3 აპრილს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ვაშინგტონ უიზარდსზე" შური იძია
3 აპრილს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ვაშინგტონ უიზარდსზე" შური იძია.

ამ გუნდთან წინა შეხვედრა, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა, ოკლენდელებმა წააგეს, თანაც კევინ დურანტი დაუშავდათ და ეს უკანასკნელი დღემდე მკურნალობს.

დღეს ვაშინგტონელები ოკლენდს ესტუმრნენ, სადაც "გოლდენ სტეიტმა" მათ გამანადგურებელი მარცხი აგემა - 139:115.

"უიზარდსის" ძლევით ოკლენდელებმა ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდნენ რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. "ვაშინგტონთან" დღევანდელი მატჩი არ ყოფილა მასპინძელთათვის რთული. "გოლდენ სტეიტმა" მეთოდურად მოიგო ყველა პერიოდი და საბოლოო ჯამში უპირატესობამ 24 ქულა შეადგინა.

ცენტრები შეხვედრაში ნაკლებად დატვირთულნი იყვნენ. ორივე გუნდის სასტარტო მეფარეს შედარებით ნაკლები სათამაშო დრო დაეთმო.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთი დაჰყო, ხოლო ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა მარცინ გორტატმა 16 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ კიდევ ერთხელ აჯობა პრინციპულ ოპონენტს, რომელსაც NBA-ს მოედნებთან ერთად სანაკრებო დონეზეც ხვდება ხოლმე.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 8 ქულას ზაზამ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. ფაჩულია 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. მარცინ გორტატმაც 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი მხოლოდ 1 მოათავსა კალათში. 7 ქულასთან ერთად პოლონელმა ცენტრმა 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ერთხელ დაკარგა.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები ვაშინგტონთან

"გოლდენ სტეიტს" ისევ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 9 სამქულიანი, ჯამში კი 42 ქულა მიითვალა, რასაც 8 შედეგიანი გადაცემა და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაყოლა. სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც ოკლენდელებს 11 ქულა, 12 მოხსნა და 13 პასი მიაშველა.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ვაშინგტონი 139:115

63 მოგებითა და 14 წაგებით გოლდენსტეიტელები დასავლეთ კონფერენციისა და მთლიანად ლიგის მწვერვალზე მყარად არიან. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 5 აპრილს, შინაურ არენაზე "მინესოტასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს