კიმიხი, ვერნერი, სხვები... როგორი იქნება მსოფლიოს ჩემპიონის უახლოესი მომავალი
გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი რომაა, ამას ბევრი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება. მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე გერმანელები ყოველთვის ფავორიტთა შორის არიან.

"ბუნდესმანშაფტის" ამ თაობამ მსოფლიოს პირველობა მოიგო და, რა თქმა უნდა, მათი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ასეთივე გაგრძელებას ელის. ფეხბურთში დრო სწრაფად გადის. გერმანიის ნაკრებშიც იქნება გარდაუვალი თაობათა ცვლა. ვნახოთ, ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ბუნდესნაკრების გულშემატკივარს ახლო მომავალში.

მეკარეები

ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. თავი დავანებოთ მანუელ ნოიერს. ის უპირობო პირველი ნომერია და ჯერ წასვლას არსად აპირებს. მის გარდა, გერმანიას ჰყავს 26 წლის კევინ ტრაპი, 25 წლის ბერნდ ლენო და 24 წლის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. მეკარეების კონტინგენტით გერმანია, ალბათ, მართლაც საუკეთესოა მსოფლიოში.

მცველები

არც დაცვაშია ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა. მაგალითად, აზებაიჯანთან შეხვედრაში ნაკრებში გამოძახებული გახლდათ "ჰოფენჰაიმის" მცველი ნიკლას ზიულე. ის მხოლოდ 21 წლისაა.

22 წლისაა ჯოშუა კიმიხი. მას ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში. აზერბაიჯანთან შეხვედრაც შესანიშნავად ჩაატარა და, ზოგადად, ისე ირჯება, როგორც სანაკრებო ომებში გამოცდილი ფეხბურთელი.

ნაკრების კარზე აკაკუნებენ "ლევერკუზენის" მცველები, ჯონათან თა (21წლის) და ბენიამინ ჰენრიკსი (20 წლის). აქ განსაკუთრებით კიმიხის გამოყოფა ეგების - არცთუ შორეულ მომავალში მას "ბუნდესმანშაფტის" ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ.

ნახევარმცველები

სწორედ ამ სათამაშო რგოლში არიან თავმოყრილნი გერმანიის ნაკრების საუკეთესო შემსრულებლები. უნდა ითქვას, რომ მათ ღირსეული ცვლა მოსდით. მაგალითად, 23 წლის იულიან დრაქსლერი. "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი უკვე კარგა ხანია, მნიშვნელოვანი ფიგურაა გერმანიის ნაკრებში.

როგორ გინდა გამოგრჩეს "მანჩესტერ სიტის" უნიჭიერესი გარემარბი, 21 წლის ლეროი სანე? მან უკვე მოასწრო ამ სეზონში ინგლისურ კლუბში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანა. აქვეა "ლევერკუზენის" 20 წლის ტალანტი იულიან ბრანდტიც.

აზერბაიჯანთან მატჩისათვის ისინი არ ყოფილან ნაკრებში გამოძახებულნი, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდნენ "დორტმუნდის" 21 წლის საყრდენი იულიან ვაიგლი, "შალკეს" 22 წლის შუახაზელი ლეონ გორეტცკა, "შალკეს" კიდევ ერთი ფეხბურთელი მაქს მაიერი; ნახევარმცველად შეგვიძლია ჩავთვალოთ "ვერდერის" ლიდერი სერჟ გნაბრი, ვინც უკვე გაიარა "არსენალის" სკოლა.

თავდამსხმელები

გერმანიის ნაკრებს არსებული კონტინგენტითაც და რეზერვითაც ყველაზე მეტად თავდასხმაში უჭირს. რა თქმა უნდა, ბუნდესმანშაფტის ქომაგებს შეუძლიათ ჰქონდეთ "ლაიპციგის" 21 წლის ფორვარდის, ტიმო ვერნერის იმედი, მაგრამ ის ამპლუით გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბბბ
ტიმო ვარნერი იქნება ახალი გერდტ მიულერი!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი შეირცხვინეს, მაგრამ ახლა ვერ აჩერებენ
ტიმო ვერნერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვერნერმა შესაძლოა, კარიერა ლა ლიგის გრანდში განაგრძოს
იქნებ მომხვდეს?! - ჯოშუა კიმიხის დარტყმის მოგერიებისას კეილორ ნავასს თვალები დახუჭული ჰქონდა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
კასანომ თანამემამულე გააკრიტიკა
ბოლო 5 წლის კოშმარული ღამეები... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 5 განადგურება [PHOTO]
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "დორტმუნდმა" ჰაკიმის დუბლით იმარჯვა, "ნაპოლი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: სუპერპროდუქტიული მხითარიანი
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიმო ვერნერით ინტერესდება
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
ვერნერი "ლაიფციგში" დაბრუნდა - გერმანელის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
მიუნხენის "ბაიერნი": "რეკორდმაისტერი" ასაკს მოიკლებს
ტერ შტეგენის და ბოატენგის გარეშე - გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტალანტები, რომლებიც "დორტმუნდმა" დაიმატა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
კიმიხი "ბარსელონაში" არ გადავა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
ტერ შტეგენმა სოლსკიაერის მიერ რეშფორდისთვის გადაცემული წერილი წაიკითხა
ლეონ გორეტცკა "ბაიერნთან" შეთანხმებას უარყოფს
"მილანი" "ლევერკუზენის" ფეხბურთელის შეძენას შეეცდება
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
მანუელ ნოიერი 2 ივნისს დაბრუნდება და გამოცდას ჩააბარებს
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
იუპ ჰაინკესი მიუნხენის "ბაიერნს" ზაფხულში დატოვებს
გორეტცკას ინგლისში აკვირდებიან
მარკ ანდრე ტერ შტეგენი ანდრეს ინიესტაზე: ის ყველას ძალიან გვიყვარს და უნდა დარჩეს
სად წავა ვერნერი? - ტიმოს მსურველები არ აკლია
გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოშუა კიმიხი აღიარეს
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა