ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

იტალიელები გამოფხიზლდნენ

უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში კრიზისია. არც ისაა სიახლე, რომ ეს კრიზისი დიდწილად სტადიონების მოძველებამ და ზოგადად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ფედერკალჩოს პრეზიდენტმა - მოვუსმინოთ ჯანკარლო აბეტეს და შემდეგ, განვავრცოთ თემა:

"უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ სტადიონები რეკონსტრუქციას საჭიროებენ და ეს პროცესი დაწყებულია. კარგი იქნებოდა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოგვეპოვებინა, ეს ერთი-ორად დააჩქარებდა პროცესს, მაგრამ უეფამ კონკურენტს მიანიჭა უპირატესობა და ისღა დაგვრჩენია, პრობლემას საკუთარი ძალებით ვებრძოლოთ. ერთი, რომ გულშემატკივარი მოაკლდა სტადიონებს და მეორე, ფეხბურთელებს უხარისხო მინდვრებზე უწევთ თამაში. ორმოებიან მინდორზე სწრაფ ტემპში ვერ ითამაშებ, ამიტომ, ჩვენი გუნდები სწორედ სისწრაფეში იჩაგრებიან ევროსარბიელზე. პრობლემა უნდა მოგვარდეს, ვიცი, რომ პროცესი დაძრულია და ეს ძალიან მახარებს".

პროცესი მართლაც დაიძრა და სანამ ახალ სტადიონებზე მოგახსენებდეთ, მილოშ კრასიჩის სიტყვებიც გავიხსენოთ – სერბმა ნახევარმცველმა "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისთან საუბარში გაკვირვება გამოხატა: ასეთ ცუდ მინდვრებზე რუსეთშიც კი არ მიწევდა თამაშიო. მოკლედ, ვითარება მეტად რთულია, თუმცა უკანასკნელი ცნობები იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებს უთუოდ გაახარებთ. ფლორენციაში იტალიური ფეხბურთის მამების დიდი შეკრება გაიმართა, სადაც სწორედ ახალი სტადიონების აშენებასა და არსებული არენების რეკონსტრუქციაზე იმსჯელეს. კლუბების ნაწილმა უკვე წარმოადგინა ახალი სტადიონის დამტკიცებული მაკეტი და ის ვადები, რომლებშიც მშენებლობა იგეგმება.

იუვენტუსი

პირველი მერცხალი "იუვენტუსი" იქნება და ამის შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერშიც გაუწყეთ. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან "ვეკია სენიორა" ახალ, თანამედროვე სტადიონზე დაიდებს ბინას. ტრიბუნები 42 000 გულშემატკივარზეა გათვლილი და თუ წლიურ აბონიმენტებზე გულშემატკივართა უპრეცედენტოდ მაღალი მოთხოვნით ვიმსჯელებთ, მუდმივად სავსე იქნება. არადა, ბოლო წლებია "იუვეს" საშინაო თამაშებს საშუალოდ მხოლოდ 20 000 ადამიანი ესწრება. ანუ, რიცხვი ორჯერ გაიზრდება და კლუბის ბიუჯეტიც გვარიან სარგებელს მიიღებს. მოსალოდნელი ფინანსური მოგება უკვე დათვლილიც გახლავთ და წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენს – პრეზიდენტ ანდრეა ანიელის განცხადებით, ეს თანხა მთლიანად ტრანსფერებში დაიხარჯება. "იუვეზე" აღარ შევჩერდებით, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურინის ახალი სტადიონის შესახებ ერთხელ უკვე გაუწყეთ და თანაც, საკმაოდ ვრცლად.

ინტერი

ამასობაში, მასიმო მორატის მოსურვებია ახალი სტადიონის აშენება და საქმეც დაუძრავს. ეს ამბავი კარგა ხანს არ ხმაურდებოდა და მაშინ გააჟღერეს "ინტერის" წარმომადგენლებმა, როდესაც თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. შესაძლოა დაკვირვებული ხართ, რომ "ინტერის" საშინაო პაექრობებისას სტადიონს "ჯუზეპე მეაცად" მოვიხსენეიებთ, "მილანის" თამაშებისას კი "სან სიროდ". ეს ჩვენი ახირება არ გეგონოთ, თვითონ იტალიელები სწორედ ასე იქცევიან. "შავ-წითლები" არ ღალატობენ სახელს, რომელიც არენას გახსნის დღიდან შეერქვა, "შავ-ლურჯები" კი იმ ფეხბურთელის სახელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ მათ სათაყვანებელ გუნდში გაატარა. სხვათა შორის, მეაცა ერთი ხანობა "მილანშიც" ასპარეზობდა და ამ გუნდის პრეზიდენტიც იყო – სწორედ ამიტომ დათანხმდნენ არენისთვის ჯუზეპე მეაცას სახელის მინიჭებას. ისიც ვთქვათ, რომ "მილანისტები" "ინტერს" დღემდე მდგმურად მოიხსენიებენ, რადგან სანამ "ნერაძური" დაარსდებოდა, "როსონერი" უკვე თამაშობდა "სან სიროზე". მართალია, "ინტერისტები" ამ სტატუსს არ აღიარებენ, მაგრამ მთლად უამისობაც რომ არაა, კარგად ესმით.

როგორც ჩანს, მორატის მოწყინდა თანაქალაქელის მდგუმრობა და ახალი არენის მშენებლობაც ამად განიზრახა. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ითქვა, რომ სტადიონი ქალაქის გარეუბანში აშენდება და ტრიბუნების ტევადობა 65 000 იქნება. მშენებლობის დასრულების თარიღად 2014 წლის ივლისი დასახელდა, პროექტი კი 400 მილიონი ევრო დაჯდება. თუ როგორი იქნება "ნერაძურის" ახალი სახლი, ფოტო-მაკეტზე შეგიძლიათ იხილოთ.

ფიორენტინა

ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა ანდრეა დელა ვალემ, რომ "ფიორენტინასთვის" ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი აეშენებინა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და საქმე არ დაძრულა, თუმცა ფლორენციელი მილიონერი პირობას დებს, რომ 2014 წლამდე აუცილებლად გახსნის ახალ სტადიონს. "ვიოლას" პრეზიდენტმა მაკეტიც წარმოადგინა, რომელმაც საფეხბურთო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. არენა 50 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება ყველა იმ ტექნიკური საშუალებით, რომელიც თანამედროვე ნაგებობას სჭირდება.

მოძველებული "არტემიო ფრანკი" მართლაც საშინლად გამოიყურება და ფლორენციელებში ამ ინფორმაციამ დიდი სიხარული გამოიწვია. გულშემატკივრებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ახალ სტადიონსაც არტემიო ფრანკის სახელი ეწოდოს, თუმცა ამ საკითხზე საუბრისგან დელა ვალე თავს იკავებს. არ არის გამორიცხული, სტადიონს რომელიმე კომპანიის სახელი დაერქვას და ამით, მშენებლობაზე გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად დაიზოგოს. კიდევ ერთი ნიუანსი, რომელზეც იტალიელი ჟურნალისტები ამახვილებენ ყურადღებას: "არტემიო ფრანკი" ქალაქში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მდებარეობს, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საჭირო სივრცე არ არის. ესეც რომ არა, ულტრათანამედროვე ნაგებობა ანტიკური ქალაქის არქიტექტურაში ვერაფრით ჩაჯდება – ამიტომ, ახალი სტადიონი ქალაქის გარეუბანში აშენდება, თუმცა ადგილი ჯერ არ არის შერჩეული.

ლაციო

"სტადიო დელე აკუილე" - ასე ერქმევა სტადიონს, სადაც "ლაციო" ჩაატარებს საშინაო თამაშებს. კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს თქმით, მხოლოდ იმიტომ ვერ ყიდულობს ძვირადღირებულ ფეხბურთელებს, რომ სულ მალე ახალი სტადიონის მშენებლობას დაიწყებს, რომელიც კლუბს 300-400 მილიონი ევრო დაუჯდება. არენის მაკეტი უკვე მზად არის, თუმცა ზომები და გაბარიტებია დასადგენი, რადგან ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან რამდენი ადამიანი უნდა დაიტიოს "ბიანკოჩელესტეს" ახალმა სახლმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტადიონის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს - კითხვა მარტივია: "რამდენი ადამიანი უნდა დაიტიოს "სტადიო დეე აკუილემ"? - ტოფოზთა 34.7%, ანუ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტრიბუნებმა 50 000 ადამიანი უნდა დაიტიოს; მეორე ადგილზე 80 000-იანი ვარიანტია და ამ ვერსიას 24.2% უჭერს მხარს; 23.4% თვლის, რომ ტევადობა 60 000-ს ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი; 11.3%-ს მიაჩნია, რომ 40 000 ინდივიდუალური სკამი სრულიად საკმარისი იქნება; 4%-ის აზრით გულშემატკივრებს 30 000 ადგილიც ეყოფათ, 2.4%-ისთვის კი ეგეც ზედმეტია. გამოკითხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ან 50 000-იანი ვარიანტზე შეჩერდება არჩევანი, ან 60 000-იანზე. მართალია, 80 000-საც საკმაოდ ბევრი ხმა აქვს, მაგრამ რომც გაიმარჯვოს ამ ვერსიამ, ალბათ კლუბის მესვეურთა მხრიდან დაიბლოკება. მშენებლობის დასრულების ვადები მას შემდეგ დაზუსტდება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან რამდენი ინდივიდუალური სკამი უნდა დამონტაჟდეს და შესაბამისად, რამხელა იქნება სტადიონი.

ნაპოლი

"ნაპოლის" ახალ სტადიონს ძველი სახელი: "სან პაოლო" ერქმევა და მისი მშენებლობა სავარაუდოდ 2015 წელს დასრულდება. ეს პროექტი ჯერ კიდევ მაშინ შეიმუშავეს, როდესაც იტალია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ უეფამ არჩევანი საფრანგეთზე შეაჩერა, პროექტი დაგეგმილ დროში განხორციელდება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში "ნაპოლის" ახალი სახლი ექნება. მაქსიმუმ კი იმიტომ, რომ შესაძლოა, მშენებლობა კიდევ უფრო ადრე, 2014 წელს დასრულდეს. რადგან ევროფორუმის მასპინძლობის პატივი იტალიას არ ერგო, რაც უფრო ადრე გაიხსნება ახალი "სან პაოლო", მით უკეთესი გუნდისთვის და მთლიანად, ქალაქისთვის. მაკეტი უკვე განხილული და დამტკიცებულია - ვიზუალური მხარე საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ გულშემატკივრებს ერთი მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა აქვთ, რასაც სხვადასხვა სოცილიალური ქსელის მეშვეობით აქტიურად აპროტესტებენ - არენა 58 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, რაც ნეაპოლელებს ეცოტავებათ. უმეტესობის აზრია, რომ ტრიბუნებმა მინიმუმ 70 000 გულშემატკივარი უნდა დაიტიოს. პრინციპში, მათი მოთხოვნა გასაგებია, რადგან "ნაპოლის" არასდროს აკლდა ქომაგობა - მაგალითად, მიმდინარე სეზონში გუნდის საშინაო თამაშებს საშუალოდ 44 000 გულშემატკივარი ესწრება და ეს მაშინ, როდესაც ტრიბუნებზე ხეირიანი სკამებიც კი არ არის დამონტაჟებული. მიუხედავად ამისა, ძნელად წარმოსადგენია, რომ უკვე დამტკიცებულ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

უდინეზე, კალიარი, პალერმო...

ცალკე თემაა სტადიონების რეკონსტრუქციის საკითხი და ამ მხრივაც სერიოზული ძვრებია. გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2012 წელს "სტადიო ფრიულის" საფუძვლიანი რემონტი ჩაუტარდება და სრულიად სხვა იერს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეკონსტრუქცია 25 მილიონი ევრო დაჯდება. მცირედით შემცირდება ადგილების რაოდენობა - ამჟამად "ფრიული" 31 000 ქომაგზეა გათვლილი, რეკონსტრუქციის შემდეგ კი რაოდენობა 25 000-მდე შემცირდება. ეს ბუნებრივიც არის, რადგან "უდინეზეს" საშინაო არენაზე ინდივიდუალური სკამებია დასამონტაჟებელი!

იტალიის კუნძულებიდან სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში სამი გუნდი ასპარეზობს: "პალერმო", "კატანია" და "კალიარი". "კატანიაზე" ვერაფერს გეტყვით, აი დანარჩენ ორ გუნდს კი აუცილებლად ექნება ახალი სტადიონი. სარდინიული კლუბის პრეზიდენტი მასიმო ჩელინო გვპირდება, რომ ორ წელიწადში "კალიარის" ულტრათანამედროვე სტადიონი ექნება, რომელიც 23 000 ტიფოზს დაიტევს. სარდინიელთა ამჟამინდელი სტადიონი "სანტა ელია" მნახველთა გაოცებას იწვევს, რადგან იგი სრულიად უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში - სტადიონის ტრიბუნები იმდენად შორს იყო მოედნიდან, რომ კლუბის მესვეურები იძულებულნი გახდნენ ტრიბუნებს და მინდორს შორის ახალი ტრიბუნები ჩაედგათ. წარმოიდგინეთ, როგორი შესახედავია სტადიონი, რომელსაც ტრიბუნის წინ კიდევ ერთი ტრიბუნა აქვს მიშენებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მინდორი. მოკლედ, "კალიარი" არენის შეცვლას საჭიროებს და როგორც ჩელინო აცხადებს, ამ საქმეს ორი წელი დასჭირდება. პირობა დადეს სიცილიელებმაც და განაცხადეს, რომ ახალი სტადიონი "პალერმოსაც" ექნება. ჯერჯერობით, არც თარიღები გააცხადეს და არც მაკეტი წარმოადგინეს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის სიტყვას ალბათ დაეჯერება - ალბათ კი იმიტომ, რომ მაურიციო ძამპარინიზე გვაქვს საუბარი. მოკლედ, კალჩოში დიდი ძვრებია - იტალიელებმა სწორი რეაგირება მოახდინეს არსებულ კრიზისზე. შესაძლოა დაგვიანებით, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს