იტალიურმა გაზეთმა ფეხბურთელების მეორე ნახევრების ცხელი ათეული შეადგინა, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს
სილამაზის შეფასების კრიტერიუმები ყველას თავისებური აქვს, მაგრამ ფეხბურთელთა ცოლებისა თუ შეყვარებულების ამ ათეულში (ის ერთ-ერთი იტალიური გაზეთის მიერ არის შედგენილი) ისეთი მანდილოსნები არიან შეკრებილნი, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს.

10. ალენა სერედოვა (ჯანლუიჯი ბუფონი)

ალიონა 1998 წელს გახდა "მის ჩეხეთი", მოგვიანებით კი მეოთხე ადგილი დაიკავა "მის მსოფლიოს" კონკურსში. ბუნებრივია, მას სულ უფრო ხშირად იღებდნენ მამაკაცთა ჟურნალებისთვის და მოდის საუკეთესო ჩვენებების მუდმივი სტუმარიც იყო.

მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა "იუვენტუსის" მეკარე ჯიჯი ბუფონთან ქორწინების შემდეგ. ახლა სერედოვა იტალიის ტელევიზიაში მუშაობს და მოდაში თავისი ხაზი აქვს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ასეთი ქალის გვერდით ბუფონი იოლად ივიწყებს თავისი გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს.

9. სარა კარბონერო (იკერ კასილიასი)

დიდი ხანი შეიძლება კამათი - ვინ უკეთესი მეკარეა: ბუფონი თუ კასილიასი? ასევე რთულია არჩევანის გაკეთება სერედოვასა და კარბონეროს შორის.

მართალია, სარა ძალიან პოპულარულია (განსაკუთრებით ესპანეთში), მაგრამ თითქმის არ აძლევს თავის თავს თამამ ფოტოსესიბეში მონაწილეობის უფლებას.

იკერის გოგო, ისევე როგორც ალიონა, ტელევიზიაში მუშაობს, ოღონდ მისი მოღვაწეობის სფერო შეყვარებულის მოწოდებას ემთხვევა - სარას სპორტული გადაცემები მიჰყავს. სწორედ ის უძღვებოდა ცოცხალ რეპორტაჟებს სამხრეთ აფრიკიდან, სადაც კასილიასი და ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

8. ლორენა ბერნალი (მიკელ არტეტა)

ლორენა არგენტინაში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის 1999 წელს "მის ესპანეთი" გახდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ ყველა ცნობილმა ესპანელმა მამაკაცმა მოინდომა მასთან ურთიერთობის გაბმა, მაგრამ მიკელ არტეტას გაუმართლა, რომელიც "ევერტონში" თამაშობს.

რაც შეეხება ლორენას მოღვაწეობას, სამოდელო ბიზნესის გარდა, ის ტელევიზიაში მუშაობს და ერთხელ სერიალშიც მოსინჯა ძალები.

7. აიდა იესპიკა (მატეო ფერარი)

მართალია, მატეო ფერარის რჩეულს არ მოუგია 2002 წელს "მის ვენესუელას" ტიტული, მაგრამ ამას მაინც არ შეუშლია ხელი პოპულარობის მოპოვებაში.

იტალიაში გადასვლის შემდეგ მუშაობა გააგრძელა მოდელად და თან ადგილობივ ტელევიზიაში მოხვდა. და კიდევ, გაუმართლა და ფეხბურთელი მატეო ფერარი გაიცნო. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია - გაუმართლა თუ არა. ფერარი დღეს თურქეთშია და "ბეშიქთაშში" ირიცხება.

6. ოქსანა ანდერსონი (კრისტიან ვილჰელმსონი)

ოქსანა რუსეთშია დაბადებული, თუმცა მოგვიანებით შვედეთის მოქალაქეობა მიიღო.

თავიდან ანდერსონი ერთ-ერთ ელექტონულ ჯგუფში მოცეკვავედ მუშაობდა. რა თქმა უნდა, მისი მომხიბვლელობა არ გამორჩენიათ და ვიხილეთ ტრადიციული სურათი: სამოდელო ბიზნესი, ტელევიზია, მეგობარი ფეხბურთელი...

5. ილარი ბლაზი (ფრანჩესკო ტოტი)

ილარის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალის სტატუსი აქვს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მეორე ნახევრად "რომას" ცოცხალი სიმბოლო აირჩია. ბლაზის მოღვაწეობა არ განსხვავდება ამ რეიტინგის სხვა ქალების სამუშაოსგან - სამოდელო ბიზნესი, ტელევიზია...

4. ფედერიკა რიდოლფი (ჯულიანო ჯანიკედა)

თუ ჯანიკედას სახელი უკვე დაავიწყდათ ფეხბურთის მოყვარულებს, ქალის სილამაზის დამფასებლები რიდოლფის არ ივიწყებენ.

ფედერიკა მოცეკვავე და მოდელი იყო და რა თქმა უნდა, იტალიის ტელევიზიის გადაცემებში აქტიურად გამოდიოდა. მოკლედ, ჯულიანოს გაუმართლა.

3. ირინა შეიკი (კრისტიანო რონალდო)

რუსმა მოდელმა ისე მოხიბლა რონალდო, რომ პორტუგალიელს დღემდე არ მიუტოვებია ეს ქალბატონი, არადა მანამდე "რეალის" ვარსკვლავი ძალიან სწრაფად იცვლიდა შეყვარებულებს.

სავარაუდოდ, ირინას სამოდელო რეიტინგი ყველაზე მაღალია ამ ამ ათეულის სხვა წევრებს შორის და სულაც არ არის გასაკვირი, რომ კრისტიანოსთან რომანის შემდეგ მისი კარიერა უფრო სწრაფი ტემპით წავიდა წინ.

2. აბიგეილ კლენსი (პიტერ კრაუჩი)

რთული სათქმელია რა იპოვნა აბიმ პიტერში, მაგრამ ფაქტია, რომ "ტოტენჰემის" ფორვარდს ბევრი მოშურნე ჰყავს.

ისევე როგორც ამ რეიტინგის სხვა მონაწილეები, კლენსიზე დიდი მოთხოვნაა მამაკაცთა ჟურნალებისა და ტელევიზიების მხრიდან. ამჟამად მისი კარიერა ფეხმძიმობის გამო შეჩერებულია, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ძალიან მალე კლენსი ისევ გაახარებს თავყანისმცემლებს თამამი ფოტოებით.

1. სილვი ვან დერ ვაარტი (რაფაელ ვან დერ ვაარტი)

ამ წყვილის გვარები ერთმანეთს ემთხვევა. ამაში არის ერთგვარი სიმბოლიზმი, რადგან რაფა და სილვი პოპულარობის პიკზე არიან და ცოლქმრული ერთგულებისა და ჰარმონიის იდეალს წარმოადგენენ.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ სილვიმ და რაფამ შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა მათი სახელები ნაკლებად იყო ცნობილი სამოდელო და საფეხბურთო სამყაროში და ერთმანეთის დახმარებით მათ ძალიან ბევრს მიაღწიეს.

სწორედ ამიტომაც ისინი პირველ ადგილზე არიან სილამაზისა და კარიერული აქტივობის მიხედვით. ჰოლანდიელი ყველგან გაყვება მეუღლეს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...