დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის A ჯგუფის მატჩები დაიწყება
დღეს, 8 აპრილს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის A ჯგუფში, რომლის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს, ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

მანამდე კი, 15:30 სთ-ზე, იტალიისა და ბელარუსის ნაკრებები ითამაშებენ.

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების ყიდვა როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე მატჩის დღეს, 12:00 საათიდან ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეიძლება და მისი ფასი 5 ლარია. საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, მეინ რაუნდის მატჩების რეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს, სხვა შეხვედრების ნახვის შესაძლებლობა კი გულშემატკივარს სფფ-ის ფეისბუქ-გვერდზე შეეძლება.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის მეინ რაუნდის A ჯგუფში ოთხი ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები 8-11 აპრილს იტალიის, ჰოლანდიისა და ბელარუსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში გადაინაცვლებს, ასევე პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეინ რაუნდის შვიდ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც.

მატჩების განრიგი:

I ტური, 8 აპრილი

15:30 იტალია - ბელარუსი

18:00 საქართველო - ჰოლანდია

II ტური, 9 აპრილი

15:30 ჰოლანდია - იტალია

18:00 საქართველო - ბელარუსი

III ტური, 11 აპრილი

15:30 ბელარუსი - ჰოლანდია

18:00 იტალია - საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე ("ტტგ იუგრა", რუსეთი), ჯაბა ჯამბურია ("ტატიშვილი", თბილისი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე ("ტატიშვილი", თბილისი), მურთაზ კაკაბაძე ("ტატიშვილი", თბილისი), ლევან კობაიძე ("ტატიშვილი", თბილისი), ზურაბ ლუკავა ("ტატიშვილი", თბილისი), დავით ბობოხიძე ("ტატიშვილი", თბილისი), შოთა თოფურია ("სტუ-თელასი", თბილისი), კახა მაისაია ("სტუ-თელასი", თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე ("პსპ", თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა ("ბჩ", გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი ("ბჩ", გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე ("ლიდსელმაში", ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა ("აელ", ლიმასოლი, კვიპროსი)

სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები - არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
იტალია 3:2 საქართველო
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია