გახსოვთ ალბათ ისლანდიაში ლვოვის "კარპატიმ" 3:0 მოუგო "რეიკიავიკს" და...

გახსოვთ ალბათ ისლანდიაში ლვოვის "კარპატიმ" 3:0 მოუგო "რეიკიავიკს" და ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად გადაწყვიტა. მაშინ სტუმართა პირველი გოლი სანდრო გურულმა გაიტანა. მეორე მატჩში გურული და ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი მწვრთნელმა დაასვენა, თუმცა "კარპატიმ" შინაც მოუგო "რეიკიავიკს" - 3:2. მაშ ასე, III ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქე ლვოვის "კარპატია".

პოლონურ "ვისლასთან" რანდევუ დაიბევა გიორგი ადამიას "ყარაბახმა". აზერბაიჯანულ გუნდს ჩრდილოირლანდიული "პორტდაუნი" სტუმრად 2:1 ჰყავდა დამარცხებული, შინ კი 1:1 ეთამაშა. ადამიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ქართველთა "დაჩია" კი გათამაშებას დაეთხოვა. თითქოს მათ მისაღები ანგარიშით დაასრულეს პირველი მატჩი შვედეთში "კალმართან" (0:0), მაგრამ შინ 0:2 წააგეს. 90-90 წუთი წაგებულთა რიგებში ითამაშეს: დავით გამეზარდაშვილმა, მამუკა ლომიძემ და ლევან კორღალიძემ, ვასილ ღუჭაშვილი არ გამოჩენილა.

მართალია, უნგრულმა "დიორი ეტომ" სტუმრად 2:0 მოუგო გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუს", მაგრამ უეფამ ყაზახებს ამ თამაშში 0:3 წაგება ჩაუთვალა. გუშინ "ეტომ" "ატირაუზე" გაივარჯიშა - 2:0. პირველი გოლი ამ თამაშში რატი ალექსიძემ გაიტანა 47-ე წუთზე. რატი 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 67-ე წუთზე ევროთასებზე დებიუტი უნგრელთა ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ თეიმურაზ შარაშენიძეს ჰქონდა. სტუმართა რიგებში ფეიქრიშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა