"ბარსელონამ" მადრიდული დერბით ვერ ისარგებლა
"ვილიარეალმა" ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ბილბაოს" 3:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნების უფლებაც შეინარჩუნა.

"ელ კერამიკაზე" რობერტო სორიანოს დიდებულ საგოლე პასს, ბრუნო სორიანოსა და მანუ ტრიგეროსის გააზრებულ თამაშს გამოვარჩევთ, მაგრამ არც ცენტრალური მცველი ვიქტორ რუისი გვავიწყდება, რომელმაც ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, პირველად გააკეთა საგოლე პასი და მეორედ მიიღო წითელი ბარათი.

"ლოს პერიკოსში" სჯერათ, რომ ევროსაგზურის მოპოვება შეუძლიათ და ეს ოცნება გაცილებით რეალური პაბლო პიატის წყალობით გახდა, რომელმაც "ალავესის" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა. ექსვალენსიელი კარგი იყო, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ხოსე ხურადოს დიდებული თამაში.

ბასკთა რიგებში მიკროსკოპით აკვირდებოდნენ ფრანგ ტეო ერნანდესს, ვის გამოც "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის სასამართლო გარჩევები იწყება. ეტყობა, ეს მეტისმეტი სტრესი გამოდგა 19 წლის მცველისთვის და მან ჩვეულად ვერ ითამაშა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ მესამე მატჩი დათმო.

ანტუან გრიზმანმა ლა ლიგას მეტი ინტრიგა შესძინა, მას მერე, რაც თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაადუმა "სანტიაგო ბერნაბეუ". "ატლეტიკოს" გოლი "რეალის" საყრდენი ზონის ჩავარდნას მოჰყვა, მანამდე კი "სამეფო კლუბი" პეპეს თავურით იგებდა (გოლის ავტორმა ორი ნეკნი გაიტეხა და გუნდს კარგა ხნით დააკლდა).

უნდა გამოვარჩიოთ კრიშტიანო რონალდოს დარტყმული I ტაიმში, რომელიც კარის ხაზიდან თავით სავიჩმა გამოიტანა და ფერნანდო ტორესის მეკარესთან პირისპირ გასვლა II ტაიმში, რომელიც ნავასის გამარჯვებით დასრულდა - 1:1.

დერბიში ორივე მეკარემ იყოჩაღა. ძალიან სუსტად გამოიყურებოდა "რეალის" შემტევი ტრიო, ეს განსაკუთრებით ბეილსა და ბენზემაზე ითქმის. ბრწყინვალე იყო მარსელო, მაგრამ თამაში ჩააგდო კარვახალმა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ კარგი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ბოლოს თავი საუკეთესოდ ვერ წარმოვაჩინეთ. მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ბოლო 5 წუთში კარი უკეთ უნდა დაგვეცვა.

ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. არ მიმაჩნია, რომ ფიზიკურად გაგვიჭირდა და ქულები იმიტომ დავკარგეთ. დიდი ალბათობით, ეს იყო კონცენტრაციის წამიერი დაკარგვა. შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ხვალიდან სეზონის ბოლომდე მხოლოდ ღიმილით სიარულს ვაპირებ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "რეალის" გოლი მოულოდნელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მანამდე მეტოქემ ისეთი ვერაფერი შექმნა ჩვენს კართან. გოლის მერე რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვედით, თუმცა ბოლოს ეს მაინც მოვახერხეთ. ცოტა არ იყოს, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან ბოლოს მოგებაც შეგვეძლო. გრიზმანი? არ ვიცი, ოდესმე თუ წავა "ატლეტიკოდან", მაგრამ მე მისი თამაშითა და ენთუზიაზმით აღფრთოვანებული ვარ. ყველას დაგვრჩა შეგრძნება, რომ თამაშის მოგება შეიძლებოდა".

იხილეთ ვიდეო

ხორხე სამპაოლი გვიან მიხვდა, რომ ისევ ძველებურ შემტევ სტილს უნდა დაბრუნებოდა. მეტისმეტმა სიფრთხილემ მისი გუნდი საჩემპიონო რბოლასაც ჩამოაშორა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც წამგებიან პოზიციაზე გადაიყვანა.

შაბათს კი ძველებური "სევილია" ვიხილეთ, რომელსაც ათ წუთში უკვე ორი გოლი ჰქონდა გატანილი და ერთიც გაშვებული, პირველ ტაიმში კი უკვე ხუთი გოლი ვნახეთ. საბოლოოდ, "სევილიამ" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "დეპორტივო" 4:2 დაამარცხა. ამით სამპაოლის გუნდი სიმეონეს "ატლეტიკოს" ქულაში მიუახლოვდა. ამ მატჩით "სევილია" სპორტულ დირექტორ მონჩის დაემშვიდობა, რომელიც სავარაუდოდ, "რომაში" გადადის.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, "ბარსელონამ" არათუ ვერ გამოიყენა ლიდერთან მიახლოების შანსი, არამედ სულაც წააგო მალაგაში და "რეალს" უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა. ლუის ენრიკეს გუნდის ინერტულ თამაშს მეორე ტაიმში ნეიმარის გაძევებაც დაერთო, რომელიც ბრაზილიელისთვის პირველია ლა ლიგაში.

სანდრო რამირესმა და ხონიმ ორჯერ დაიჭირეს "ბარსა" კონტრშეტევაზე. "მალაგას" მეტიც შეეძლო. ისიც აღვნიშნოთ, რომ მეორე ტაიმში მასპინძელთა კარში აშკარა პენალტი არ დაინიშნა. აი, ასე გაუკეთა საქმე "სამეფო კლუბს" გუნდის ლეგენდა მიჩელმა, რომელიც ახლა "მალაგას" წვრთნის.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ტიტული იმ გუნდს ხვდება, რომელიც მეტ ქულას აგროვებს სეზონში. დღეს "მალაგასთან" ტიტულისთვის ბრძოლაში წინსვლისთვის დიდებული შანსი გვქონდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს ურიგოდ არ გვითამაშია და ფეხბურთელებისადმი სასაყვედუროც არაფერი მაქვს. ჩემი აზრით, თამაშგარე მდგომარეობის წესის სხვანაირმა ინტერპრეტაციამ მისცა "მალაგას" ანგარიშის გახსნის საშუალება. შემდეგ კი იგივე ინტერპრეტაციამ დაღუპა ნეიმარი. მგონია, რომ ჩვენ არ დავიმსახურეთ ეს მარცხი".

იხილეთ ვიდეო

კვირის თამაშებიდან გამოვყოფთ სიმონე ძაძას დუბლს, რომლის წყალობითაც "ვალენსიამ" ანდალუსიაში დაამარცხა "გრანადა"; "ეიბარის" მოულოდნელ გამარჯვებას გალისიაში "სელტასთან", რომლის იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი კვლავ მძიმედ დაშავდა; "ოსასუნას" ზედიზედ მეორე გამარჯვებას და სერხი ლეონის დუბლს.

XXXI ტური

ვილიარეალი-ბილბაო 3:1

გოლები: 1:0 რუისი (17), 1:1 ლაპორტი (20), 2:1 ბაკამბუ (47), 3:1 ადრიან ლოპესი (58)

ვილიარეალი (4-4-2): ანდრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხაუმე კოსტა - კასტილიეხო (37, ადრიან ლოპესი), ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი, რობერტო სორიანო - ბაკამბუ (72. სანსონე), სოლდადო (76. ალვარო გონსალესი)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, იერაი ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (58. იტურასპე) - ვილიამსი (81. სუსაეტა), რაულ გარსია, ლეკუე (59. მუნიაინი) - ადურისი

გაძევება: რუისი (74)

მაყურებელი: 18 403

ესპანიოლი-ალავესი 1:0

გოლი: 1:0 პიატი (56)

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხავი ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, მარტინი - ხურადო, როკა (85. პაპე დიოპი), ვიქტორ სანჩესი, პიატი (75. ერნან პერესი) - კაისედო (57. ლეო ბაპტიშტაო), ჟერარდ მორენო

ალავესი (5-3-2): პაჩეკო - კიკო (67. რომერო), ლაგუარდია, ელი (67. ვიგარაი), ფედალი, ტეო ერნანდესი - მანუ გარსია, მარკოს ლორენტე, კამარასა - ედგარ მენდესი (80. იბაი გომესი), დეივერსონი

მაყურებელი: 17 521

რეალი-ატლეტიკო 1:1

გოლები: 1:0 პეპე (52), 1:1 გრიზმანი (85)

რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - კარვახალი, პეპე (67. ნაჩო), სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (76. ისკო) - ბეილი (81. ლუკას ვასკესი), ბენზემა, რონალდო

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (88. ხოსე ხიმენესი), გაბი, საულ ნიგესი (62. ანხელ კორეა), კოკე - გრიზმანი, ფერნანდო ტორესი (78. თომასი)

მაყურებელი: 80 000

სევილია-დეპორტივო 4:2

გოლები: 1:0 იოვეტიჩი (2), 1:1 კაკუტა (4), 2:1 სარაბია (9), 2:2 კაკუტა (25), 3:2 ხოაკინ კორეა (32), 4:2 ბენ იედერი (89)

სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - მარიანო, პარეხა, მერკადო, ესკუდერო - კრანევიტერი, ნ'ზონზი (74. იბორა) - ხოაკინ კორეა (65. ბენ იედერი), ფრანკო ვასკესი (76. ლონგლე), სარაბია - იოვეტიჩი

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი (12. ლაურე), არიბასი, სიდნეი, ლუიზინიო - ჩოლაქი (72. ანდონე), გილერმე, ბორხესი, კაკუტა - ხოსელუ, მარლოს მორენო (58. ოლა ჯონი)

მაყურებელი: 33 022

მალაგა-ბარსელონა 2:0

გოლები: 1:0 სანდრო რამირესი (32), 2:0 ხონი (90)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ლუის ერნანდესი, დიეგო ლორენტე, რიკა - რესიო, ნაჩო კამაჩო - ხუანპი (67. პენიარანდა), ფორნალსი, ხუან კარლოსი (83. ხონი) - სანდრო რამირესი (77. შარლესი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, უმტიტი, მატიო (46. სერხი რობერტო), ალბა - ანდრე გომეში (61. პაკო ალკასერი), ბუსკეტსი, დენის სუარესი (46. ინიესტა) - მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი

გაძევება: ნეიმარი (65)

მაყურებელი: 28 314

გრანადა-ვალენსია 1:3

გოლები: 0:1 ძაძა (19), 0:2 ძაძა (21), 0:3 მინა (55), 1:3 პონსე (65)

გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, ინგასონი (33. ბოგა), სონიე, ესტუპინანი - ვაკასო, უჩე აგბო (63. სამპერი) - კარსელა-გონსალესი, ანდრეას პერეირა, ექტორ ერნანდესი - კრავეცი (46. პონსე)

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მონტოია, მანგალა, აბდენური, ლატორე - პარეხო, მედრანი - კანსელო (66. ელ ჰადადი), სოლერი, მინა (88. სიკეირა) - ძაძა (74. ორელიანა)

მაყურებელი: 15 087

სელტა-ეიბარი 0:2

გოლები: 0:1 კიკე (13), 0:2 პედრო ლეონი (51)

სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - რონკალია, სერხი გომესი, ფონტასი, პლანასი - შეიხი, პაბლო ერნანდესი (56. რადოია) - სენე (67. ასპასი), ხოსაბედი, სისტო - ჯუზეპე როსი (35. ბოვიუ)

ეიბარი (4-4-2): იოელი - კაპა, რამისი, გალვესი, ლუნა - პედრო ლეონი (71. პენია), რივერა, დანი გარსია, ბებე (75. ადრიან გონსალესი) - ენრიჩი, კიკე (85. ხუნკა)

მაყურებელი: 15 741

ოსასუნა-ლეგანესი 2:1

გოლები: 0:1 სიოვასი (16), 1:1 სერხი ლეონი (36-პენ), 2:1 სერხი ლეონი (71)

ოსასუნა (4-4-2): სირიგუ - ბუნუელი, ოიერი, დავიდ გარსია, ფუენტესი - რივიერი (46. ბერენგერი), ფაუსტო (62. ჩაუშიჩი), მერიდა, ოლავიდე (72. რობერტო ტორესი) - სერხი ლეონი, კოდრო

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ტიტო, მანტოვანი, სიოვასი, დიეგო რიკო (76. ელ ჟარი) - მორანი, რუბენ პერესი - სამუელ გარსია, გაბრიელი, შიმანოვსკი (68. მაჩისი) - გერეირო (66. ლუსიანო)

მაყურებელი: 14 421

ლას პალმასი-ბეტისი 4:1

გოლები: 1:0 ვისენტე გომესი (44), 2:0 ბოატენგი (49), 3:0 ვიერა (62), 4:0 ხესე როდრიგესი (83-პენ), 4:1 რაფა ნავარო (88)

ლას პალმასი (4-3-3): რაული - მიჩელი, მაურისიო ლემოსი, ბიგასი (75. დავიდ გარსია), დანი კასტელიანო - ვისენტე გომესი, მესა, ვიერა (68. მატეო გარსია) - ტანასუ, ბოატენგი (77. ლივაია), ხესე როდრიგესი

ბეტისი (3-5-2): ადანი - მანდი, პეცელა, ტოშჩა - რაფა ნავარო, პეტროში (54. ხოაკინი), პარდო (62. მარტინი), სებალიოსი, ალექს მარტინესი - ალეგრია (70. სანაბრია), რუბენ კასტრო

მაყურებელი: 19 769

ორშაბათი. 10 აპრილი

სოსიედადი-სპორტინგი 22:45

ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური

14 აპრილი:

ბილბაო-ლას პალმასი;

15 აპრილი:

დეპორტივო-მალაგა, სპორტინგი-რეალი, ატლეტიკო-ოსასუნა, ბარსელონა-რეალ სოსიედადი;

16 აპრილი:

ლეგანესი-ესპანიოლი, ვალენსია-სევილია, ბეტისი-ეიბარი, გრანადა-სელტა;

17 აპრილი:

ალავესი-ვილიარეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

:D
კიდე მსაჯებს რო აბრალებს, ნეიმარის წითელი 100%იანი იყო! მალაგას გოლიც არ ჩაუთვალეს არასწორი თამაშგარეს გამო, ეგ ვერ შეამჩნიე ენრიკე???
feola
ეს ბარსელონა ხან თამაშგარეს აბრალებს, ხან მსაჯებს, აბა პსჟ-მ რა ქნას?
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი