ვინუს უილიამსმა ასაკობრივი რეკორდი დაამყარა
ამერიკელი ვეტერანი ვინუს უილიამსი აგრძელებს რეკორდების გადაწერას. ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ქალებში, ვინც მსოფლიოს პირველი ნომრის დამარცხება მოახერხა. 36 წლისა და 10 თვის ვინუსმა 7:5, 6:3 მოუგო ანჟელიკ კერბერს, რომელიც ჯერაც უტიტულოდ რჩება 2017 წელს.

უილიამსი მაიამის ტურნირის მესამე ნახევარფინალისტი გახდა. ის დომინირებდა კერბერის წინააღმდეგ, რაზეც მეტყველებს 13 გამომუშავებული ბრეიკ-პოინტი, თუმცა, ამერიკელს რეალიზაციის მხრივ ჰქონდა გარკვეული პრობლემები - 5 ბრეიკი შეასრულა. საინტერესოა, რომ ორივე სეტს კერბერი ბრეიკით იწყებდა. პირველ პარტიაში ვინუსმა მალე გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ მეტოქეებმა ისევ გაცვალეს გეიმები და ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა მე-12 გეიმში უილიამსმა მესამე ბრეიკით მოიგო სეტი - 7:5.

მეორე სეტი კერბერმა ბრეიკით გახსნა, მაგრამ შემდეგ ინიციატივას მთლიანად უილიამსი დაეუფლა. მატჩის ბოლომდე გერმანელს მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც აღარ ჰქონია, ვინუსმა კი ზედიზედ ორი ბრეიკი გააკეთა. ამერიკელს ბოლოსკენ გაეწელა გამარჯვების გაფორმება - მხოლოდ მეხუთე მატჩბოლი გამოიყენა.

კერბერმა ამ სეზონში მეშვიდე მატჩი წააგო.

ვინუსი ფინალში გასასვლელად ბრიტანელ იოჰანა კონტას შეხვდება, რომელმაც ორსაათნახევრიანი "თრილერი" გადაიტანა რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ.

კერბერის მსგავსად, ჰალეპიც ძალიან წარუმატებელ სეზონს ატარებს, თუმცა მაიამიში ნახევარფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორეში 0:3-დან იმდენი გააკეთა, რომ 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამის შემდეგ იყო მარათონული და თან უცნაური ტაი-ბრეიკი - გათამაშდა 16 ბურთი და 11-ჯერ მინი-ბრეიკი დაფიქსირდა. ჰალეპი ერთხელაც ვერ მივიდა მატჩბოლამდე და მე-13 გეიმი 7:9 წააგო.

მეორე სეტის წაგებით გაწბილებული ჰალეპი უშანსოდ იყო მესამეში - რუმინელმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ გამოიმუშავა და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება - 3:6, 7:6(7), 6:2.

1/4 ფინალი

კონტა (ბრიტ, 10)-ჰალეპი (რუმ, 3) 3:6, 7:6(7), 6:2

ვ. უილიამსი (აშშ, 11)-კერბერი (გერ, 1) 7:5, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ