ალეკსანდრ ჩეფერინი: "ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება შეუძლებელია, ყველაფერს ფული არ წყვეტს!"
ალეკსანდრ ჩეფერინი პატარა სლოვენიიდანაა და მისი გამოსვლები ხშირად სწორედ ჩვენნაირი ქვეყნების ინტერესების დაცვას ემსახურება. რეალურად, ახლა მიმდინარე ბრძოლის შინაარსი ასეთია - მდიდრებს ღარიბებთან თამაში არ სურთ და იგონებენ პროექტებს, რომლის ლამაზი შეფუთვის მიღმაც ღარიბი ქვეყნების დიდი საფეხბურთო სცენიდან განდევნის გეგმა იმალება. მათ სხვების არც ნახვა სურთ და არც შემოსავლების გადანაწილება...

5 აპრილს, ჰელსინკიში, უეფას 41-ე კონგრესი დაიწყო და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამომავლო პროექტებზე ახალი განცხადებები გააკეთა. ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტოპ-კლუბების მიერ ინიცირებული ევროპის სუპერლიგის იდეა.

ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა ტენდენციებია ევროპულ ფეხბურთში და საით მიდის ბებერი კონტინენტი, რადგან ადრე თუ გვიან ეს ჩვენ უშუალოდ შეგვეხება.

"ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყველა ევროპულ კლუბს უნდა ესმოდეს, რომ პარტნიორები არიან და სხვებს პატივი სცენ. დახურული ევროპული ლიგა ჩვენს ფასეულობებსა და იდეალებს არ პასუხობს.

ყველაფერს ფული არ წყვეტს. ჩვენი ვალდებულებაც არის, დავიცვათ ფასეულობები და ვებრძოლოთ ცინიკოსებს, ყალბი იდეების მატარებლებსა და ყალბ მორალისტებს.

უეფა ყველა იმ ბოროტებას ეომება, რომელიც სპორტს ემუქრება - ძალადობას, დოპინგს, კორუფციას, გარიგებულ მატჩებსა და დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოვლინებას", - თქვა ჩეფერინმა.

მან, ზოგადად, ფეხბურთის მომავალზეც ილაპარაკა, რადგან მიიჩნევს, რომ გარიგებულმა თამაშებმა, კორუფციამ და ლობიზმმა მის სახელზე უარყოფითად იმოქმედა და ნდობა დაუკარგა:

"პირველი ნაბიჯები თავად უეფას მმართველობასა და ჩვენს წესდებას შეეხება, რათა ყველაფერი გარკვეული და გამჭირვალე იყოს, მათ შორის - მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელი ქვეყნებისა და ქალაქების გამოვლენა. ფეხბურთის გულშემატკივარი ამ დეტალებისგან შორს დგას. მაგრამ ეს იმიჯის აღსადგენად და ლეგიტიმურობის გასაძლიერებლად გვჭირდება".

დაბოლოს: უეფას პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ყველა ეროვნულ ფედერაციას განვითარებისთვის დამატებით მილიონ ევროს გამოუყოფენ. საქმე ისაა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ფინანსურად წარმატებული გამოდგა, უეფას საკლუბო ტურნირებიც მომგებიანია და შემოსავლების გაზრდის გამო სოლიდარობის ფონდშიც მეტი თანხა ირიცხება.

ჩეფერინის თქმით, ფედერაციები მომავალშიც მიიღებენ გაზრდილ დაფინანსებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამო
ქობულეთში 1 საფარი მაინც გამოცვალეთ 3 გუნდი თამაშობს იქ, სირცხვილია დანარჩენი მოტეხეთ ბაზარი არაა! ნუ გაღორდებით მთლად!
ვეტერანი
სამწუხაროდ არც უეფა და არც ფიფა რეფორმებისთვის მზად არ არიან და კლუბებს ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობენ.ძლიერი კლუბები თავს თვითონ შველიან, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. 2 წლის უკან, სიახლეების 10 პუნქტი ანი მინიმალური ცვლილებების პაკეტი შევთავაზე როგორც წესების ასევე ყოველ წელს ევროპის და იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატით, განსხვავებული ჩემპიონთა ლიგით. არც ფიფამ, არც უეფამ და არც ჩვენმა gff-მ 2-ჯერ პასუხის გაცემაც კი არ იკადრეს. "ჩვენ გადავწყვიტეთ პასუხი არ გაგცეთო". ასეთებზე თქვა შოთამ "ყვავი თუ ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია"-ოოო.
ჰაჰა
ახალი მოედნები კარგია, მაგრამ მოუვლელობისგან მალე ფუჭდება. თუ არ გჯერათ, მოიძიეთ ბოლო 10 წლეულში რამდენი გაკეთდა და ახლა რამდენი ფუნქციონირებს. ალბათ მოვლაც უნდა ვისწავლოთ.
gizog
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ფედერაცია ამ დამატებით შემოსული 2.5 მლნ ლარით ორს, თუ არა ერთ სტადიონს მაინც მოაწყობს იქ სადაც გუნდები რიგში დგანან ჩემპიონატის მატჩის ჩასატარებლად. ანუ სადაც ყველაზე მეტადს სჭირდებათ სპორტისთვის სპორტული მოედანი და ის საჩუქარი უეფა-დან მთლიანად მივლინებების პრემიების და ხელფასების სახით არ გაიცემა.
lado
aba ushovia bichebs puliii
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სუპერლიგაზე საუბარი აღარ იქნება, რა შეიცვლება ევროტურნირებზე 2018 წლიდან
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ჩემპიონთა ლიგა შეიცვლება და უფრო ელიტური გახდება? - ანდრეა ანიელისა და უეფას რეფორმისტული ხედვა