწივები" გადმოფრინდნენ - 23 მარტს, საქართველოს სერბეთის ფეხბურთის ასოციაციისა და ბალკანელთა ეროვნული ნაკრების დელეგაცია ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ სერბეთი 8 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ ირლანდიას 2 ქულით ჩამორჩება.

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩისთვის ბალკანელებმა გუშინ "დინამო არენაზე" ივარჯიშეს, მანამდე კი მათმა მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გუნდის კაპიტან ბრანისლავ ივანოვიჩთან ერთად გამართა და ღიად განაცხადა, რომ გუნდი მხოლოდ მოსაგებად ჩამოიყვანა...

აქვე ვიტყვით, რომ პრესკონფერენციაზე სერბების ნალაპარაკები მათი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე უფრო ვრცლად გადასცეს და რამდენიმე გამორჩენილი დეტალი მათი დახმარებით დავამატეთ.

- ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. მართალია, მათ ჯერ არ მოუგიათ, მაგრამ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, საქართველო მეტს იმსახურებდა.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?

- ზოგადად, საქართველოს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათ შორის ჯანო ანანიძეს გამოვარჩევდი, რომელიც "სპარტაკში" თამაშობს.

საერთოდ, ვაისმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. მოლდოვასთან მეორე ტაიმის გარდა, ჯგუფის ყველა შეხვედრაში საქართველო კარგად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრები გუნდურადაც კარგად თამაშობს და თამაშის მაღალ ხარისხსაც აჩვენებს, თუმცა ხანდახან იღბალი აკლია.

- პოტენციალის სრულად გამოვლენას სერბეთის ნაკრებიც ვერ ახერხებს. გამოსავალს რაში ხედავთ?

- გვქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მოგვარებულია.

- საქართველო და სერბეთი არაპროგნოზირებად გუნდებს განეკუთვნებიან. იმის გათვალისწინებითაც, რომ ქართველებთან გიმუშავიათ, ჩვენი და სერბი ფეხბურთელების მენტალიტეტს შორის მსგავსებას ხომ არ ხედავთ?

- გეთანხმებით, მენტალური კუთხით მსგავსება არის. თუმცა ბოლო რამდენიმე მატჩში ჩვენი გუნდი ისე თამაშობდა, როგორც ფეხბურთელების ინდივიდუალურ კლასს შეეფერებოდა. ასე რომ, მაღალ დონეზე თამაში დავიწყეთ და სტაბილურობას მივაღწიეთ. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, პარასკევს რთული თამაში გველის, თუმცა მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ახლაც ასეთი მიზანი გვაქვს...

მუსლინმა სერბული ახალი ამბების სააგენტო "ბეტასთან" თქვა, რომ თამაში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა - გადამწყვეტი:

"ნაკრებში მუშაობის პერიოდში ჩემს განკარგულებაში ერთხელაც არ იყო ის შემადგენლობა, რომელიც გონებაში მიტრიალებდა. ახლა ეს დილემა გადაწყვეტილია, ყველა მოთამაშე ჩვენს განკარგულებაშია და სრულყოფილი შემადგენლობით ვითამაშებთ. ყველა ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

სერბეთის ნაკრები მატჩიდან მატჩამდე უკეთ გამოიყურება და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული".

გამოცდილმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა და ივარაუდა, რომ მის გუნდს თბილისში დიდი ზეწოლის გაძლება მოუწევს:

"მეტოქის დაუფასებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ქართველები სრულიად არაპროგნოზირებადები არიან. შეიძლება მეტოქეები ყველაზე სერიოზულ და ძლიერ მოწინააღმდეგედ დავყოთ, მაგრამ ყველასთან თანაბარი სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. ჩვენ საქმე გვაქვს მაღალ სპორტულ დონესთან.

გარდა ამისა, მაყურებლის ზეწოლასაც უნდა გავუმკლავდეთ. კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი ის არის, რომ 2010 წლის შემდეგ სერბეთის ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირებზე გასვლას ვეღარ ახერხებს. ამას მოთამაშეები კარგად აცნობიერებენ და ვფიქრობ, მათი მოტივირება პრობლემა არ უნდა იყოს".

ბრანისლავ ივანოვიჩი:

- საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს. თბილისში ჩვენ აუცილებლად 3 ქულისთვის ვითამაშებთ. მაგრამ, როცა წილისყრის შედეგი გახდა ცნობილი, მაშინვე ვთქვით, რომ ჯგუფიდან გასვლა ურთულესი ამოცანა იქნებოდა.

აქ დააახლოებით თანაბარი დონის გუნდები მოხვდნენ და ვიცით, რომ 24 მარტსაც ძალიან საშიშ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე, ხვალ სერბეთის ნაკრებს რთული დაპირისპირება ელის.

მაგრამ ჩვენ ამ თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებულები. ყველა ფეხბურთელი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. თუ შევძლებთ, რომ მეტოქე პრესინგით მისსავე ნახევარზე შევბოჭოთ და ვითამაშებთ, როგორც ერთსულოვანი გუნდი, მაშინ წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

სერბების ყველა გამონათქვამიდან აშკარაა, რომ საქართველოსთან მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან. მათთვის თბილისში 3 ქულის მოპოვება მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან მიახლოებას ნიშნავს, მაგრამ იმედია, ბალკანელებს საქართველოში ფრთებმოტეხილი "არწივების" როლში ვიხილავთ და ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების წარმატებით გაიხარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

El Saprtxobela
ხომ გითხარით კომენტარებს კითხულობენ მეთქი, დავწერე მოედანზე არმაგედონი უნდა მოვუწყოთ მეთქი, და აგერ იმას გამოხვალ იქ.. გამოიხედავ აქეთ და ეს მუსლინი იმას ლაპარაკობს სტადიონზე მაყურებლის ზეწოლას უნდა გავუძლოთო.. კი, ეს ყველამ იცის და ამაში ყველა გვიფრთხიან, იციან დინამო თუ შეივსო და აბობოქრდა თავზე დავამხობთ ყველაფერს, მაგრამ რად გინდა... როცა მოგვეხოშება მაშინ ვაკეთებთ ხოლმე და რამდენი იოლად გადაგვირჩნენ. შიშით ჩამოდიან ხოლმე და გახარებულები მიდიან. სერბეთთან ტრიბუნები სავსე არ იყო, აბა არაა სირცხვილი? თუნდაც ის რად ღირს, რომ ადრე ესპანეთს ლომებივით დავხვდით, და მერე გერმანია რომ ჩამოვიდა სუყველა გასუსული ჩაფსმულები უყურებდნენ. რა დაგემართათ?
giga
S.P რა შუაშია შენი კომენტარი, საფეხბურთო თვალსაზრისით გიპასუხე და პოლიტიკაზე გადაიტანე? სად ერეკლე და სად დოდო? ამ ძალად ფეხბურთელებს ვინ უნდა თვლიდეს რამედ სან მარინოს და ეგეთების გარდა????
S.P
gigas. arc grusebi ar gvtvlian ramed.magram ar viarsebot?!
Vakhtang Lobzhanidze
ამ დროისთვის 18 000 ბილეთია გაყიდული...
lasha
რამდენი ბილეთია გაყიდული არ იცით?
giga
და რატო უნდა ჩაგვთვალონ რამედ?
S.P
mivmartav hvens nakrebs.dzmebo amaze meti motivacia raga gvinda.uehveli 3 qulisatvis modian.ar gvtvlian ramed. ert muhad hevikribot da mouckot didgori.gamarjveba saqartvelos.
ლაშა
სერბების კაპიტანი ბრანისლავ ივანოვიჩია, და ეს სტანისლავი ვინაა, ინტერვიუში რომ მონაწილეობს? ალბათ ნათესავია :-)
ილია
ჩვენ თურმე რთული მეტოქე ვყოფილვართ მათვის, ღმერთმა ქნას ასე ყოფილიყოს დღეს, წარმატებები ჩვენს ნაკრებს
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ბრანისლავ ივანოვიჩი: საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ცოტა ქულა აქვს, მაგრამ...
სერბეთის ნაკრების მწვრთნელად მლადენ კრსტაიჩი დანიშნეს
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
ქართველები სათანადოდ ვერ დავაფასეთ - სერბები თბილისურ მატჩზე
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
[მეტოქე სერბეთის ნაკრები] თბილისში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ
ტრანსფერ ONLINE: ბოლო დღის ორომტრიალი - 31 იანვრის ტრანსფერები
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
კარაგერი: მსოფლიო თასზე რაღაც მოხდა, ამიტომ აღმოჩნდა სუარესი "ლივერპულში"
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
მუსლინს, რომელმაც ვაისს ორივე დუელი მოუგო, სომხეთის ნაკრებს ჩააბარებენ
ივანოვიჩი პრემიერლიგაში ბრუნდება
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ