ბრაზილიელის კონტრაქტი კიდევ ოთხ წელიწადზეა გათვლილი და წელიწადში ის 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალი" კაკას გაყიდვას შეეცდება.

ამასთან, კლუბი აუცილებლად გარკვეულ პრობლემებს წაწყდება. ბრაზილიელის კონტრაქტი კიდევ ოთხ წელიწადზეა გათვლილი, წელიწადში ის 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (გადასახადებიანად 15-ს). ამგვარად, საერთო თანხა, რომელიც ხელშეკრულების თანახმად კიდევ ეკუთვნის, 60 მილიონ ევროს შეადგენს და მოთამაშესთვის მსგავსი ხელფასის გადახდას რომელიმე კლუბი ძნელად თუ დათანხმდება.

კაკასთან განშორების სურვილი იმას ეფუძნება, რომ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელის პროდუქტიულობა არ აკმაყოფილებს. კაკა ტრავმის გამო დაკარგული ოპტიმალური ფორმის აღდგენას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი ამ დროისთვის თავს კაკას შეძენის უფლებას ვერ მისცემს, რადგან ფეხბურთელს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში ყაზანის "რუბინი" მზად იყო კაკას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაეხადა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კაკამ 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა