სპარინგობიდან ჩემპიონობამდე
პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა ლატვიელი მაირის ბრიედისი (22-0, 18KO) - მან WBC-ის ვერსიით ვაკანტური ტიტული მოიპოვა დორტმუნდში, როცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო გერმანელ მარკო ჰუკს (40-4-1, 27KO). WBC-ის საჩემპიონო ქამრის გარდა, IBO-ის ტიტულიც აიღო, რომელიც ჰუკს ეკუთვნოდა.

პირველმა რაუნდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ბრიედისი გაბატონდა რინგზე. ორივე მოკრივე ხშირად იყენებდა კლინჩს, მაგრამ ბრიედისი გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე მისი ტიტულოვანი მეტოქე და რაუნდს რაუნდზე იღებდა. საბოლოოდ, ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა, რომლის შემდეგაც მსაჯებმა ასეთი ვერდიქტი გამოიტანეს - 116:111, 117:110, 118:109 32 წლის ლატვიელის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ბრიედისი უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს სპარინგ-პარტნიორია, რომელიც ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის ემზადება. ეს შეხვედრა 29აპრილს, "უემბლის" ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა