"საბურთალო"-"სამტრედიის" თამაშის ბედი 29 წლის თავდამსხმელის გოლმა გადაწყვიტა
"საბურთალო"-"სამტრედიის" თამაშის ბედი დავით ჩაგელიშვილის გოლმა გადაწყვიტა. 29 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონის ფორმით პირველად გაიტანა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რამდენიმე ეფექტური მოძრაობისა და გოლის გარდა, თავი კიდევ რამდენჯერმე გამოიჩინა:

"ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. "საბურთალო" კარგი გუნდია და საერთოდაც, წლეულს ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა.

წინა ტურში "ჩიხურასთან" საკმაოდ მძიმე თამაში გვქონდა, დასასვენებლად და ძალების აღსადგენად დიდი დრო არ გვქონია. მოედნის საფარზე გადართვაც გაგვიჭირდა - ხელოვნურის შემდეგ ბალახზე თამაში ძნელია და ბევრი ტრავმის მიზეზი გამხდარა. ასეთ დროს თავს ყველა ის ტკივილი გახსენებს, რაც კი ოდესმე გადაგიტანია - წელის, მუხლის, კუნთის თუ საზარდულის. მეორე ნახევარში მოედანსაც ალღო ავუღეთ, მეტოქეც კაცნაკლული დარჩა, ჩვენი თამაშიც "დავიჭირეთ", მწვრთნელის დავალებებიც შევასრულეთ და ამან შედეგი გამოიღო", - ამბობს ჩაგელიშვილი.

თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი "სამტრედიაში" თავიდან აშკარად შებოჭილი იყო და ჩემპიონ გუნდში თავის გამოჩენა უჭირდა, მაგრამ "საბურთალოსთან", ეპიზოდურად, ისევ თავისუფლად ითამაშა, როგორც წლების წინ - გია ცეცაძის გორის "დილაში", სადაც "ჩაგელა" ლიდერი იყო. ის არ მალავს, რომ ახალ გუნდთან შეგუება რთული გამოდგა.

"მწვრთნელზეა ყველაფერი დამოკიდებული - შეუძლია, ფეხბურთელი აათამაშოს ან კარიერა დაასრულებინოს. გორის "დილაში" თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან გია ცეცაძემ ფეხბურთელები გაგვხსნა.

ახლა კი საკმაოდ გამიჭირდა, რადგან "ლოკომოტივში" კარგი სეზონი ვერ ჩავატარე, ახალ გუნდთან და მოთხოვნებთან შეგუება კი ყოველთვის რთულია. მით უფრო, როდესაც ჩემპიონ გუნდში გადადიხარ. "სამტრედიაში" კი ყველაფერი რთულად დაიწყო. პირველივე ტურში "შუქურას" ვერ მოვუგეთ, მე კი რეალური მომენტით ვერ ვისარგებლე.

იღბალი არც მერე გვწყალობდა და გუნდიც რომ ვერ თამაშობდა, ცხადია, ფსიქოლოგიურად ამან კარგად ვერ იმოქმედა, მაგრამ გიას ნდობა და თანადგომა კარგად მოქმედებს. "მიხეილ მესხი" კი ლამის მშობლიური არენაა და ეტყობა, "საბურთალოსთან" რომ გავიტანე, ამანაც იმოქმედა".

ჩაგელიშვილი დარწმუნებულია, რომ "სამტრედიას" კარგი დროება ისევ დაუდგება:

"იმედია, ეს გოლი ერთადერთი არ იქნება, უკეთესად ავთამაშდები და მწვრთნელების ნდობას გავამართლებ. საერთოდ, ჩვენი გუნდის მეიმედება. ძლიერი შემადგენლობაა და გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე შედეგებიდან ჩანს. უიღბლობის დრო გაივლის და ადრე თუ გვიან "სამტრედია" დალაგდება და თავის შესაძლებლობებს გამოავლენს.

"საბურთალოსთან" მოგება დროული და საჭირო იყო და რწმენას დაგვიბრუნებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

datas
xoo shen raicii gvitxari mashinnn vinn chaawyoo..aq ro wer da metis tavi ro aragaq
data
oh magari chatkobili tamashi iko, gauchirdebodat)))
datomi
midi chagel tore glaxataa saqmeee... sheudzlebeli unda shedzlot yvelamm... mogexseba samtrediashii uavravi xalxi eswreba tamashs da es xalxze dzaan moqmedebs dakarguli qaulebii
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა. XX ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
შუქურა-ლოკომოტივი 1:3 - გენი აშკარად ეტყობა... [VIDEO]
შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]