კონტა და უილიამსი ტოპ-ათეულში შევიდნენ
მაიამიში ჩატარებული ტურნირების შემდეგ, რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა...

ისევ დიდი ტურნირის ფინალში ითამაშეს როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა. და შვეიცარიელმა, 2017 წელს უკვე მესამედ მოუგო ესპანელს. "საჩემპიონო რბოლაში" ფედერერი თითქმის ორი ათასი ქულით დაშორდა ნადალს, სამი ათასზე მეტით - მარეისა და ჯოკოვიჩს. თუმცა, როჯერმა განაცხადა, რომ როლან გაროსამდე არც ერთ ტურნირში არ ითამაშებს, ანუ გამოტოვებს გრუნტის სამ "მასტერსს" - მონტე კარლოს, მადრიდსა და რომს.

ცოტა ხნის წინ, ATP-ის რეიტინგში ფედერერი მე-17 ადგილამდე იყო დაქვეითებული, სეზონში მესამე ტიტულის მოგების შემდეგ კი მეოთხე ადგილზე ავიდა. ნადალმაც ორი საფეხურით აიწია და მეხუთე ნომერია. ასე რომ, ახლა, ტოპ-ხუთეულში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბს მაიამიში ტრავმის გამო არ უთამაშია და 1000 ქულა დაკარგა. ახლა ის მარეის 4 ათასი ქულით ჩამორჩება. და ეს იმ დროს, როცა თავად ბრიტანელიც ჯერ ვერ ბრწყინავს.

კეი ნიშიკორიმ ვერ შეძლო შარშანდელი ფინალის დაცვა და მეოთხედან მეშვიდე ადგილამდე დაეშვა. ჯეკ სოკმა ზედიზედ მეოთხე "მასტერსზე" მიაღწია მინიმუმ მეოთხედფინალამდე. შთამბეჭდავმა სერიამ ამერიკელს საშუალება მისცა მე-15 პოზიციამდე მისულიყო. ფლორიდაში გაიბრწყინა ფაბიო ფონინიმ, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია. იტალიელმა მე-40-დან 28-ე პოზიციამდე გადაინაცვლა, არადა, ის ამერიკული ტურნირების გამოტოვებას აპირებდა, რადგან მალე მამა უნდა გახდეს.

შეიცვალა ლიდერი წყვილთა რეიტინგში. ნიკოლა მაუ 38 კვირა იყო ლიდერი, მაგრამ მაიამიში პარტნიორის ტრავმამ დააღალატა - ერბერის გამო, ფრანგები მოიხსნენ ტურნირიდან. პირველ ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდათ ლეგენდარულ ბრაიანებს, მაგრამ ნახევარფინალში წააგეს.

პირველ პოზიციაზე კი გადავიდა 26 წლის ფინელი ჰენრი კონტინენი. ის მამაკაცთა წყვილთა თანრიგის რიგით 50-ე ლიდერი გახდა. გარდა ამისა, პირველი ფინელია, ვინც ATP-ის ან WTA-ის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.

ანჟელიკ კერბერმა ისევ მოკრძალებული ტურნირი ჩაატარა - მეოთხედფინალში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მაიამიში მოპოვებული ქულები საკმარისი აღმოჩნდა მინიმუმ ორი კვირით რეიტინგში ლიდერობის შესანარჩუნებლად.

კაროლინა პლიშკოვამ მარტის ორივე ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია. ჩეხი უკვე სულ რაღაც 1330 ქულით ჩამორჩება კერბერს. თეორიულად, კაროლინას უკვე გრუნტის სეზონის მსვლელობისას შეუძლია პირველ ადგილზე გადასვლა. "ჩემპიონთა რბოლაში" კი ის უკვე პირველ ადგილზეა, თუმცა, აქ სხვაობები ძალიან მცირეა და პლიშკოვასთან 220 ქულის ფარგლებში არიან - კონტა, ვოზნიაცკი და დები უილიამსები.

მაიამიში გამარჯვება კი იოჰანა კონტამ მოიპოვა. მან კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და თავისთვის სარეკორდო მეშვიდე ადგილამდე ავიდა. ამ სეზონში ის ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მოთამაშეა, რადგან ენდი მარეი მამაკაცთა "საჩემპიონო რბოლაში" მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

გარდა ამისა, ათეულში დაბრუნდა მაიამის ნახევარფინალისტი, 36 წლის ვინუს უილიამსი. იოჰანამ და ვინუსმა ტოპ-ათეულიდან გამოაგდეს მედისონ კისი და ელინა სვიტოლინა. სულ ახლოს არის კაროლინ ვოზნიაცკი, რომელსაც ამ სეზონში უკვე სამი ფინალი ჰქონდა. თუმცა, სამივე წააგო ორ-ორ სეტში. დანიელს მხოლოდ 55 ქულა არ ჰყოფნის მეათე პოზიციამდე. სამაგიეროდ, ვოზნიაცკის არაფრის დაცვა არ უწევს ამერიკის ღია პირველობამდე, რადგან შარშან გამოტოვა გრუნტის სეზონი, შემდეგ კი წაგებების სერია ჰქონდა.

უნდა აღვნიშნოთ ლუსი საფაროვას წარმატებული გამოსვლა. ჩეხი მეოთხედფინალამდე მივიდა და 36-დან 28-ე ადგილამდე ავიდა. ამავე ეტაპამდე მივიდა მირიანა ლუჩიჩი. 35 წლის ჩეხმა თავისი სარეიტინგო რეკორდი 23-ე პოზიციამდე აიყვანა.

ATP. TOP10

1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 960

2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 7 915

3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 785

4(6). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 5 305

5(7). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 735

6(5). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 345

7(4). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 310

8(9). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 385

9(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 385

10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) - 3 265

WTA. TOP10

1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 340

2(2). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 010

3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 020

4(4). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 5 245

5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 022

6(6). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 790

7(11). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 330

8(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 290

9(7). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 025

10(12). ვინუს უილიამსი (უკრ) - 3 865

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა