იმედია, "ატლანტას" თავკაცი ლარი დრიუ მიხვდა, რომ ფაჩულიას გარეშე წინა ხაზში ძალიან გაუჭირდება და ქართველს საპლეიოფოდ ამზადებს
6 მარტს მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია 1 წუთი ათამაშა. სწორედ იმ მატჩის მიმოხილვაში გამოვთქვით იმედი, რომ "ატლანტას" თავკაცი მალე მიხვდებოდა ფაჩულიას ღირებულებას და დროსაც გაუზრდიდა.

საბედნიეროდ ასეც მოხდა: "ლეიკერსთან" მატჩში ლარი დრიუმ ფაჩულიას ესპანელი პაუ გასოლი ჩააბარა. ვერ ვიტყვით, რომ ზაზამ პაუ ბოლომდე შეაჩერა, მაგრამ მის წინააღმდეგ კარგად ნამდვილად ითამაშა. და რაც მთავარია, ვერც იმას ვიტყვით, რომ გასოლმა ზაზა შეაჩერა. შევადაროთ ამ ორი კალათბურთელის სტატისტიკა: გასოლმა 36 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ფაჩულიამ - 22 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი.

საყურადღებოა ისიც, რომ მწვრთნელმა ტანმაღალ "ლეიკერსთან" შეხვედრაში ნომინალურ ცენტრთაგან მხოლოდ ფაჩულია ათამაშა - არმსტრონგი, კოლინზი და პაუელი მოედანზე არ შეუყვანია.

მოდით, იმედი დავიტოვოთ, რომ ლარი დრიუ საბოლოოდ მიხვდა - ზაზა ფაჩულიას გარეშე წინა ხაზში ძალიან გაუჭირდება და ქართველს საპლეიოფოდ ამზადებს.

ჩვენი ვარაუდი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. "ატლანტას" უახლოესი შეხვედრა 11 მარტს ჩიკაგოში "ბულზთან" იგეგმება.

"ატლანტა"-"ლეიკერსის" მატჩის მსვლელობაზე არაფერი გვითქვამს. იოლი მისახვედრია, რომ ჩემპიონობის მაძიებელი ლოს ანჯელესელები ძიების პროცესში მყოფ ატლანტელებს მოუგებდნენ. საფინალო ანგარიშს და ზაზას მონაგარს ქვემოთ იხილავთ.

ატლანტა-ლეიკერსი 87:101

ზაზა ფაჩულია: 22:10 წუთი, 8 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:21 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:37 პასი: 1 (უილკინსი 2ქ, 21:26)

01:07 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

00:40 ორქულიანი: 2ქ (23:26)

00:18 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

II პერიოდი

09:23 ორქულიანი: არაზუსტი

07:37 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

06:54 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

06:54 ორქულიანი: 4ქ (33:40)

06:21 უილიამსმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:10 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

IV პერიოდი

11:42 ორქულიანი: არაზუსტი

10:24 ორქულიანი: 6ქ (67:81)

09:35 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 69:83)

09:10 ორქულიანი: არაზუსტი

06:34 ჩაჭრა: 1 (ფიშერს ჩაუჭრა)

06:31 პასი: 2 (სმიტი 2ქ, 79:90)

05:44 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

05:12 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

03:57 მოხსნა: შეტ-3, დაც-4

03:02 მოხსნა: შეტ-4, დაც-4

03:02 ორქულიანი: არაზუსტი

03:01 მოხსნა: შეტ-5, დაც-4

03:01 ორქულიანი: არაზუსტი

02:59 მოხსნა: შეტ-6, დაც-4

01:02 ფოლი: 1.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა