ინტერვიუ ელგუჯა ქომეთიანთან
ზუგდიდის "ბაიამ" ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი რიხიანად დაიწყო და საწყის სამ ტურში შვიდი ქულა მოიპოვა. ამას ზესტაფონში განადგურება მოჰყვა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი დარწმუნებულია, რომ ამ უსიამოვნო ამბავს მისი ფეხბურთელები მალე დაივიწყებენ და შედეგიანად ასპარეზობას გააგრძელებენ.

ქომეთიანის ერთი გულწრფელი ფრაზა კი სათაურში გამოგვაქვს. ასეთ პირდაპირობას ქართულ ფეხბურთში მოღვაწე პიროვნებათაგან იშვიათად თუ წავაწყდებით და "ბაიას" თავკაცს აზრის შეულამაზებლად გამოთქმა უნდა დავუფასოთ.

- რატომ ვერ შეძლო "ბაიამ" "ზესტაფონისთვის" თუნდაც მცირედი წინააღმდეგობის გაწევა?

- ამ თამაშზე უიმედოდ ნამდვილად არ გავსულვართ. რაღა თქმა უნდა, "ზესტაფონი" გამორჩეულად ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთი სხვაობით მარცხს მაინც არ ველოდით. მატჩამდე ყველანაირად შევეცადე, ბიჭებისთვის ფსიქოლოგიური ტვირთი მომეხსნა. მათ ვუთხარი, რომ წაგება კატასტროფა არ იქნებოდა და თავისუფლად თამაში ვთხოვე. გვინდოდა, ჩვენს სტილში, ლამაზად გვეთამაშა და მაყურებლისგან ტაში დაგვემსახურებინა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა, რადგან ჩემი გამოუცდელი ფეხბურთელები სავსე ტრიბუნებმა დაზაფრა.

- უხეში შეცდომები დაუშვა "ბაიას" დაცვამ. გუნდის ძირითად შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- საკადრო რევოლუციას ნამდვილად ვერ მოვახდენ, მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე, ალბათ, სხვა ფეხბურთელებს მივცემ თავის გამოჩენის შესაძლებლობას. ზესტაფონში ჩასვლამდე სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით, ბოლო მატჩში კი დაცვამაც საშინლად ითამაშა და არც სხვა რგოლები ბრწყინავდნენ. სწრაფი გოლი მივიღეთ, მაგრამ ანგარიში მალევე გავათანაბრეთ და წარმატების იმედი მომეცა, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ზესტაფონში სრული კატასტროფა განვიცადეთ. ამის მიზეზების პოვნა ძალიან მიჭირს. გადატვირთულ კალენდარს ვერაფერს დავაბრალებ, რადგან "ზესტაფონამდე" "დინამოსთან" მატჩი გადაგვედო და დასვენებულები ვიყავით.

- მარცხის მიუხედავად, ირაკლი ქობალიას მოედანი უგოლოდ არც ამჯერად დაუტოვებია...

- ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე ვთქვი, რომ იგი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა გახდებოდა და როგორც ხედავთ, ჩემი სიტყვები მართლდება. ირაკლი განსაკუთრებული მონაცემების მქონე თავდამსხმელია, რომელიც სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში მხოლოდ "ბაიას" კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება. საერთოდ, ჩვენთან უნიჭო მოთამაშე ვერ მოხვდება და დიდი ფეხბურთის თამაში ჩვენს სხვა ახალგაზრდებსაც შეუძლიათ – აფაქიძეს, სიხარულიას, ეხვაიას, რიგვავას...

- სეზონის მეორე ნახევრის სტარტმა ცხადჰყო, რომ "ბაიას" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი აქვს.

- "ბაიას" მეოთხე ადგილზე გასვლა ჩვენი ჩემპიონატის შეურაცხყოფა იქნება, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და ყველანაირად ვეცდებით ევროთასებზე გასასვლელად ბრძოლას. თუმცა არ გვავიწყდება, რომ ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საწყის სამ ტურში მიზნად ხუთი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული, მაგრამ შვიდი ავიღეთ. კმაყოფილი ვარ როგორც შედეგით, ასევე იმ შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის ხარისხით. მჯერა, რომ "ზესტაფონთან" მარცხს მალე დავივიწყებთ და შემდგომ შეხვედრებს გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარებთ.

- "ზესტაფონის" შემდეგ კიდევ ერთი რთული გასვლითი მატჩი გელით რუსთავის "ოლიმპთან".

- ჰოდა, ზუსტად ასეთ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში შევეცდებით საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.

- "ბაიას" ფინანსური მდგომარეობის მხრივ რაიმე სიახლე ხომ არაა?

- სიტუაცია არც სასიხარულოა და არც – კატასტროფული. გასული წლის დავალიანებები კიდევ დასაფარია, მაგრამ სამაგიეროდ, ფეხბურთელებსა და პერსონალს იანვრისა და თებერვლის ხელფასები სრულად გაუსტუმრეს.

tolika
რა სავსე ტრიბუნები იყო ასეთი ზესტაფონის სტადიონზე, ფეხბურთელები რომ დაზაფრა? მაშინ ტორპედოს სტადიონზე მაგისი ფეხბურთელები გასახდელიდანაც ვერ გამოვლენ.
tolika
რა სავსე ტრიბუნები იყო ასეთი ზესტაფონში, რომ ფეხბურთელები დაზაფრა? ეს ქომეთიანი ნაღდად უბერავს. მაშინ ტორპედოს სტადიონზე მაგისი ფეხბურთელები გადახდელიდანაც ვერ გამოვლენ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო