ფიფას რეიტინგი

ჩვენი ორი მეტოქე ათეულში

გუშინ ფიფასა და "კოლა კოლას" მარტის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და 72-ე ადგილზეა. ვიმედოვნებდით, რომ ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრების დამარცხება წინ წაგვწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან არც სომხებს აქვთ შთამბეჭდავი რეიტინგი – თუმცა ჩვენზე წინ მაინც არიან, 65-ე პოზიციაზე. ქართველებთან წაგებით მათ სამი ადგილით ქვევით ჩაინაცვლეს.

გადავხედოთ ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეების მდგომარეობას. ხორვატიამ და საბერძნეთმა საუკეთესო ათეულში ადგილი შეინარჩუნეს. ბერძნები მეათე ადგილზე რჩებიან, ხორვატებმა კი მეცხრედან მერვე საფეხურამდე აინაცვლეს. ისრაელი, რომელმაც 6-ადგილიანი ვარდნა განიცადა, 58-ე ადგილზეა, ლატვია კი ერთი პუნქტით დაწინაურდა და 75-ეა. ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა მალტამ 163-ედან 156-ე საფეხურამდე აინაცვლა.

რეიტინგის ზედა ათეულში განსაკუთრებული ცვლილებები არაა. საუკეთესო სამეული უცვლელი დარჩა და ზუსტად იმ თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი, 2010 წლის მუნდიალზე რომ განლაგდა, არგენტინამ მეოთხე ადგილი ბრაზილიას მეხუთეში გაუცვალა, ხორვატიამ კი მერვე პოზიცია პორტუგალიას ჩამოართვა.

ფიფასა და "კოკა კოლას" ერთობლივი ვერსიით, მსოფლიოს ათი საუკეთესო ნაკრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. ჰოლანდია, 3. გერმანია, 4. არგენტინა, 5. ბრაზილია, 6. ინგლისი, 7. ურუგვაი, 8. ხორვატია, 9. პორტუგალია, 10. საბერძნეთი.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა