ევროპის ლიგა. 1/8 ფინალების წინ: კარპინმა ჰოლანდიაში 23 ფეხბურთელი იახლა, მათ შორის ჯანო ანანიძეც
როცა ჩვენი დროით შუაღამით მოსკოვის "სპარტაკი" "ამსტერდამ არენას" ეწვევა, სტუმართა მწვრთნელის ასისტენტ ანდრეი ტიხონოვს ბევრი რამ ექნება გასახსენებელი - 1998 წელს რუსეთის "სახალხო გუნდი" უეფას თასის მეოთხედფინალის სათამაშოდ ეწვია ჰოლანდიას, მაშინ ტიხონოვი "სპარტაკის" მაისურით გამოდიოდა და 27 წლის იყო, ხოლო მასპინძელთა რიგებში მათი დღევანდელი მწვრთნელი ფრანკ დე ბური და მისი ასისტენტი დანი ბლინდი ასპარეზობდნენ. მაშინ აშკარა ფავორიტი "აიაქსი" იყო, მაგრამ "სპარტაკმა" შეძლო ორივე დაპირისპირების მოგება და ნახევარფინალში გასვლა.

ჰოლანდიაში წასვლის წინ ტიხონოვმა სწორედ პირველი მატჩი გაიხსენა: "მეტოქე დიდი გუნდი და აშკარა ფავორიტი იყო. პირველი, რამაც ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა, სტადიონი იყო, "ამსტერდამ არენა" ახალთახალი აშენებული იყო და ბზინავდა, წვიმის გამო სახურავი გადახურული იყო და ჩვენ კარგა ხანს გაკვირვებულნი შევყურებდით მას.

პირველ 15 წუთში დაგვანახა მეტოქემ, თუ რატომ იყო ფავორიტი. თითქმის სულ ისინი უტევდნენ, მაგრამ ჩვენ მეტოქე კონტრშეტევებზე დავიჭირეთ. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, როგორ ითამაშა ან ბლინდმა ან დე ბურმა, მთელი ყურადღება მათი ვარსკვლავისკენ გვქონდა - მიქაელ ლაუდრუპი მართლაც საოცარი ფეხბურთელი იყო. მისი ყოველი შეხება ბურთთან დიდებული იყო."

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ იმ თამაშში "აიაქსის" რიგებში შოთა არველაძე თამაშობდა, თურქული "ქაისერისფორის" ამჟამინდელი თავკაცი.

ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს კი უპირველესად ჯანო ანანიძის ამბავი გვაინტერესებს. შეძლებს თუ არა ჯანო კიდევ ერთხელ გაბრწყინებას, როგორც ეს მან წინა რაუნდში შვეიცარიაში მოახერხა, სადაც შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით კარიერაში პირველი გოლი გაიტანა ევროთასებზე და "სპარტაკს" მოაგებინა. კარპინმა ჰოლანდიაში 23 ფეხბურთელი იახლა და, ბუნებრივია, მათ შორის არის პატარა ქართველი ნახევარმცველიც, რომელიც ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ლეგიონერია.

"აიაქსს" ამ თამაშში არ ეყოლება მთავარი მეგოლე, მუნირ ელ ჰამდაუი, რომელსაც, როგორც ჰოლანდიური მედია ამტკიცებს, მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ კიევის "დინამოსა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებას. გუშინ ინგლისელთა ბოსნიელმა ვარსკლავმა ედინ ჯეკომ აღიარა, რომ ანდრეი შევჩენკო მისი ერთ-ერთი კუმირია და მასთან მინდორზე შეხვედრას მოუთმენლად ელის: "რამდენიმე წლის წინ "მილანთან" თამაში მომიწია და მაშინ ავისრულე ნატვრა, შევჩენკომ მაისური გამიცვალა", - ამბობს ფეხბურთელი, რომელიც ახლა გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე მისი კუმირი.

16 შემორჩენილი კლუბიდან, ვინც დუბლინური ფინალის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, 4 ყოფილი საბჭოეთიდანაა (3 რუსული, 1 უკრაინული). როგორც ხედავთ, ამ ქვეყნების საკლუბო ფეხბურთის პროგრესი სახეზეა.

დღეს

ბრაგა-ლივერპული 22:00

ცსკა-პორტუ 22:00

ლევერკუზენი-ვილიარეალი 22:00

პსვ-რეინჯერსი 22:00

აიაქსი-სპარტაკი 00:05

ბენფიკა-პსჟ 00:05

დინამო კ.-მან. სიტი 00:05

ტვენტე-ზენიტი 00:05.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა