"ბორჯღალოსნების" ტესტმატჩს არგენტინასთან ინგლისელი მსაჯი განსჯის
ხუთშაბათს რაგბი კანადამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 10 ივნისს საქართველოს ნაკრებთან ტესტმატჩს კალგარის "რაგბი პარკი" უმასპინძლებს, ერთი კვირის შემდეგ კი კანადის ნაკრები ედმონტონში რუმინეთის ნაკრებს დაუხვდება.

"ეს მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს რეიტინგში წინსვლისთვის. ამერიკასთან მატჩის წინ ორი სოლიდური მეტოქე გვეყოლება", - განაცხადა კანადის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკ ბლევინსმა, რომელიც სწორედ კალგარელია.

"ქართველები, როგორც ერი, ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად და ეს კარგად ჩანს სარაგბო მოედანზე. ამ ბიჭებთან თამაშისას ისეთ დარტყმებს იღებ, რომ მატჩის მერე სიარულიც კი ჭირს. ეს კი შენს ორგანიზმსა და გონებას სერიოზულ ტესტს უტარებს, ზუსტად ის არის, რაც ასე გვჭირდება", - ამბობს კანადელი მორაგბე.

გრემ მოფეტი (კანადის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "ჩვენ ვხვდებით რეიტინგით ათი საფეხურით წინ მდგომ მეტოქეს, რომლისთვისაც რაგბი ეროვნული სახეობაა. ყოველთვის დიდებულია, როცა შენზე წინ მდგომის დამარცხების შანსი გეძლევა. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისა და მოთამაშეებისთვის. ყველაფერს გავიღებთ ამ თამაშების მოსაგებად".

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ 24 ივნისს არგენტინა-საქართველოს ტესტმატჩს ინგლისელი არბიტრი ლუკ პირსი მოემსახურება.

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო