"რომ არა ეს პრობლემა, თუნდაც საქართველოს ეროვნული ნაკრების დონეზე სხვა შედეგი გვექნებოდა"
1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება.

ფაქტია, საფეხბურთო თემში მოლოდინი დიდია. ჯერ ერთი, ნაკრებს სათავეში უდგას კვალიფიციური მწვრთნელი, მეორეც - თაობა კარგია და ის მწვრთნელმა წინა ციკლის ბოლოს უკვე ჩააბა ბრძოლებში, და მესამე - ერთი შეხედვით, წილისყრაში გაგვიმართლა, რაკი მოწინააღმდეგედ არ გვერგო გრანდი. ჩვენი მეტოქეები შესარჩევ ჯგუფში დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერების ახალგაზრდული ნაკრებები იქნებიან.

ამას წინათ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდიასთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა ქართველებმა 3:1 მოიგეს, მეორე მატჩში კი უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა - 4:4.

U21. საქართველო-ისლანდია 4:4 [VIDEO]

U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]

"ლელო" გეგუჩაძეს დაუკავშირდა. 21-წლამდელთა თავკაცმა მომავალ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით საინტერესო სიახლე გაგვიმხილა და არაერთ საინტერესო თემასაც შეეხო...

- რამდენად სასარგებლო იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩი ისლანდიასთან?

- რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იყო ჩვენთვის ეს თამაშები. მეტოქეების მხრივ, დიდი არჩევანი არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ კარგ გუნდს ვეთამაშეთ. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო უახლოესი რეზერვის შემოწმების კუთხითაც.

ფეხბურთში ტრავმა და დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივი ამბავია. უნდა ვიცოდეთ, რომელ მოთამაშეს შეგვიძლია დავეყრდნოთ; ვის შეუძლია შეცვალოს ფეხბურთელი, რომელიც მიზეზთა გამო არ გვეყოლება...

მოკლედ, ძალიან სასარგებლო სპარინგები იყო.

- პრობლემები და დადებითი ტენდენციები - რა დაგანახათ ისლანდიელებთან შეხვედრებმა?

- პრობლემებით დავიწყებ. ახალგაზრდული ნაკრები პირველად შეიკრიბა ამ შემადგენლობით და, ცხადია, იყო შეთამაშების პრობლემა. მეორე პრობლემა იყო დაცვის თამაში. ორ თამაშში გავუშვით ხუთი გოლი და ეს არის საგანგაშო ტენდენცია, რომელიც აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. დადებითი იყო ის, რომ ორ მატჩში გავიტანეთ 7 გოლი.

რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა შედეგიანად, იმის მიუხედავად, რომ კლუბში არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. აქ, უპირველეს ყოვლისა, რომან ჭანტურიას ვგულისხმობ. მას კიდევ შეუძლია მომატება, არ არის ახლა იდეალურ ფორმაში...

ჩვენ ვნახეთ საინტერესო ფორვარდები - იმნაძე და მიქელთაძე. რა თქმა უნდა, მათ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ.

დადებითი იყო თუნდაც ის, რომ მეორე შეხვედრაში გუნდმა ხასიათის დიდი სიმტკიცე გამოავლინა.

- რას გეგმავთ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე?

- ივნისში არსებულ სანაკრებო პაუზას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. სიახლეა ის, რომ 8 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ვეთამაშებით. გარდა ამისა, უკვე იცით, რომ 12 ივნისს სტუმრად დავუპირისპირდებით ჩერნოგორიას.

- ხომ არ არიან უცხოეთში მყოფი ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

- არიან და ვმუშაობთ კიდეც ამ საკითხზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე აქ რაიმე სერიოზული ძვრები გვაქვს.

- ცალკე მინდა გკითხოთ გიორგი წიტაიშვილზე, ვისაც უკრაინელები თავიანთი ფეხბურთის იმედად მიიჩნევენ. მან თავის დროზე გვითხრა, რომ დაფიქრდება, თუკი საქართველოს ეროვნულ გუნდში დაუძახებენ. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ აგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით?

- ნაწილობრივ, თქვენ უკვე გაეცით ამ კითხვას პასუხი. ჩვენი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ თავი მოვუყაროთ ყველა უძლიერეს ქართველ ფეხბურთელს.

- ჩვენ ნაკლებად ვიცნობდით ლიტვაში მოთამაშე ლევან მაჭარაშვილს, ვისაც თქვენ ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეთ და შანსიც მიეცით...

- მას ნამდვილად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. ჩვენ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. უბრალოდ, მაჭარაშვილს აქვს პრობლემა, რომელიც აწუხებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს - ბოლომდე უნდა დაიმკვიდროს ადგილი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

ჩემი აზრით, ეს პრობლემა რომ არ იდგეს, თუნდაც საქართველოს ეროვნული ნაკრების დონეზე სხვა შედეგი გვექნებოდა. ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ სერბეთთან შეხვედრაში.

- ახალგაზრდულ ნაკრებებში თაობები ხშირად იცვლება. ეს მომავალ მეტოქეებზე დაკვირვებისას პრობლემას ხომ არ გიქმნით?

- დღეს არსებობს ბევრი საშუალება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დააკვირდე. ჩვენს ჯგუფში, თუ არ ჩავთვლით ივნისის მატჩებს, მეტოქეების და ჩვენი თამაშები ერთმანეთს ემთხვევა. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ეს რთული ჯგუფია, გრანდი და გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, მაგრამ არიან თანაბარი ძალის გუნდები, რომელთაც დღეს გრანდებიც ანგარიშს უწევენ.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბირთვს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ. 10-გუნდიან პირველობას ჩვენი განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება. თქვენ სისტემატურად ესწრებით ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს. როგორ ფიქრობთ, საით მივდივართ?

- კმაყოფილი ვარ იმ ძვრებით, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მოხდა, იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება... ჩვენ ვიცით, რომ შედეგი უცბად არ მოდის. ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თავს მოიყრიან ძლიერი ფეხბურთელები და ეს ლიგა იქნება ელიტური.

- მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თქვენ ახალგაზრდულ ნაკრებში პირველ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებსაც გაუღეთ კარი. თუ იგრძნობა ზღვარი მათსა და უმაღლესი ლიგის მოთამაშეებს შორის?

- ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ლიგების დაყოფა ახლახან მოხდა და მე ვერ ვიტყვი, რომ არის ზღვარი. რაც შეეხება პირველი ლიგის თემას, ჩვენ უნდა ვიაროთ და დავაკვირდეთ არა მხოლოდ პირველი ლიგის, არამედ უფრო დაბალი ლიგის თამაშებსაც. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რომელიმე ტალანტი, რომელიმე ფეხბურთელი გამოგვეპაროს...

- საქართველოს ნაკრებისგან ამ შესარჩევ ჯგუფში ყველა კარგ შედეგს ელის. აქ რამდენიმე ფაქტორი იყრის ერთად თავს - სამწვრთნელო შტაბის, კარგი და უკვე ბრძოლებში გამოცდილი თაობის, ასევე, შესარჩევი ჯგუფის...

- ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ჯგუფში იოლად გამოგვივა რამე. ეს არის ძლიერი და თანაბარი ჯგუფი. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ წინა შესარჩევ ციკლში მივეცით ამ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ჩვენს მეტოქეებსაც ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც უკვე მიიღეს გამოცდილება და ამ შესარჩევ ციკლშიც შეუძლიათ თამაში. მაგალითად, პოლონეთს ხუთი ასეთი მოთამაშე ჰყავს, დანიას კი - ოთხი. თან ახალგაზრდულ დონეზე შედეგები არაპროგნოზირებადია და სასწაულებიც კი ხდება. მაგალითად, ვინ ელოდა, რომ საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდა?

ჩვენი მიზანია, მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულები და ბოლომდე გამოვიყენოთ ჩვენი შანსები.

- დაბოლოს, აზრი უნდა გკითხოთ საქართველოს ნაკრების ორ უკანასკნელ მატჩზეც...

- ჩემი შეფასება დადებითია. ყველამ დავინახეთ, რომ თამაში არის, მაგრამ არ არის შედეგი. თუნდაც სერბეთთან მატჩში, შეიძლებოდა, სხვა შედეგი დამდგარიყო, რომ არა ორი მთავარი პრობლემა - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა და კონცენტრაციის დაკარგვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ლევან მაჭარაშვილმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატის პირველ ტურში "შტუმბრასს" გამარჯვება მოუპოვა
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ლევან მაჭარაშვილმა სომხეთის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა