კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36 ტური გაიმართა. ადგილებიც განაწილდა. მეორეზე საბოლოოდ ქუთაისის "ტორპედო" გავიდა, მესამეზე კი - გორის "დილა". ფლეიოფებში მონაწილეებიც გაირკვა... სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი ჩემპიონი "იბერია 1999" დააჯილდოვა.

სამტრედია 0:1 დინამო ბთ

მატჩის ერთადერთი გოლი რევაზ ინჯგიამ გაიტანა, რომელმაც მცველ ნათან მელოს ბურთი წაართვა და ახლო კუთხეში დაარტყა. ინჯგია ზაფხულში სწორედ "სამტრედიადან" გადავიდა "დინამო ბათუმში" და გოლი არ აღნიშნა...

"სამტრედია" გავარდა, ბათუმელები კი მეოთხე ადგილზე გავიდნენ. იმერულმა გუნდმა მესამე წრეში ერთი პერიოდი შედეგიანად ჩაატარა, თუმცა მერე ისევ ზედიზედ წააგო მატჩები და საბოლოოდ, ბოლოზე გავიდა.

ტორპედო 1:0 თელავი

34-ე წუთი იყო, როცა ცოტნე ფაცაციამ მშვენიერი პასით მოძებნა ბიორნ იონსენი და მანაც ზუსტად დაარტყა. ნორვეგიელი იონსენი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 23 გოლით. და რა საინტერესოა, რომ 22 სხვადასხვა შეხვედრაში გაიტანა, ანუ მხოლოდ ერთხელ შეასრულა დუბლი და ისიც "თელავთან"...

"ტორპედომ" ამ გამარჯვებით გადაუსწრო "დილას" და მეორე ადგილზე გავიდა. "თელავს" რაც შეეხება, მეცხრე საფეხურზე დაასრულა სეზონი და ფლეიოფში "რუსთავს" შეხვდება.

დინამო თბ 0:1 გაგრა

აქაც ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა... გიორგი ხარებაშვილმა სეზონში თავისი მე-11 გოლით მოაგებინა "გაგრას". ხარებაშვილი გუნდის საუკეთესო მეგოლეა.

"დინამო თბილისი" მეშვიდე ადგილზე გავიდა. გუნდმა ბოლო 4 მატჩი წააგო, ამას დაემატა საქართველოს თასის ფინალში მარცხი "სპაერთან".

"გაგრას" კი ამ მოგებამ ვერ უშველა და მაინც ფლეიოფში მოუწევს თამაში: ბოლნისის "სიონთან".

დილა 1:2 კოლხეთი 1913

ფოთის "კოლხეთი 1913"-მა გორში მოიგო და მეექვსე ადგილზე გავიდა. აი, "დილა" კი მესამეზე დაქვეითდა, თუმცა კონფერენციის ლიგაში გასვლა ისედაც განაღდებული ჰქონდა.

მე-13 წუთზე "დილა" დაწინაურდა, როცა ტაირელ ვაუტერმა ოთარ ფარულავას პასი გამოიყენა. ეს ვაუტერის მე-19 გოლი იყო სეზონში და მეორე ადგილზე გავიდა ბომბარდირთა შორის.

ფოთელებმა მეორე ტაიმის რვაწუთიან მონაკვეთში ორი გოლი მიითვალეს. ჯერ გიორგი ახალაძემ ითამაშა ინდივიდუალურად და ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, მერე კი გაბრიელ ფერეირას ჩაწოდებული ბურთი კირილ კლიმოვმა თავურით გადაგზავნა ბურთი კარში. კლიმოვს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 10 გოლი მოუგროვდა.

იბერია 1999 1:1 სამგურალი

"იბერია 1999"-მა ჩემპიონობა იზეიმა. ისტორიაში მეორედ. პირველად ეს მოხდა 2018 წელს და აი, ახლა ექვსწლიანი შესვენების მერე.

ჩემპიონები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

ეს მატჩის ბოლოს. თამაში კი ფრედ დასრულდა. იბერიელები პირველი ტაიმის ბოლოს ბენჟამინ ტეიდმა დააწინაურა შორიდან დარტყმით, მეორე ნახევარში კი ლუკა ხორხელმა გაიტანა დემურ ჩიხლაძის კარგი პასის შემდეგ - 1:1.

"სამგურალმა" მეოთხე წრე კარგად ჩაატარა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა.

erovnuliliga.ge

ქომაგი.
ჩემპიონი გვყავს კლუბი რომელსაც საკუთარი სტადიონი არ გააჩნია (იქ თამაშობს სადაც ცარიელ სტადიონს ნახავს). დინამო თბილისი ხომ საერთოდ გარდაიცვალა, საფეხბურთო სკოლის დონეზე დარჩა. ეს არის ჩვენი მწარე რიალობა. საინტერესოა ევრო ტუნირებზე ვის შვხდებით ვის უნდა დავუწეროთ/გამოუსწოროთ ისტორია.
გაჰკარ ფიფიას
ძან საწყენია, თბილისის დინამო რომ არ გავარდა ..
იბერიას ფანი
ტორპედოს ფანებს რომლებიც შარშან ამ დროს იძახდნენ ივნისში უკვე ჩემპიონები ვიქნებითო ვულოცავ მეორე ადგილს. ესე იცის წინასწარ ტრაბახმა.

სან მარინოს და ანდორის ჩემპიონები კბილებს ილესავენ უკვე...
Pepelu
ზაფხულის მერე საბურთალო სულ სხვა გუნდი გახდა, თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები გაჩნდა მათ თამაშში!!! შესაბამისად სრულიად დამსახურებულად გახდა ჩემპიონი!!!! წარმატებები ევროთასებზე!!!
Gio
ვულოცავ იბერიას! კარგი გუნდი იყო ნამდვილად ყველაზე! იმედია არ დაშლით ევროთასებამდე და უფრო კარგი გუნდით გამოხვალთ ლიგაზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"იბერია 1999"-მა, "კოლხეთი 1913"-მა, "სამგურალმა" და "დილამ" გაიმარჯვეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?